ახალი ილუმინატები

0
4090

ილუმინატები (ლათ. illuminati — „განათლებულნი“) —ესაა სახელწოდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა სხვადასხვა ოკულტურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებს. ტერმინიილუმინატებიგამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 1776 წელს დააარსა განმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა. დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება შეთქმულების თეორიაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაშეთქმულების თეორიის მოყვარულები დაფარული ნიშნებისა და წინასწარმეტყველების გარემოცვაში არიან. მათი აზრით, სამყაროს საიდუმლო მთავრობა მართავს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებისგან შედგება.

ბილდერბერგის შეთქმულები

ყოველ წელს, დაახლოებით 130 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი საიდუმლო ორგანიზაცია ბილდერბერგის ჯგუფის დახურულ შეხვედრაზე იკრიბება. არავინ არ იცის რის შესახებ საუბრობენ ეს ადამიანები. მსხვილ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც კრებაზე ყოფილან მიწვეულნი არასდროს უთქვამთ, თუ რა ხდებოდა კარს მიღმა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურება. 1954 წელს პირველი შეხვედრის ჩატარების შემდეგ, შეთქმულების თეორეტიკოსებს მტკიცედ სჯერათ, რომ ეს ორგანიზაცია და ის მსოფლიო მთავრობაა, რომელსაც დიდი ხანია ეძებენ. ბილდერბერგის კლუბში როკფელერების ოჯახის, რამდენიმე წარმომადგენლის მონაწილეობა ნიშნავს, რომ ისინი საიდუმლო ილუმინატები და გეგმის შემსრულებლები არიან, რაც აღწერილია ცნობილ ნაშრომში “სიონის ბრძენთა ოქმი”, რომელის მიხედვითაც  ებრაელ სულიერ ლიდერებს ახალი მსოფლიოს მოწყობის წესების შექმნა შეუძლიათ.

შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ორგანიზაციის წევრები ნამდვილად ახდენენ გავლენას პლანეტის ბედზე: შეთანხმდნენ, თუ როდის დაიწყებოდა ახალი მსოფლიო კრიზისი, როგორ შემცირდეს დედამიწის მოსახლეობის 80% და დაუყოვნებლივ განახორციელონ გეგმები რეალურ ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, ბილდერბერგის კლუბის შეხვედრა სათანადოდ უნდა შევაფასოთ, თუმცა რეალურად საეჭვოა, რომ დახურულ კარს მიღმა გლობალური ელიტის წარმომადგენლები ტვინების შტურმს ატარებდნენ, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ აისახება მსოფლიო პოლიტიკაში. უბრალოდ, ასეთი შეხვედრები საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, ურთიერთობისათვის საქმიან ადამიანებთან არაფორმალურ გარემოში.

როგორც ჟურნალ Time-ის მიმომხილველი და “შეთქმულების თეორიები”-ს წიგნის ავტორი დევიდ აარონოვიჩი წერს, შეხვედრა წარმოადგენს “სადღესასწაულო ვახშამს მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანებისთვის”, რომელზეც მათ შეუძლიათ სრულიად დაისვენონ, თუმცა შეთქმულების თეორეტიკოსებს ეს არ ამშვიდებთ და პირიქით უფრო უჩენთ ეჭვს მსოფლიო მთავრობის არსებობაზე.

საიდუმლო გზავნილი

თუ ბილდერბერგის კლუბი მსოფლიო მთავრობაა, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი ბეჭდვითი ორგანო. შეთქმულების თეორეტიკოსების აზრით, ეს ცნობილი და პატივსაცემი გამოცემა The Economist-ია, რადგან მისი თითქმის მთელი აქციები ამ ორგანიზაციის წევრებს ეკუთვნით. კიდევ უფრო ბოროტად გამოიყურება ის, რომ A კატეგორიის აქციების 70%-ს როტშილდების კლანი ფლობს, ეს უკანასკნელნი კი თეორეტიკოსების აზრით მუდმივად კონკურენციას უწევენ როკფელერებს მსოფლიოს ბატონობისთვის ბრძოლაში.

საიდუმლოების მოყვარულები იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას The Economist-ის შინაარსს, 2015 წლიდან, ისინი უფრო მეტად იკავებენ გალამაზებული საახალწლო ჟურნალების ყდებს, რომლის მეშვეობითაც გლობალური ელიტები თითქოს სამყაროს დაშიფრულ გზავნილს გადასცემენ. შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამ კოლაჟებში ხედავენ შემდგომი წლის გეგმას “მსოფლიო კულისებს მიღმა”.

მასობრივი ისტერია გზავნილის “მსოფლიო კულისებს მიღმა”-ს შესახებ კონსპიროლოგიურ საიტ Vigilant Citizen-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ  დაიწყო. მისმა ავტორმა The Economist-ის ჟურნალის ყდაზე დაინახა სიტყვები “მსოფლიო 2015 წელს”, ბირთვული სოკოს გამოსახულება, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის სიმბოლო, სახელმწიფო ლიდერების სახეები და მიხვდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა არ იყო.

რას ნიშნავს, ორსახოვანი დედამიწა, სხვა და სხვა მხარეს მიპყრობილი მზერით? რა თქმა უნდა, აქ საუბარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე. ნახატი, “ჰამელინის ვირთხმჭერი”, რომელმაც ლეგენდის მიხედვით გერმანული ქალაქიდან ყველა ბავშვი ჯადოსნურ სალამურზე დაკვრით გაიყვანა, მინიშნებაა გლობალურ ეპიდემიაზე ან კატასტროფაზე. ან რას ნიშნავს ნახატი დაბნეული ბიჭისა, სათამაშო თვითმფრინავით ხელში, რომლის გვერდითაც გამოსახულია სამაგიდო თამაში სახელწოდებით “პანიკა”? როტშილდები აპირებენ მოაწყონ მომდევნო ფინანსური კრიზისი. სუმოს მოჭიდავეს გვერდით მდგომი კუნთოვანი პანდა, რომელსაც ხელში დიდი ელემენტი უჭირავს “პლუს” და “მინუს” ნიშნით? ჩინეთი იკრებს ძალებს, ხოლო ელემენტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ძალების გადაცემას სიმბოლირებს. მოჩვენება, რომელიც ჟურნალ “Holiday”-ის კითხულობს? ღარიბებს უნდა აჩვენოს, რომ დასასვენებლად მათ მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში შეუძლიათ წავიდნენ. და ასე შემდეგ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეთქმულები ჟურნალს კითხულობნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შიშები შესაძლოა გაფანტულიყო, The Economist-ის ყდაზე ხომ მხოლოდ საახალწლო ნომრის, სტატიის, თემების სურათები იყო გამოსახული. YourNewsWire.com-ის საიტის ავტორს არ დაეზარა დაერეკა ჟურნალის რედაქციაში და გაეგო, თუ რა ხდებოდა. მის კითხვებს ჟურნალის რედაქტორმა დანიელ ფრანკლინმა უპასუხა.

ორსახოვანი უკმაყოფილო მსოფლიო

სტატია მსოფლიოში ნაციონალიზმის ზრდაზეა. ეს ლიდერებსა და პოპულისტებს შორის საერთაშორისო კონფლიქტით შეიძლება დამთავრდეს, ამიტომაც არის ორი სახე, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით იყურებიან.

ჰამელინის ვირთხმჭერი

ეხება სტატიას, თუ როგორ გაანადგურეს ყველა ვირთხა წმინდა გიორგის კუნძულზე. მღრღნელები XX საუკუნეში ვეშაპმჭერი გემებით შეიყვანეს, ისინი საფრთხეს უქმნიდნენ კუნძულის ეკოსისტემას.

ბიჭი თვითმფრინავით და თამაშიპანიკა

მასალაა სახელმწიფო რეგულაციებზე თვითმფრინავების რეისებთან დაკავშირებით. თამაში “პანიკა” ასახავს სტატიას, თუ როგორ შეიძლება გამოიმუშავო ფინანსური კრიზისით.

დაკუნთული პანდა და სუმოისტი ელემენტით

პანდაში ნამდვილად იგულისხმება ჩინეთი, რომელიც ძალებს იკრებს, სწორედ ამ თემას ეხება მასალა ნომერში. სუმოისტის ხელში ელემენტი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ჟურნალში გამოქვეყნებულია სტატია ყველაზე ტევად ელემენტზე, რომელიც იაპონიაშია წარმოებული. ის ჭარბი ელექტროენერგიის შესანახად გამოიყენება, რომელიც ქარისა და მზის ელემენტების დახმარებითაა მიღებული.

მოჩვენება, რომელიც ჟურნალ “Holiday” – კითხულობს

ილუსტრაცია სტატიიდან მობილური მოწყობილობების პრედიქტიურ პროგრამირებაზე. მაგალითად, დასასვენებლად წასვლის წინ, ტელეფონი უკვე ივარაუდებს თავისი მფლობელის განზრახვას და შესთავაზებს მას სასარგებლო ინფორმაციას. ეს შესაძლებლობა ცოტა საშიშად გამოიყურება: სხვა რა შეიძლება გაიგოს თავის მფლობელზე მობილურმა მოწყობილობამ? ამიტომაც არის მოჩვენება.

ბანქო იტყვის ყველაფერს

რა თქმა უნდა, ამან არ გააჩერა სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალის გარეკანი როტშილდრბისა და ბილდერბერგის კლუბის წინასწარმეტყველებაა შემფეგ წელიწადზე. ინფორმაცია გავრცელდა კონსპიროლოგიური ბლოგით, საიდანაც შემდეგ მედიაში გავრცელდა.

გამომცემლობები იწვევდნენ ექსპერტებს, რომელთაგან, თითოეული მათგანი განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა “საიდუმლო სიმბოლოების” შესახებ. ასტროლოგები, ჯადოქრები და ექსტრასენსები ადასტურებდნენ შეთქმულების ნიშნებს და პოულობდნენ უფრო მეტ შემაშინებელ ახსნებს საიდუმლო “წინასწარმეტყველებებში”. ეს თემა ერთი წლის შემდეგაც არ დაავიწყდათ. შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი (ყველაზე თვალსაჩინო) პროგნოზი, რომელიც გაკეთებული იყო The Economist-ის გარეკანის მიხედვით, ასრულდა, დანარჩენები კი არა. მსოფლიო ხელმძღვანელობა შეიძლება ძლიერია, თუმცა არა ყოვლისშემძლე. ყველას შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნები, ესე იგი შემდეგი “პროგნოზი სურათებში” უფრო დიდი სერიოზულობით უნდა იყოს მიღებული.

დიდი აჟიოტაჟი იყო შემდეგი საახალწლო ნომრის გარეკანის შესახებ. 2017 წლისთვის რედაქციამ კონსპირატოლოგებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა. გარეკანზე სტატიის თემები Tapo-ს ბანქოს საშუალებით იყო ილუსტრირებული. The Economist-მა მიზანში მოარტყა, ხოლო მკითხავები და წინასწარმეტყველები კი კომენტარებს ავრცელებდნენ.

პოლ მაკარტნის სიკვდილი

The Economist-ის გარეკანის შესახებ ისტორიებმა მასობრივი ხასიათი მიღო, მიუხედავად იმისა, რომ კონსპეროლოგები დიდი ხანია დაკავებულნი არიან მკითხაობით მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე. ილუმინატები ყველგან არიან, – თუ შევხედავთ ჟურნალ Time-ის გარეკანს, არ არის რთული შევნიშნოთ, თუ რამდენად ხშირად ჩნდებიან მასზე ხალხი, რომლებსაც ცალი თვალი დახუჭული აქვთ. თვალი ხომ ამ ორდენის სიმბოლოა! არ არის მნიშვნელოვანი, რომ ილუმინატი – საიდუმლო საზოგადოება, რომლის მონაწილენიც დაიბადნენ ეპოქის განმანათლებლობის იდეის გასავრცელებლად – 10 წელზე მეტ ხანს არსებობდა XVIII საუკუნეში.

სურვილის შემთხვევაში, დაშიფრული გზანვილის პოვნა The Beatles-ის ალბომის Abbey Road-ის გარეკანზეც შეიძლება, რომელზეც გამოსახულია ჯგუფის წევრები, გზაზე გადასვლის პროცესში. ცნობილი კონსპიროლოგიური თეორიის მიხედვით, ერთ-ერთი “Beatles” – პოლ მაკარტნი – ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ფოტოგრაფმა დაბეჭდა მისი ბუტაფორიებით გამართული, უსულო სხეული,.

ამას ადასტურებს მრავალი ნიშანი. ჯონ ლენონი თეთრ კოსტუმში ასრულებს მღვდლის როლს, რინგო სტარი შავებში მომტირალს, ხოლო ჯონ ჰარისონი კი მესაფლავეს. მაკარტნის სიგარეტი მარჯვენა ხელში აქვს, თუმცა ის ცაციაა. შორიახლოს მდგომი შავი პოლიციის ავტომობილი პოლიციის სიმბოლოა, რომელმაც ყველაფერი იცის, თუმცა ჩუმადაა. და რა არის ეს მუქი ფერის ლაქა გზაზე პოლთან ახლოს? ხომ არა სისხლი? ღირს კი ფიქრი რომელიმე მსოფლიო მთავრობაზე, როცა დღემდე ამოუხსნელია XX საუკუნის ასეთი ბოროტი საიდუმლო.