რა არის ოვერტონის ფანჯარა?

0
237

არსებობს ტექნოლოგია როგორ შეიძლება გახდეს ნებისმიერი აბსურდული იდეა მისაღები, თუ კი ამას სახელმწიფო მანქანა მოინდომებს.

რა არის “ოვერტონის ფანჯარა”?

ჯოზეფ ოვერტონმა (1960-2003) აღწერა ტექნოლოგია თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია, მისი თქმით ნებისმიერ იდეას საზოგადოებაში გააჩნია თავისი შესაძლებლობების ფანჯარა. არსებობს ნებისმიერი იდეის აბსოლიტურად მიუღებლიდან მოქმედ ნორმაში გადაყვანის 6 ეტაპი: 1) წარმოუდგენელი. 2) რადიკალური. 3) მისაღები. 4) გონივრული. 5) სტანდარტული. 6) მოქმედი ნორმა.


მაგალითისთვის ავიღოთ კანიბალიზმი, რომელიც დღეს მსოფლიოში ამაზრზენი და მიუღებელია. ოვერტონის ფანჯარის მიზანი თავიდან იქნება კანიბალიზმის აბსოლიტურად მიუღებლიდან რადიკალურ პროცესიაში გადაყვანა.
რატომ არ უნდა ვისაუბროთ კანიბალიზმზე? ჩვენ ხო გვაქვს სიტყვის თავისუფლება? მეცნიერებს შეუძლიათ დაიწყონ ამაზე საუბარი, დაიწყებენ ეგზოტიკურ პოლინეზიელ ტომების ცხოვრებაზე თხრობას, იტყვიან რომ კანიბალიზმი იქ გავრცელებული იყო, გამოდის ისტორიულად შეგვიძლია კანიბალიზმზე ვიმსჯელოთ! ამასთან ერთად შეიძლება გაჩნდეს კანიბალთა საზოგადოება, რომელიც თავიდან მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იარსებებს, ხოლო იქ გამოთქმულ აზრებს ყველა ტვ მედიაში გააშუქებენ. ოვერტონის პირველმა ფანჯარამ შეასრულა დანიშნულება, ტაბუდადებული თემა ამოძრავდა, გახდა დისკუსიური.


მეორე ფანჯარა უფრო აქტიურად განიხილავს კანიბალიზმს, “მეცნიერები” საუბარს აგრძელებენ, ვინც უარს იტყვის თემის გავრცობაზე თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით გავხადოთ დასაცინი და ვაღიაროთ “ჩამორჩენილად”.
ამასთან აუცილებელია კანიბალიზმს შეეცვალოს სახელი და დაერქვას სხვა უფრო ელეგანტური სახელი, რომ ვინმე “ფაშისტებმა” იარლიყის მიკვრა ვერ შეძლონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! კანიბალიზმი აღარ არსებობს და მას ჰქვია მაგალითად ანთროპოფაგია. ახალი სახელის მოგონება აუცილებელია რომ საზოგადოება მზერა სხვაგან მივმართოთ რეალური პრობლემიდან.


სახელის ცვლილებასთან ერთად ისტორიულ, მითოლოგიურ გამართლებას ვპოულობთ ანთროპოგაფიისთვის, მაგალითად “გახსოვთ ისტორია მარტოხელა დედაზე რომელმაც შვილები საკუთარი სისხლით გაზარდა? ასმევდა რომ არ მომკვდარიყვნენ! გმირი დედა!”
“-აი ბერძნული ღმერთები თავის შვილებს ჭამდნენ!”


მას შემდეგ რაც ისტორიული ლეგიტიმაცია “მოიძებნა”, ოვერტონი მესამე ეტაპზე გადადის, უფრო წინწასული “მეცნიერები” გვიმტკიცებენ რომ “ხალხის ჭამა ჩვენ გენეტიკაშია და ეს ნორმალურია!”, “ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებლობითაა განპირობებული”, “არსებობენ ადამიანები რომლებსაც უნდათ რომ ისინი შეჭმულნი იყვნენ!”
ამ თამაშში შეიქმნება კასტა, რომელიც რადიკალურად დაუჭერს მხარს ან რადიკალურად შეეწინააღმდეგება კანიბალიზმს, კანიბალიზმი სიძულვილის ენაა უკვე, მას ხომ ანთროპოფაგია ჰქვია! ყველა ვინც კანიბალიზმს ახსენებს გოიმი, ჩამორჩენილია და ჩაგრავს, დისკრიმინაციაში აგდებს ანთროპოფაგებს, უმცირესობას დაცვა სჭირდება!
ამ ეტაპზე ჟურნალისტები და “მეცნიერები” ამტკიცებენ რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ერთმანეთს ჭამდნენ და ეს ნორმალურია.


შემდეგი ეტაპი, ანთროპოფაგიის პოპულარიზაცია! ტელევიზიაში აქტიურად აჩვენებენ და აპიარებენ ამ თემას, წერენ მუსიკებს, აჩვენებენ კინოში, ხალხს ეუბნებიან ანათლებენ რომ გვერდზე მიმოიხედონ! ” რა არ იცოდით რომ ეს უცნობილესი კომპოზიტორი ანთროპოფაგი იყო?” “ის მომღერალი მთელი ცხოვრება ანთროპოფაგი იყო, მას დევნიდნენ! ფსიქიატრიულში დააწვინეს საწყალი!!! წარმოგიდგენიათ რამდენი მილიონია ეგრე დაჩაგრული? თავისი განსხვავებულობის გამო გიჟად შერაცხეს და ძალით გარიყეს!
და გვირგვინი: “ჩვენ მოგიყვებით ისტორიას ტრაგიკულ სიყვარულზე, მას უნდოდა ის შეეჭამა, ის კი ოცნებობდა შეჭმული ყოფილიყო… ვინ ვართ ჩვენ, რომ ისინი განვსაჯოთ, ეს მათი უფლებაა!”


ოვერტონის ფანჯრის ბოლო ეტაპი დგება მაშინ, როდესაც თემა საკმაოდ გაპიარდა, გაპოპულარულდა და ახლა დროა ის პოლიტიკაში გადავიდეს, იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება, იდევნება ყველა ვინც ანთროპოფაგების წინააღმდეგ გამოთქვამს აზრს, მათ ათავისუფლებენ სამსახურიდან, აჯარიმებენ და ა.შ.


ბოლო ეტაპზე, ფანჯრიდან პოპულარული-აქტიური პოლიტიკა, საზოგადოება უკვე გატეხილია, ის უკვე შეგუებულია დამარცხებას და რაც მთავარია, უკვე მათდაუნებლიედ, შინაგანად, ქვეცნობიერის დონეზე იჯერებენ სისტემის მიერ თავს მოხვეულ აზრებს. მიღებულია კანონები, დარღვეულია ნორმალური ადამიანური ყოფა, შემდეგ ეს თემა აუცილებლად მივა სკოლა და საბავშვო ბაღებში, ესეგი შემდეგი თაობა გაიზრდება კიდევ უფრო უშანსოდ რომ გადაურჩეს “ახალ წესრიგს”.