კრიმინალური ავტორიტეტები პენსიაზე

0
3414

რას საქმიანობენ სამშვიდობოს გასული ცნობილი კრიმინალები

ამბობენ, რომ მაფია ცოცხალს არავის არ ტოვებს, მაგრამ ეს ასე არ არის. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ ლეგენდარული კოლუმბიელი კილერი პაპაი, თავის დროზე 300 ადამიანის მკვლელი, მშვიდად ცხოვრობს თავის ქალაქში და არავინ არ ეხება. სხვა სამშვიდობოს გასული, კრიმინალური სამყაროს მეთაურები კიდევ უფრო უკეთესად მოეწყვნენ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას საქმიანობენ ისინი “პენსიაზე”.

სახიფათო წარსული

მარკო სკინერი დიდ ბრიტანეთში 1993 წელს ჩამოვიდა, გახსნა არც თუ ისე დიდი კომპანია, რომლის ფუნქციაც მნიშვნელოვანი პერსონების გადაყვანა იყო და სადაც თავად მუშაობდა მძღოლად. სახელოვანი კლიენტები მას საუკეთესო რეკომენდაციებს უწევდნენ, ხოლო გარშემო მყოფნი ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ჩუმ მეზობელს სისხლიანი საიდუმლო ჰქონდა.

იტალიაში სკინერს საშიშ ბოროტმოქმედად თვლიან და სხვა სახელით იცნობენ: დომენიკო რენკადორე. ინგლისში გადასვლამდე ის სიცილიური მაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

კრიმინალური კარიერა მას შთამომავლობით ერგო. ახალგაზრდობაში მას პატიოსნად ცხოვრება სურდა და ადგილობრივ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლადაც კი მოეწყო, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. მამამისმა, რომელიც მართავდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ კავშირს მშობლიურ ქალაქში, გადაწყვიტა საკუთარი გავლენის გაძლიერება და შექმნა კავშირები კორლეონეს კლანთან.  მალევე მას შვილის დახმარება დასჭირდა და დომენიკოს სკოლიდან წამოსვლა მოუწია, რათა აეთვისებინა ოჯახური საქმიანობა. ის დაკავდა ნარკობიზნესითა და გამოძალვით, ხოლო ფიზკულტურის მასწავლებლობის სამახსოვროდ სულელური მეტსახელი „პროფესორი“ შემორჩა.

იტალიის სასამართლომ რენკადორე დაუსწრებლად გაასამართლა, მაფიასთან კავშირის გამო. 2013 წლის აგვისტოში, პოლიციამ მას ლონდონის ქალაქგარეთ მდებარე სახლში მიაკითხა. მან უკანა შესასვლელიდან გაქცევა სცადა, თუმცა ყველა გზა გადაკეტილი დახვდა.

პენსიონერს ეშინოდა, რომ იტალიაში მას მოკლავდნენ, თუმცაღა გადარჩა. სამოქალაქო სასამართლო საქმე ექსტრადიციის შესახებ გაიწელა რამოდენიმე წელი და დამთავრდა არაფრით: იტალიაში ვადა გაუვიდა მის დანაშაულებვრივობის ხანგრძლივობას.

უდიდესი კომბინატორი

ფრენკ აბიგნეილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პროფესიონალი მატყუარა იყო. თავისი პირველი დანაშაული მან შუა სამოციან წლებში ჩაიდინა, როცა ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო. 16 წლის ფრენკი მოგზაურობდა ამერიკის ბანკებში, ხსნიდა საბანკო ანგარიშებს უცხო სახელებით და ართმევდა მათ ფულს იმ დრომდე, სანამ თანამშრომლები რაიმე უწესრიგობას არ შენიშნავდნენ. ეს ცნობილი სათაღლითო ტრიუკია, თუმცა მან ის სრულყოფილებამდე მიიყვანა და ვერც ერთხელ ვერ მიუხვდნენ.

ერთხელ აბიგნეილმა შეამჩნია სეიფი, სადაც მალავენ ჩანთებს, ავიაკომპანიის დღიური მოგებით. თაღლითმა დაკიდა მასზე წარწერა: „არ მუშაობს. გთხოვთ თანხა გადასცეთ მორიგე დაცვას.“, როდესაც ფული მოიტანეს ის უკვე ელოდებოდა მათ შესაბამის ფორმაში. დამჯერე მოსამსახურეებმა ვერაფერი საეჭვო ვერ შენიშნეს და მთელი ფული მას გადასცეს.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აბიგნეილმა, მხოლოდ გაყალბებული საბანკო ჩეკებით გამოიმუშავა 2 მილიონ დოლარზე მეტი. ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ჯერ 21 წელიც კი არ შესრულებოდა თავს პილოტად, ექიმად, იურისტად, კოლეჯის პროფესორადაც ასაღებდა და მისი სჯეროდათ. თუკი ისტორია გეცნოთ, საქმე იმაშია, რომ 2002 წელს მისი საქმიანობების ეკრანიზაცია სტივენ სპილბერგმა მოახდინა ფილმ “Catch me if you can” – ით, ფრენკის როლში ლეონარდო დი კაპრიო მოგვევლინა.

მაშინვე არა, მაგრამ შეუდარებელი თაღლითი მაინც დაიჭირეს. აბიგნეილს 12 წელი მიუსაჯეს, თუმცაღა ის გამოვიდა ციხიდან და იქ მისჯილი ვადის მხოლოდ მესამედი გაატარა.

განთავისუფლებულმა აბიგნეილმა თავის კრიმინალურ ნიჭს ლეგალური გამოყენება მოუძებნა: ის ასწავლიდა ბანკის თანამშრომლებს თუ როგორ არ უნდა გაეხვნენ ტყუილში. მოგვიანებით დაარსა კომპანია Abagnale&Associates, სპეციალიზირებული თაღლითობისგან დასაცავად. დღეს მისი ქონება 10 მილიონ დოლარად ფასდება.

სისწრაფის წყურვილი

ამერიკელი ჯორჯია დიურანგე 12 წლიდან მოდელად მუშაობდა და მალევე მიაღწია წარმატებას. 1967 წელს როდესაც ის 17 წლის იყო გახდა ისეთი ფოტო-გიგანტის სახე როგორიცაა Kodak-ი. მისი სრული ზომის პორტრეტი მყიდველთ ესალმებოდა, კომპანიის 80 – ათასი მაღაზიიდან. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელად შემობრუნდა.

ჯორჯია აღმოჩნდა ურთიერთსროლის მოწმე, რომელიც მოხდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. კლუბის მეპატრონე იცნობდა მის ქმარს, როდესაც ხალხი გაიფანტა, მან ჯორჯიას მანქანის გასაღები გადაუგდო და სთხოვა, რომ საავადმყოფოში წაეყვანა დაჭრილი და გამქრალიყო იქედან პოლიციის მისვლამდე.

ყველა გაოცდა, იმით თუ, როგორ მარჯვედ გაართვა ჯორჯიამ დავალებას თავი. დაიწყეს მისთვის სხვა საეჭვო საქმიანობების დავალება. ის ქალაქში არალეგალურ ტვირთს დაატარებდა, შემდეგ კი დაიწყო ქურდების დახმარება, მათი სწრაფად მოშორება დანაშაულის ადგილიდან და გამოკიდებული ეკიპაჟების ჩამოშორება.

როდესაც ნიუ-იორკის ბანდებს შორის დაიწყო გავლენაზე ბრძოლა, გოგონა მიხვდა რომ დროა კრიმინალურ სამყაროს ჩამოშორებოდა. მომდევნო კრიმინალური გარჩევის შემდეგ, მან მოჰკიდა თავის შვიდი წლის ასულს ხელი და კალიფორნიაში გაიქცა.

ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე საპირისპირო კუთხეში გადასულს, ყოფილ მოდელს  ახალი სამსახური დასჭირდა. ჯორჯია ატარებდა მანქანებს სატელევიზიო რეკლამაში: აქ იშვიათად აჩვენებენ მძღოლის სახეს, ასე რომ შეეძლო ამოცნობის არ შეშინებოდა. გახდა კასკადიორი, შემდეგ კი დაარსა საკუთარი კომპანია, რომელმაც დადგა საავტომობილო ტრიუკები ჰოლივუდის ასობით ცნობილ ფილმში.

ატომური სტვენა

ფრენკ აბიგნეილისგან განსხვავებით, კევინ მიტნიკი არ იპარავდა მილიონობით დოლარებს, მაგრამ მისი ბევრად ეშინოდათ, როდესაც ის ციხეში მოხვდა, კევინი ჩასვეს ერთ კაციან საკანში და ტელეფონთანაც კი არ უშვებდნენ. მცველებს სერიოზულად ეშინოდათ, რომ ცნობილ ჰაკერს პენტაგონის გამომთვლელ ცენტრთან კავშირი კომპიუტერის გარეშეც შეეძლო და ერთი სტვენით გასცემდა ატომური რაკეტების გაშვების ბრძანებას.

მისი მთავარი იარაღი ყოველთვის იყო შესანიშნავი ნიჭი, მარტივად მოეპოვებინა უცხო ხალხის ნდობა. 12 წლის მიტნიკმა ავტობუსის მძღოლი დაარწმუნა დახმარებოდა მას ბილეთების დასამზადებელი მოწყობილობის შექმნაში. მისი მოპოვებით, მოზარდმა დაიწყო ბილეთების ბეჭდვა და მას შემდეგ უფასოდ მგზავრობდა.

1979 წელს, როდესაც ის 16 წლის იყო, გატეხა ცნობილი კომპიუტერული კომპანიის Digital Equipment Corporation – ის ქსელი. შეჭრა შეამჩნიეს და მას მიაკითხა პოლიციამ. შემდეგი წელი მან ციხეში გაატარა. განთავისუფლების შემდეგ ჰალერმა ისევ ძველ საქმიანობას მიჰყო ხელი. მიტნიკი ტეხდა ათასობით მსხვილი კომპანიების სერვერებს, განურჩევლად იწერდა საიდუმლო ინფორმაციებს და ამერიკის ანტი-საჰაერო თავდაცვის ქსელშიც კი შეძლო შესვლა. ცივი ომი ღვივდებოდა და ასეთი რამ მას არ უნდა შერჩენოდა.

დიდი ხნის განმავლობაში მიტნიკს გამოსდიოდა დამალვოდა სპეც-სამსახურებს, მაგრამ 1995 წელს ის მაინც აიყვანეს. 5 წლის შემდეგ, როდესაც ჰაკერი განთავისუფლდა, სასამართლომ ჩამოართვა მას კომპიუტერის, მობილური ტელეფონის გამოყენების უფლებაც კი. ამის მიუხედავად მიტნიკმა შეძლო თავისი დიდება ბიზნესად ექცია: ის ახლა წამყვანი კონსულტანტია ინფორმაციული უსაფრთხოების განხრით და თვითონ განიცდის ჰაკერთა შემოტევებს, რომლებიც პერიოდულად ტეხენ მისი ფირმის საიტს. „ეს რა თქმა უნდა სირცხვილია – აღიარა მან ჟურნალისტებთან, მომდევნო ინციდენტის შემდეგ. – მაგრამ საბედნიეროდ მე საიტზე კონფიდეციალურ მონაცემებს არ ვინახავ, ასე რომ საქმე არც ისე სერიოუზლადაა.“

ჰეროინის საფლავები

1946 წელს ფრენკ ლუკასი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. შავკანიან ახალგაზრდას ურჩიეს ლიფტიორად ან შვეიცარად მოწყობილიყო, მაგრამ იგი მალევე მიხვდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ჩიხი იქნებოდა. არც ერთი კანონიერი გზა, რომელიც ხალხში მოიძებნებოდა გასამდიდრებლად, ამ ქალაქში არ იყო. ყოველ შემთხვევაში მისთვის არა.

დარჩა მხოლოდ არაკანონიერი. თავიდან ლუკასმა მოიპოვა იარაღი და გაძარცვა ბარი. ეს მისი პირველი დანაშუალი იყო. ამის შემდეგ ის თავს დაესხა იუველირულ მაღაზიას და წაიღო ბრილიანტების მთელი დასტა. შემდგომ კი ახალგაზრდა ადამიანმა იპოვა ადგილი, სადაც დიდ ფულზე თამაშობდნენ, მივიდა იარაღით და „გაასუფთავა“ ყველა იქ მყოფის ჯიბე.

ამას არ შეიძლებოდა არ მიექცია ნოი-იორკის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერის ყურადღება. ლუკასით დაინტერესდა ელსვორტ ჯონსონი, მეტსახელად ბამპი, ჰარლემის ბანდის მეთაური, რომელიც აკონტროლებდა აკრძალული აზარტული თამაშების „სახლებს“. მან აიყვანა გამოუცდელი ახალგაზრდა და მალე ლუკასი მისი მარჯვენა ხელი გახდა.

ჯონსონის სიკვდილის შემდეგ 1969 წელს მის მფლობელობაში შეიჭრნენ სხვა განგსტერები. ჰეროინით ვაჭრობის მონოპოლიზაცია იტალიელებმა მოახდინეს და ლუკასი მიხვდა, რომ თუ არ გადაჭრიდა ამ პრობლემას დარჩებოდა „ჰარლემის“ გარეშე. გადაწყვიტა გაერისკა: იყიდა ბილეთი ტაილანდის მიმართულებით, გაემგზავრა ჯუნგლებში, ბირმისა და ლაოსის საზღვრებთან და იპოვა ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაცია. მათი მეპატრონე დათანხმდა გაეყიდა ოპიუმი 10 ჯერ უფრო იაფად, ვიდრე ითხოვდნენ შუამავლები შტატებში.

ლუკასმა დაიწყო სახიფათო „შავი“ საქმიანობა. ჰეროინი ამერიკაში გადაჰქონდათ კუბოთი, ვიეტნამში გარდაცვლილი ჯარისკაცების სხეულებთან ერთად (განგსტერმა იცოდა, რომ მათ შემოწმებას არავინ დაიწყებდა). ერთი პერიოდი ნარკო-ბიზნესს მისთვის დღეში მილიონი დოლარი მოჰქონდა, მაგრამ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. 1975 წელს ლუკასი დაიჭირეს და მიუსაჯეს 70 წლიანი პატიმრობა. ციხეში მოეწყო ის არანაკლებ კარგად ვიდრე თავის „ჰარლემში“ და ორ წელიწადში დახმარება გასწია ას ადამიანზე მეტის ციხეში ჩასასმელად, რომლებიც ნარკო-ბიზნესში იყვნენ ჩართულნი.

1991 წელს ლუკასი გაანთავისუფლეს. ოცნების ასრულება და დონალდ ტრამპზე მეტი სიმდიდრის მოხვეჭა არ გამოვიდა, თუმცა სიღარიბე მას ნამდვილად არ ემუქრება. პოლიცამ ჯერაც ვერ შეძლო იმ ხუთ მილიონამდე მიღწევა, რომელიც ლუკასმა გადამალა შტატებს გარეთ ანგარიშებზე. ასეთი ფულით ჰეროინიც არაა საჭირო.