წითელი ჯვარი: შექმნის ისტორია

0
7985

1863 წლის 29 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე წითელი ჯვარი დაარსდა.

ჟენევის კონვენცია შვეიცარელი ჰენრი დუნანტის ძალისხმევით იყო მიღებული. წითელი ჯვარი გახდა პირველი ჰუმანიტარული მისია, რომელიც ეხმარებოდა დაჭრილებსა და სამხედრო ტყვეებს, განურჩევლად რასისა და პოლიტიკური შეხედულებებისა.

ჰენრი დუნანტიბიზნესმენიდან მოწყალების ძმამდე

წითელი ჯვრის შემქმნელის ჰენრი დუნანტის შესახებ ცოტას ლაპარაკობენ, თუმცა ეს ადამიანი იმსახურებს მოხსენიებული იყოს არა მხოლოდ ჟენევის კონვენციის შექმნისა და დამტკიცების გამო, რომელიც დაჭრილთა და სამხედრო ტყვეების დახმარებას გულისხმობს, არამედ გავბედავ ვთქვა.. კანონიზაციას. თუმცა, როგორც ჩანს, მაშინ ასე არ თვლიდნენ.

ქველმოქმედების გმირობა – “ორმხრივი” მოვლენაა და შეიძლება მიმდევრებისგან მოითხოვდეს არა მხოლოდ აღშფოთებას მდევნელებზე და მოწიწებით მოეპყრონ უდანაშაულო მსხვერპლთ, არამედ პირად მსხვერპლს, როგორც ფიზიკურს, ასევე მორალურს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დუნანტის სამახსოვრო ძეგლი მხოლოდ მინსკშია, თუმცა ცოტამ თუ იცის როგორი ვალდებულნი ვართ ამ ადამიანის.

სხვისი უბედურებით გამსჭვალულმა, ათასობით დაჭრილისა და სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და მეომრების მნახველმა, ჰენრი დუნანტმა მისთვის მინიჭებული ნობელის პრემიაც კი წითელი ჯვარს გადასცა, ხოლო პენსია, რომელსაც მას იმპერატნიცა მარია ფედოროვნა აძლევდა, დახარჯა დამატებითი საწოლისათვის მცირეშემოსავლიანი ადამიანთათვის ძალიან მოკრძალებულ მოხუცებულთა სახლში, სადაც ცხოვრების ბოლო წლები თვითონაც გაატარა.

თუმცა, ყველაფრის შესახებ საუბარს თავიდან მივყვეთ სჯობს. ჰენრი დუნანტი (1828 წლის 8 მაისი, ჟენევა – 1910 წლის 30 ოქტომბერი, ჰაიდენი) – უფროსი შვილი ვაჭარი ჟან-ჟაკ დუნანტისა და ანტუანეტე დუნანტ-კოლადონისა. მშობლები ღრმად რელიგიური კალვინისტები იყვნენ, რომლებიც თავის ორ ქალიშვილსა და სამ ვაჟს ქველმოქმედებისა და ახლობლების დახმარების ტრადიციების დაცვის სულისკვეთებით ზრდიდნენ.

ოჯახი საშუალო კლასის ბურჟუაზიას მიეკუთვნებოდა და აქტიური სოციალური ცხოვრებით იყო დაკავებული. ჟან-ჟაკ დუნანტი ჟენევის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და მუშაობდა სოციალურად დაუცველებთან, უფრო სწორედ, ბავშვებთან, რომელთა მშობლები, ან ერთ-ერთი მშობელი ციხეში იჯდა, ან უგზოუკლოდ დაიკარგა, ან საზოგადოებრივად საშიშ ცხოვრების წესს მისდევდა. მისი მეუღლე ანტუანეტა უზრუნველყოფდა საქველმოქმედო დახმარებას ავადმყოფებისთვის და ქალაქის გაჭირვებული მოქალაქეებისთვის. ის ჰენრი კოლადონის, საავადმყოფოს ხელმძღვანელის ქალიშვილი იყო.

შვიდი წლის ასაკში, ჰენრი მამასთან ერთად იწყებს მოგზაურობას ხმელთაშუა ზღვის ფრანგულ პორტ ტულონში, სადაც მამა შვეიცარიის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობას ამოწმებდა ფრანგულ ციხეში. ამ შეიარაღებულ ციხე-სიმაგრეში მოხვედრა მხოლოდ ხიდის გავლით შეიძლებოდა, კედლების სიგანე 5 მეტრი იყო, ხოლო სიგრძე 7 მეტრი. პატიმრები საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ, რამაც ბიჭზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მომავალში, მამამ არაერთხელ წაიყვანა შვილი მსგავს მოგზაურობაში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჰენრი მალე გაიზარდა და იმ დროს ცნობილ რელიგიურ ორგანიზაციას “მაღვიძარა”-ს შეუერთდა. საზოგადოებრივ საქმეებში წარმოუდგენელი ენთუზიაზმით ჩართულობისა და გაკვეთილებისთვის ყურადღების მიუქცევლობის გამო, ჰენრი სკოლის დამამთავრებელი კლასიდან გარიცხეს. თუმცა, ის ამას არასდროს დარდობდა. მან ეკონომიკისა და საბანკო საქმის შესწავლა დაიწყო და თან აგრძელებდა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმეების კეთებას: ეხმარებოდა ღარიბებს, ავადმყოფებს, 21 წლისა კი  მორალურად მხარს უჭერდა პატიმრებს. ამავე ასაკში, 1849 წელს, ის სტაჟიორად ჩაირიცხა ბანკ «Lullin et Sautter»-ში და სამი წლის განმავლობაში იღებდა სპეციალიზებულ განათლებას, რის შემდეგაც იგი ბანკის თანამშრომელი ხდება. თუმცა, კვლავ აგრძელებდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

ჰენრი დონუნტის პოპულარობა ყოველი ახალი საზოგადოებრივი აქტივობის ინიციატივის შემდეგ იზრდებოდა, ხოლო 1852 წლის 30 ნოემბერს, მან დაარსა ქრისტიანული ასოციაცია და დაწერა მისი წესდება. სამი წლის შემდეგ მის იდეას მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა პარიზელებმა.

დუნანტს კარგი საქმიანი ალღო ჰქონდა, ამიტომ 1853 წელს ის მივლინებაში გააგზავნეს, როგორც თავისი კომპანიის წარმომადგენელი ტუნისში, ალჟირსა და სიცილიაში, ასევე სეტიფში – პატარა კუნძულზე, რომელიც საფრანგეთის საჩუქარი იყო შვეიცარიისადმი. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანია საუკეთესო გზით არ ვითარდებოდა, ამიტომ მან ადგილობრივ ხელმძღვანელებს რამდენიმე რაციონალური წინადადება მიაწოდა რეორგანიზაციისთვის, არც თუ ისე ცუდი შედეგები მიიღო და თავის სამუშაოს ღირსელად გაართვა თავი. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი-ინსტრუქცია “წარმომადგენლობა ტუნისში.” წიგნის გამოცემის შემდეგ, მან რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზება მოახერხა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ძირითადი საქმის პრელუდია იყო, რომელიც მას ცხოვრებაში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა აქტივისტმაც კი არ იცოდა.

1856 წელს ალჟირში მან შექმნა კოლონიური ასოციაცია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მონტ-ჟემირას ქარხნების ფინანსურ-ტექნოლოგიურ საზოგადოებად იქცა ალჟირის კუნძულ სეტიფში, შემდეგ იგი ცდილობდა მიეღო ნებართვა, გამოეყენებინა ჩანჩქერი ფქვილის წარმოებისთვის, ასევე დაერთოთ ნება გაეშენებინა ხორბალი. ასევე ის გახდა საფრანგეთის მოქალაქე, რათა მიეღო გრანტი წარმოების განვითარებისთვის. თუმცა ადგილობრივი წარმომადგენლები მერყეობდნენ, მიეცათ მისთვის მიწა იჯარით, დაერთოთ წისქვილის მშენებლობა, თვითონაც არ იცოდნენ ჰქონდათ თუ არა უფლება, მიეცათ ასეთი ნებართვა უცხოეთიდან ჩამოსულისთვის.

მოგონებები სოლფერინოზე: «Tutti — fratelli!»

ერთი წლის ტანჯვის შემდეგ, დუნანტმა გადაწყვიტა, რომ თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, იმდროინდელი იმპერატორის ნაპოლეონ მესამესთვის მიემართა. თუმცა ცოტას თუ ადარდებდა ქარხნები. ნაპოლეონ მესამე იმ დროს ფრანგული ჯარის სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა იტალიაში, სადაც იგი იტალიელთა მოკავშირე იყო ავსტრიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებმაც იტალიის ჩრდილოეთი მიწების დიდი ნაწილი დაიპყრეს.

დუნანტი პატიების წერილს წერს იმპერატორის სახელზე და შტაბში მიდის, რათა პირადად გადაეცა იგი, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორი კოშმარის ნახვა მოუწევდა. 1859 წლის 24 ივლისს ჰენრი ბრძოლის ველზე მიდის, რომელიც სავსე იყო დამახინჯებული გვამებითა და დაჭრილი ჯარისკაცების სისხლიანი სხეულებით, ერთის მხრივ ნაპოლეონის, ხოლო მეორეს მხრივ ავსტრიელთა არმიებიდან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორივე მხარიდან ბრძოლაში მონაწილე 38 ათასი ჯარისკაცი ყველანაირი დახმარების გარეშე იმ ადგილზე იყო მიტოვებული, სადაც შეტაკება გაიმართა. მათ უმეტესობას მისჯილი ჰქონდათ სისხლდენა, წყურვილი და მიღებული მძიმე ჭრილობები.

დუნანტს არ შეეძლო ამ კოშმარისთვის გულგრილად ეყურებინა. მას შეეძლო დაბრუნებულიყო უსაფრთხო ადგილას, მაგრამ.. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ელემენტარული სამედიცინო განათლებაც კი, ავადმყოფებისთვის მოვლის გამოცდილებამ საავადმყოფოში, რომელსაც მეთაურობდა ბაბუა, ხოლო შემდეგ ზრუნავდა დედა და თვითონ, საშუალება მისცა კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი ეპოვა. დუნანტს ასევე შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები ჰქონდა.

ის დახმარებისთვის ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეებს მოუწოდებდა, ძირიზთადად ქალებს, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ მათ, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. აქ პირველად იქნა გამოყენებული სამხედრო ქირურგიისათვის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, დაჭრილების დახარისხება დაზიანების სიმძომის მიხედვით.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მან იპოვა თეთრი ზეწარი, რომელზეც სისხლით წითელი ჯვარი დახატა, გაეხვია ის და იყვირა “ჩვენ ყველანი ძმები ვართ!”. ამის შემდეგ დაიწყო დაჭრილთა ბრძოლის ველიდან გაყვანა, განურჩევლად, თუ რომელი მხარის წარმომადგენელი იყო ჯარისკაცი. მისი სიმამაცით ყველა გაოცებული იყო და არავის უფიქრია სროლა.

დევიზი, “ჩვენ ყველანი ძმები ვართ” ( «Tutti – Fratelli» -! იტალიური) საშუალებას აძლევს გადარჩენის ოპერაციაში ტყვედ აყვანილი ავსტრიელი ექიმებიც ჩაერთულიყვნენ, რადგან ამ ბრძოლაში მხოლოდ 6 ფრანგი მონაწილეობდა.

დაჭრილთა ევაკუაციის მეორე ეტაპზე, მან მოახერხა, რომ მეზობელ ქალაქში მყოფ ყველაზე დიდ ეკლესიაში საველე ჰოსპიტალი გაეკეთებინა, სადაც მან ბრძოლის ველიდან ევაკუირებული  500 მძიმედ დაჭრილი განათავსა. დანარჩენებს მხოლოდ პირველადი დახმარება გაუწიეს. შემდეგში მან კიდევ სხვა საავადმყოფოების გახსნაც მოახერხა. რომელთათვისაც ის თვითონ ყიდულობდა სახვევ მასალასა და მედიკამენტებს.

ნაპოლეონ მესამის გამარჯვება არა მხოლოდ ავსტრიელთათვის იყო დამანგრეელი, არამედ ფრანგებისთვისაც. მასზე შეიძლება ვთქვათ: “კიდევ ერთი გამარჯვება და ჯარი აღარ იქნება!” ჟენევაში დაბრუნებისას დუნანტი დეტალურად აღწერს თავის შთაბეჭდილებებს ბრძოლაზე გრაფინია De Gasparin-ის მიერ მიძღვნილ წერილში, რომელიც მან “ჟენევის ჟურნალში” გამოაქვეყნა, რა თქმა უნდა ხელმოწერის გარეშე.

დუნანტი ცდილობდა თავისი საქმეები ალჟირში გადაეტანა, თუმცა ის ვერ ახერხებდა დაევიწყებინა სამი მძიმე წელი, რომელიც საშინელი იყო. ძილში ის კოშმარებს ხედავდა, ომის სუნი, მოგონებები მომაკვდავთა წამებაზე, სასოწარკვეთა, რომ ვერ შეძლო დახმარებოდა ყველას, მოსვენებას არ აძლევდა. მან გადაწყვიტა წიგნის დაწერა, “მოგონებები სოლფერინოზე”, რომელიც არც თუ ისე დიდი რაოდენობით გამოიცა 1862 წელს, თუმცა დიდი ფურორი მოახდინა.

“კატასტროფულად გვაკლდნენ სპეციალისტები, არა მხოლოდ ექიმები, არამედ საშუალო დონის მედდები და “მომვლელებიც” კი, რომლებსაც შეეძლოთ დაჭრილთათვის ჰოსპიტალში მიეხედათ” – იხსენებდა დუნანტი. – ავსტრიელი ჯარისკაცები ქალაქ ვალეჟდოში ურიკებით მიდიოდნენ, თუმცა მათ გადაადგილებას ხელს უშლიდნენ მსუბუქად დაჭრილი მებრძოლების რიგები, ასევე არტილერიის რეზერვის ჯარისკაცები, რომლებიც იქ მოხვედრას, რაც შეიძლება სწრაფად ცდილობდნენ. სამწუხაროდ ქალაქს არ შეეძლო ყველას მიღება, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. შესასვლელი სავსე იყო ჯარისკაცებით და ურიკებით, რომლებზეც დაჭრილები იწვნენ. მატარებლის სადგურებში კი საშინელება ხდებოდა.

ბარგის ნაწილსა და ყველაზე მძიმედ დაჭრილებს მატარებლით გზავნიდნენ, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი. ღამეები ძალიან მძიმე იყო. ექთნები ახვევდნენ დაჭრილებს მუხლჩაუხრელად, მაგრამ ბევრი იღუპებოდა, იყო ძალიან ბევრი დასისხლიანებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახლი გაწვეული იყო ჯარში: უნგრელები, ბოშები, რუმინელები მიტოვებულნი იყვნენ ბრძოლის ველზე და დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის დენისგან, შიმშილისგან ან დაღლილობისგან გონება დაკარგეს.”

წიგნის ტექსტიდან გამომდინარე, დუნანტმა მოახერხა არა მხოლოდ დიდი რაოდენობის დაჭრილთა დახმარების ორგანიზება, არამედ თავიდან აეცილებინა ფრანგი სამხედროების ცუდი მოპყრობა უნგრელ ტყვეებზე, ფრანგებს ისინი ხორვატები  ეგონათ, რომლებიც ბრძოლის ველზე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. თუმცა ფრანგებმა სახელი სხვა ტყვეებისადმი ჰუმანური მოპყრობით გაითქვეს.

დუნანტმა დიპლომატიურად აღნიშნა, რომ ნაპოლეონ მესამის არმიამ მძიმე პირობებში გაიმარჯვა, მაგრამ მან იმდენად ხატოვნად აღწერდა, რომ მკითხველის თვალწინ, წარმოდგებოდა მისი ჭეშმარიტი სახე: ტკივილი, სისხლი, მტვერი, მწუხარება, სასოწარკვეთა და სიკვდილი. თუმცა ამავე წიგნში, რომელიც დაწერილია უბრალოდ და მარტივად, გასაგები ენით, დუნანტი გვთავაზობდა რაციონალურ გეგმას, ბრძოლაში დაჭრილთა დახმარებისათვის მოხალისეთა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების გამოყენებით.

“ექიმები და ექთნები, რომლებიც ბრძოლის ველზე გადიოდნენ დაჭრილთა დასახმარებლად, არ უნდა შეშინებოდათ თავდასხმის და ტყვედ ჩავარდნის, რათა ნორმალურად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა.” დუნანტმა წიგნის 1600 ეგზემპლარი საკუთარი სახსრებით გამოსცა და გაუგზავნა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, მონარქებსა და სამხედროებს, რის შედეგადაც მოიპოვა მდგომარეობა და  მათი თანაგრძნობა, გარდა ორი პირისა.

Florence Nightingale – დამფუძნებელი პროფესიისა მოწყალების და – ჩათვალა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც დუნანტი სთავაზობდა, მიმართული იყო შეეცვალა სახელმწიფო სამედიცინო სამსახური, რომელიც ვალდებული იყო ეს ეკეთებინა. მეორე უკმაყოფილო შეიარაღებული ძალების მინისტრი ლუი რანდონი იყო, რომელმაც დუნანტის წინადადება მიიღო, როგორც ნაბიჯი ფრანგების წინააღმდეგ. 1862 წლის დეკემბერში დაიბეჭდა წიგნის მეორე გამოცემა, შემდეგ კი მესამე, თარგმნილი ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და შვედურ ენებზე. დუნანტი ასევე მოგზაურობდა მთელს ევროპაში, რათა პირადად გადაეცა წიგნი ადრესატებისათვის.

წითელი ჯვრის შექმნა და მისი ძირითადი პრობლემები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დუნანტის წიგნი ყველა ევროპულ დედაქალაქში განიხილეს. ჟენევის საზოგადოების სახე, იურისტი გუსტავ მოუნერი, გენერალი ჰენრი დუფოური, ასევე ორი ექიმი: ლუის აპია და თეოდორ მონუარა, 1863 წლის 9 თებერვალს ჟენევაში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ორგანიზაციის იდეა, რომელიც დუნანტის წიგნში იყო აღწერილი. დუნანტი გახდა ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი და ჩამოყალიბდა “ხუთთა კომიტეტი.”

პირველ შეხვედრაზე, 1963 წლის 17 თებერვალს, მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ კომიტეტი მუდმივმოქმედი ორგანო გამხდარიყო. პროექტზე მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. წლის ბოლოს ჟენევაში შეიკრიბნენ დელეგატები 16 ქვეყნიდან, მათ ასევე ისაუბრეს იმ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებზე, რომელსაც შემდეგ “წითელი ჯვარი” ეწოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის სიმბოლოს პროტოტიპად შვეიცარიული დროშა უდევს. მისი ძირითადი პრინციპებია ჰუმანურობა, მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა, დამოუკიდებლობა, კეთილშობილება და უნივერსალურობა.

1863 წლის 29 ოქტომბერს, 16 ევროპული ქვეყნის 29 წარმომადგენელი ხელს აწერს “ჟენევის კონვენციას დაჭრილთა ხელშეუხებლობაზე და ვინც დახმარებას გაუწევდა მათ ბრძოლის ველზე, ასევე ჰოსპიტალებზე.”

დუნანტი თავისი ქმნილების განვითარებისთვის იდეების ფორმულირებას ახდენდა: საჭიროა სახედრო ტყვეებისა და პარტიზანების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, აუცილებელია ებრაელებისთვის თავიანთი ქვეყნის მიწყობა პალესტინის ტერიტორიაზე, უნდა შეიქმნას უმაღლესი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო. თუმცა, რეალურად ცხოვრებაში ამ ყველაფრის განხორციელება არც ისე მარტივი იყო.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით, გუსტავ მოუნა მას არ ეთანხმებოდა. ის მთელი ძალით ცდილობდა, რომ “მეოცნების” გავლენა ორგანიზაციაზე შეემცირებინა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით “წითელი ჯვრის” 10 ფილიალი იხსნება. ორგანიზაცია არ ღარიბდებოდა, პირიქით ზრდასა და განვითარებას განაგრძობდა. დადიოდა ხმები, რომ მის შექმნაში მონაწილეობა ყველგანმყოფმა მასონებმაც მიიღეს. თუმცა, როგორც ფრანგული წყაროები იუწყებიან, მასონებს ეს არაფერში სჭირდებოდათ.

ამ დროისთვის, დუნანტის საქმეები ალჟირში ძალიან ცუდად წავიდა: ხორბლის მოსავალი ვერ მიიღეს, სამაგიეროდ იყო გვალვა, უკიდურესად მძიმე ზამთარი, გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, ეს ყველაფერი კი მისი ბიზნესის კრახს იწვევდა. იმავდროულად, “წითელი ჯვრის” წევრად ყოფნის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა იყო. მოუნა კი ცდილობს ესარგებლა ოპონენტის გაბანკროტებით და გაეგდო ის “წითელი ჯვრიდან”. მან ეს მოახერხა კიდეც, დუნანტს ორგანიზაციიდან რიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ მან შექმნა “წითელი ჯვარი”.

ჰენრის ასევე ახალგაზრდული ქრისტიანული ასოციაციიდანაც (Young Men’s Christian Association (YMCA)) რიცხავენ. მიუხედავად ამისა, ვინც კი წაიკითხა მისი წიგნი და მხარს უჭერდა მას, დამფუძნებლად მაინც დუნანტს თვლიდნენ. ნაპოლეონ მესამემ მას ღირსების ორდენი გადასცა, რაც არ ესიამოვნათ დუნანტის მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც ის “წითელი ჯვრიდან” გააგდეს.

დუნანტი ასკეტურად ცხოვრობდა. ამ დროს დაიწყო ავსტრია-პრუსიის ომი და მან თავი ისევ საჭიროდ იგრძნო. ჩართული იყო ადამიანების დახმარებაში, განათავსებდა მათ ჰოსპიტალებში, უვლიდა დაჭრილებს და მოჰყავდა ბრძოლის ველიდან.

1866 წელს ავსტრია-პრუსიის ომის დასრულების შემდეგ, პრუსიის მეფის ვილჰელმ I-ის მეუღლე დუნანტს გამარჯვების აღსანიშნავად მიძღვნილ საღამოზე პატიჟებს. აღლუმზე დუნანტმა შეამჩნია, რომ პრუსიის ნაციონალური დროშის გვერდზე წითელი ჯვრის თეთრი დროშა ფრიალებდა. 1870-1871 წლებში მიმდინარეობდა საფრანგეთ-პრუსიის ომი, შემდეგ კი პარიზული კომუნა. დუნანტს კვლავ გამოჰყავდა დაშავებულები ბრძოლის ველიდან, ყველასთან ქადაგებდა თავის იდეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ეროვნებისა. 1874 წელს დუნანტი იბრძვის მონათვაჭრობის შეწყვეტისა და მსოფლიო ბიბლიოთეკის შექმნისთვის.

საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ის ისევე მიზანდასახულია, როგორც შევარდენი. დუნანი, ყველასგან მივიწყებული, ფაქტობრივად გაკოტრებული, მხოლოდ ნათესავებისგან მიღებული მცირე თანხებით ევროპაში მოგზაურობდა. შემდეგ ის დასახლდა მოხუცებულთა მოკრძალებულ სახლში ჰეიდენში, სადაც მისი შენახვის თანხებს ნათესავები იხდიდნენ.

10 წლის შემდეგ ის კვლავ გაიხსენეს. ჰეიდენში იგი შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და მისგან დეტალური ინტერვიუ აიღო, რომელიც ასობით ჟურნალმა გადაბეჭდა მთელს ევროპაში. მას შემდეგ რაც რუსეთის იმდროინდელმა იმპერატრიცამ, მარია ფედოროვნამ დუნანტის მდგომარეობის შესახებ გაიგო, მას პენსია დაუნიშნა. 1901 წელს დუნანტი ნობელის პრემიის ლაურიატი გახდა. თუმცა, მთლიანი ფული მან შვეიცარიისა და ნორვეგიის წითელ ჯვარს გადასცა, თავისთვის კი მხოლოდ მინიმალური თანხა დაიტოვა.

1910 წლის 30 ოქტომბერს დუნანტი გარდაიცვალა. ამ მომენტისათვის, წითელ ჯვარში გაერთიანებული იყო 40 საერთაშორისო შემომწირავი ორგანიზაცია.

 

SHARE