ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

0
3135

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება.

”ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება. ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საკუთარი სახსრების სხვა პირისათვის გადაცემისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია. გაითვალისწინონ, მათ შორის: ექვემდებარება თუ არა კონკრეტული იურიდიული პირი სახელმწიფოს რეგულირებას და მხოლოდ შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.