რჩევები, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

0
2257

ამ სტატიაში შევეცდები მოგცეთ რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ – აზროვნების შეცვლის გზით. ამ მეთოდს აქვს ერთი მინუსი – ის პრაქტიკაში საკმაოდ რთულია. თუმცა არის პლიუსიც – თქვენი მხრიდან სათანადო მონდომების და ძალისხმევის გამოჩენის შემთხვევაში შედეგი შესამჩნევი იქნება. 

მოირგეთ ბედნიერი ადამიანის როლი 

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს ბედნიერად ვერ გრძნობთ, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ რეალურად ბედნიერი ხართ. დიახ – გაიღიმეთ, იყავით კარგ ხასიათზე და თავაზიანი სხვების მიმართ. მოკლედ მოიქეცით როგორც ბედნიერი ადამიანი და ითამაშეთ ბედნიერი ადამიანის როლი საკუთარი თავისათვის. ამით თქვენ უგზავნით შესაბამის სიგნალებს თქვენს ქვეცნობიერს, ისიც აღიქვამს და დაამუშავებს მათ. სულ მოკლე დროში თამაში რეალობად გადაიქცევა, ანუ ჩვეულებაში შევა.

იფიქრეთ არა შეზღუდვებზე, არამედ შესაძლებლობებზე 

ნებისმიერ სიტუაციაში არის შესაძლებელი სარგებლის პოვნა. გქონდეთ თვისებათ ეძებოთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებში და გარემოებებში ახალი შესაძლებლობები და სარგებელი. როდესაც თქვენს თავს მიაჩვევთ, ხოლო გონებას გადააწყობთ ისე, რომ ის მუდმივად კონცენტრირებული იყოს თქვენთვის სასარგებლო ფაქტების მოძიებაზე, თქვენი ტვინიც სხვაგვარად იწყებს მუშაობას. ის თითქოს გარემოს სკანირებას ახდენს და ეძებს თუ სად რა არის თქვენთვის სარგებელი. ეს რა თქმა უნდა, რთული და დამღლელი პროცესია, თუმცა ათმაგად გიფასდებათ წარმატების შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში თქვენი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება, რადგანაც დადებითის აღქმის მცდელობისას უფრო ხშირად განიცდით დადებით ემოციებს.

ნუ გამძიმებთ წარსული 

საკუთარი წარსული შეცდომების მუდმივი გახსენება – “ეს რომ ასე ყოფილიყო და ისე მომხდარიყო”, არაფრის მომტანი არაა. თქვენ წარსულს ვერანაირად ვეღარ შეცვლით, ხოლო წარსულზე ფიქრები აწმყოს და მომავალს დაგიმძიმებენ. მუდმივად გექნებათ სინანულის გრძნობა და ბრალეულობის განცდა, რაც დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ნამდვილ ფსიქოლოგიურ ბორკილებად გექცევათ. საუკეთესო გამოსავალია გაუშვათ წარსული თავის შეცდომებთან ერთად და ერთადერთი მისგან დაიტოვოთ გამოცდილება, რაც მომავალში გამოგადგებათ.

ნუ ჩაიციკლებით მომავალზე 

ყველა ადამიანს აქვს შიშები მომავალთან დაკავშირებით. როდესაც ცდილობთ წარმოიდგინოთ და არ დაუშვათ მოვლენების ნეგატიური განვითარება, ჩვენს თავს დიდი სტრესის ქვეშ ვაყენებთ. ეს მდგომარეობა მუდმივ დაძაბულობაში გვაყენებს, შედეგად ფსიგოლოგიურად სწრაფად ვიღლებით და ვიფიტებით. ვცდილობთ რა ვაკონტროლოთ მომავალი მოვლენები, ჩვენ გვიჩნდება შფოთვის გრძნობა. ამგვარად მხოლოდ უარესად ვაქცევთ ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ არ ღირს მომავლის ნეგატიურ სცენარებზე და იმაზე ფიქრი თუ რა შეიძლება ცუდი შეგვემთხვეს ჩვენ ან ჩვენს ახლობლებს, უმჯობესია დავრჩეთ რეალობაში და მივიღოთ სიამოვნება დღევანდელი დღით.

ნუ ცდილობთ ნეგატიური სიტუაციებისგან დამალვას 

ნეიროფიზიოლოგები ამას “პარადოქსის დაძლევას” უწოდებენ. თუკი ადამიანი არ ემალება თავის შიშებს და სირთულეებს, ცდილობს ღიად შეეჩეხოს მათ, მაშინ ეს შიშები და სირთულეები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას. გადაიტანთ რა თქვენთვის უსიამოვნო და საშიშ სიტუაციას, თქვენ ეჩვევით მათ და მნიშვნელოვნად ასუსტებთ შფოთვის გრძნობას.

ნუ გეშინიათ ტკივილის 

როგრც წესი, ადამიანები ცდილობენ მოიცილონ ტკივილი, ცდილობენ არ იფიქრონ მასზე. თუმცა ეს პირიქით აძლიერებს ამ შეგრძნებებს. შეეცადეთ მიიღოთ ტკივილი, მოახდინეთ კონცენტრირება მასზე. თუკი მიიღებთ ტკივილს, ამ შემთხვევაში ის დაკარგავს თავის ძალას და ნელნელა გაქრება. ტკივილის გათვითცნობიერება ამაღლებს ტკივილის აღქმის ზღვარს. თქვენ უკეთეს გახდით თქვენს ცხოვრებას იმის უბრალოდ მიღებით, რის დავიწყებესაც აქამდე ცდილობდით.

წარმოქმენით თქვენში საჭირო ფსიქოლოგიური მდგომარეობა  

ყველა ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე და კარგი განწყობა. თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, მითუმეტეს როდესაც ადამიანების ჩვეულ რეაქციათ ცხოვრებისეულ მოვლენებზე იქცა ბრაზი, წყენა, შური და ა.შ. აქ გამოსავალია ვისწავლოთ ცალკეულ სიტუაციებზე საპასუხოდ შეგნებულად, ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოქმნა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტს გვანიჭებს ასეთ სიტუაციაში. რაც უფრო ხშირად მიმართავთ ამ ხერხს, მით უფრო ხშირად მოხდება ტვინის ნეირონების აქტივიზირება და საბოლოოდ მით უფრო მარტივად იქცევა ეს მდგომარეობა ჩვევად.

შეამცირეთ პირადი განცდების მნიშვნელობა

არ ღირს საკუთარ ბედზე მუდმივი წუწუნი და საკუთარ პრობლემებზე მუდმივი ფიქრი, ეს ასევე სტრესის საფუძველია. იცოდეთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების აუღელვებელი აღქმა სიმშვიდის მთავარი წყაროა. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მაყურებლად კინოთეატრში, რომელიც გარედან აკვირდება მოვლენებს. ეს ერთის მხრივ თავიდან აგაცილებთ ზედმეტ უარყოფით ემოციებს და ნერვიულობას, ხოლო მეორეს მხრივ დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწორი და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს

ყოველ ადამიანს აქვს საუბრის თავისი, უნიკალური მანერა. ის თავისებურად გადმოსცემს ფაქტებს, აღწერს ცხოვრებისეულ სიტუაციებს. მიაქციეთ ყურადღება, რომელ სიტყვებს და ფრაზებს იყენებთ ყველაზე ხშირად. თუკი საუბრისას ხშირად იყენებთ უარყოფითი კონტექსტის წინადადებებს: «არ გამოვა», «მე ამას ვერ შევძლებ», «მე არ მიმართლებს», მაშინ უკეთესობის იმედი მართლაც ნაკლებად უნდა გქონდეთ. თქვენ ამ სიტყვებით აპროგრამებთ საკუთარ ტვინს და აზროვნების მიმართულებას. ჩანერგეთ თქვენს სიტყვებში და რაც მთავარია აზროვნებაში პოზიტიური სიტყვები. მეცნიერულ დონეზე დამტკიცებულია, რომ ეს ტვინში ახდენს ნეირონული კავშირების ფორმირებას, რაც საბოლოოდ შეცვლის თქვენს ფსიქოლოგიურ განწყობას. ეს ხანგრძლივი, რთული და შრომატევადი სამუშაოა, თუმცა დამერწმუნეთ შედეგი ამად ღირს.

და კიდევ ერთი, დამტკიცებულია იმ ადამიანების ტვინი, ვინც მუდმივად გამოხატავენ ინტერესს რაიმის მიმართ ან ამბიციურები არიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ ეფექტურობას. ჩამოთვლილი თვისებები გვაძლევენ ცხოვრებისადმი ხალისს, გვმატებენ ენერგიას. ცნობისმოყვარე და ამბიციური ადამიანები უფრო დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ ცხოვრებისეულ ენერგიას და სულიერ სიმტკიცეს.