ბიოლოგიური ევოლუცია უნდა შეჩერდეს!

0
226
Vector picture of Human Evolution

აუცილებელია რამის მოფიქრება, რათა შევაჩეროთ მიმდინარე ბიოლოგიური ევოლუცია. დღეს ჩვენი რესპოდენტია ტვინის კვლევის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, პროფესორი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი საველევი.

თქვენი წიგნიტვინის სიღარიბეცოტა ხნის წინ გამოიცა, თუმცა უკვე გახდა მწვავე დისკუსიის საგანი. ზოგიერთმა მათგანმა მოწიწებით მიიღო , ხოლო სხვები ადამიანის მიმართცინიზმისა და ბიოლოგიიზაციაშიგადანაშაულებენ. რატომ საუბრობთ ტვინის, გონების სიღარიბეზე? ეს არის ეპატაჟური საქციელი, რათა მოიზიდოთ აუდიტორია, თუ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი?

-ტვინის შესაძლებლობები ნამდვილად შეზღუდულია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი ზარმაცი და უმოქმედოა, უფრო სწორად, მას სურს დასვენება, კარგად გამოკვება, დამშვიდება და სექსით სიამოვნების მიღება. მიზეზი მარტივია: ეს ყველაფერი ენერგეტიკული ღირებულებაა, რომელიც მოითხოვს გონებრივ აქტიურობას. ადამიანის ორგანიზმში არსებობს სპეციალური ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ზღუდავს ჩვენს უნარს დაკავდეს ინტელექტუალური საქმიანობით.

როდესაც ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც მიღებულია ცხოველთა სამყაროში, მაგალითად გავმრავლდებით, ან დავამტკიცებთ საკუთარ დომინანტობას, ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ გადავწყვიტოთ არასტანდარტული ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ ინტელექტუალურ დაძაბულობას. ყველა სოციალური კანონი, წესი, თუ მორალური პრინციპი გარდაიქმნება სოციალიზაციის ინსტრუმენტად, ან ბიოლოგიური მიზნების ოპტიმალურ მიღწევად.

შეგიძლიათ თქვენი აზრის მაგალითებით ილუსტრირება?

– რა თქმა უნდა, ყველაზე აშკარა შემთხვევაში – ეს არის სექსუალური ქცევა. ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენოთ, რომ სილამაზის ეტალონი განისაზღვრება კულტურით და რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა განსხვავებული ხედვა ლამაზი ქალის ფიგურისა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიოლოგიური საჭიროება არ არის მხოლოდ რეპროდუქცია, არამედ დომინირება, გვქონდეს მაღალი სტატუსი საზოგადოებაში. როდესაც საზოგადოებამ, ქალი რუბენსის სურათიდან ლამაზად ჩათვალა, ამის შემდეგ მას მიმდევრები გაუჩნდნენ.

ხოლო თავად სილამაზეზე წარმოდგენა, შეიძლება ჩამოყალიბდეს პროპაგანდით, რეკლამითა და სხვა. ძველი საზოგადოებების ურთიერთობა ადვილად აღმოაჩინა ბიოლოგიზმმა, მამრობითი სქესის წარმომადგენელს, რომელსაც შეუძლია მოიპოვოს საკვები, პერსპექტიულია იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოს შთამომავლობა. როდესაც გაჩნდა ფული, მსგავსი პერსპექტივის  გაზომვა დაიწყო ოქროთი, ხოლო შემდეგ ქაღალდის კუპიურებით. თუმცა ყველაფრის საფუძველი ბიოლოგიურია. შესაბამისად, ძველ დროში, ქალებს აფასებდნენ ფართო თეძოებითა და დიდი მკერდის მიხედვით, ასევე შეეძლო თუ არა მას სიცოცხლის გაჩენა და ბავშვების გამოკვება.

დღესდღეობით, ეს დაკარგული არ არის, თუმცა ახლა მოდაში ვიწრო თეძოებიანი ქალებია. კაცებს სურთ ქალები, რომელთაც საზოგადოებაში მსგავსი სტატუსი აქვთ, რათა აჩვენონ საკუფთარი დომინანტობა. თუ მის გვერდით მყოფი ქალი გამოჩნდა პრიალა ჟურნალის გარეკანზე, ეს ნიშნავს, რომ მან წარმატებას მიაღწია. ადამიანი მისდევს სოციალური დომინანტობის ნიშნებს. ეს არის გაბერილ ტუჩებიანი ქალების უპირატესობა და ასევე ბიოლოგიური პროცესი.

იგივე ეხებათ ქალებს. არ არის აუცილებელი მათი უპირატესობა განისაზღვროს თმით, ან გვერდზე მყოფი მამაკაცით, როგორც ეს ძველ დროში იყო, სქელ საფულეს შეუძლია აანაზღაუროს ფიზიკური სისუსტეები.

სიყვარულიეს ქიმიური პროცესია?

ზუსტად რომ ვთქვათ, სიყვარული ბიოლოგიური პროცესია. თქვენ გსმენიათ, რომ თანამედროვე დაავადებების კლასიფიკაციისას, სიყვარული განიხილება, როგორც ღრმა ფსიქიკური აშლილობა? სიყვარულის გაჩენის მექანიზმი საკმაოდ რთულია, აქ ჩართულია, ორგანიზმის მთელი რიგი თავისებურებები. არსებობს ორგანო, სექსუალური ყნოსვისა, რომელიც რეაგირებს ქალისა და მამაკაცის ფერომონზე. “მიმღების” სტატუსის შესახებ უკვე გესაუბრეთ, ასევე არსებობს ვიზუალური და სმენითი სტიმულები, რომლებიც ხელს უწყობენ სიყვარულის გამოჩენას. ჰორმონალური სტრესის დროს ქალებს მარტივად უყვარდებათ, ხოლო სტაბილურ მდგომარეობაში ყველაფერი გაცილებით უარესადაა..

ძალაუფლების ნება , სურვილი გქონდეთ ბერკეტი, მართოთ ქვეყანა, ასევე ბიოლოგიურია?

– ეს დომინანტობის უმაღლესი ფორმაა. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება გენიალობის ნიშნად პოლიტიკური წარმატება ჩაითვალოს. პირიქით, ნიჭი ეწინააღმდეგება ბიოლოგიურ მოტივაციას. მეცნიერების, მუსიკის, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ა.შ ნიჭი მოითხოვს ტვინის განსაკუთრებული სტრუქტურის არსებობას, ანუ სპეციალურ კომბინაციას. პოლიტიკაში პირიქით, არ არის საჭირო, გქონდეთ რაიმე ნათელი გამოხატულება ტვინში. მისთვის ადვილია, თუ დომინანტობის ბიოლოგიურ სურვილს, არაფერი შეუშლის ხელს.

დომინანტობის სურვილი აქვთ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც. ამაზე მუშაობს ჰოლივუდი. აი მაგალითად, ბოლო დროს გამოდის ფილმები, რომლებშიც, “მაგარი” დეიდა ერთი ფეხის დარტყმით იგერიებს ავაზაკ მამაკაცებს, ან მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალი მართავს ქვეშევრდომებს. ეს უკვე, ქალთა აუდიტორიისთვის დამაკმაყოფილებელია.

ნათელია, რომ ასეთი ზღაპრები ძალიან პოპულარულია, რადგან რეალურ ცხოვრებაში ქალებისთვის უფრო რთულია მოიპოვონ დომინანტობა, ვიდრე მამაკაცებისთვის. ხოლო ჰოლივუდი ფულისკენ ლტოლვის გამო, იღებს ფილმებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

თუ ბიოლოგიური შემადგენლობა ასეთი მნიშვნელოვანია, შეიძლება მასზე მანიპულირება გაზარდოთ ეფექტურობა რეკლამითა და პროპაგანდით?

– რა თქმა უნდა. თქვენი აზრით, გამუდმებით ტყუილად აყურებინებენ სარეკლამო რგოლებს ბავშვებს? ქალებში, რეპროდუქციული სტატეგია დაბადებიდანაა ჩადებული, ამიტომ აჩვენებენ მათ სხვადასხვა საგნებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის ბედნიერებასთან. “მამაკაცის” რეკლამა აგებულია მდიდრულ მანქანებზე, ძვირადღირებულ საათებსა და ბანკში ბევრ ფულზე. აქ, როგორც მკითხველი ალბათ უკვე მიხვდა, მიმდინარეობს სპეკულაცია დომინანტობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა არის მთავარი დასკვნა?

– კაცობრიობა ნაბიჯებს დგამს დეგრადაციისკენ. ეს მე დავამტკიცე ჩემს წიგნში, ფაქტებითა და კვლევის შედეგებით. ვთვლი, რომ რამე უნდა ვიღონოთ, იმისათვის რომ, შევაჩეროთ მიმდინარე ბიოლოგიური ევოლუცია.

ანუ გინდათ თქვათ, რომ ევოლუცია დეგრადაციის მიმართულებით მიდის?

– დიახ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინი შემცირებულია. ხაზს ვუსვამ, რომ ვლაპარაკობ არა ნეანდერტალელებზე, არამედ ჩვენს პირდაპირ წინაპრებზე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ევროპელების ტვინის მასა საშუალოდ 200-250 გრამით შემცირდა კრო-მაგნონებთან შედარებით. იცით რა არის 250 გრამი? ეს არის მაიმუნი შიმპანზეს მთლიანი ტვინი. ასე რომ, ტვინის შემცირებით, იკლებს გენიოსების გამოჩენის ალბათობაც. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ კომპიუტერმა და ფსევდოინფორმაციის სისტემის გავრცელებამ, კაცობრიობის მოძრაობა უკან ჯუნგლებისკენ წაიყვანა.

რის გაკეთებას გვთავაზობთ?

– ეს ინტრიგა მინდა შევინახო იმ მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესდება ჩემი წიგნით.

სამწუხაროა, რომ თქვენ არ გაგვიმხილეთ მთავარი საიდუმლო, მაგრამ მაინც მადლობა ინტერვიუსთვის.