ოჯახი, რომელიც ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად

0
3219

ავსტრალია ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა მნახველთათვის. საცხოვრებლად იქ გადასვლა სრულიად რეალურია, თუ იცით ინგლისური და ფლობთ მოთხოვნად პროფესიას. Prime.ge მოგითხრობთ ამბავს წყვილზე, რომელიც სიდნეიში გადავიდა საცხოვრებლად.

მუშაობა და მეთვალყურეობა

მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე “მიკროელექტრონიკის” მიმართულებით. ჩემს მშობლიურ ქალაქს ჭიათურას დისფუნქციური შეიძლება ვუწოდოთ: იქ მუშათა ოჯახები ცხოვრობდა. რთული იყო გეყურებინა, თუ როგორ დეგრადირდებოდნენ ახალგაზრდები, მაგალითად ჩემი სკოლის მეგობრები, ამიტომ სრულწლოვანებამდეც მსურდა, რომ წავსულიყავი.

უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, გავემგზავრე ინგლისში, რათა შემესწავლა ენა. ძალიან მომეწონა საზღვარგარეთ, ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა სამსახური, რომელიც საშუალებას მომცემდა, სულ თუ ვერ მოვახერხებდი საცხოვრებლად წასვლას, ხშირად მაინც მევლო მივლინებებში.

სამსახური დავიწყე ისეთ კომპანიაში, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გადიოდა: აშშ, ევროპა, აზია. ამ კომპანიაში წარმატებულად ვიმუშავე 4 წლის განმავლობაში და ვიმყოფებოდი 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, რამდენჯერმე ავსტრალიაში. მიუხედავად იმისა, რომ ვეძებდი ახალ ქვეყანას საცხოვრებლად, მშობლიურ რაიონში დაბრუნება ყოველ ჯერზე უფრო რთული ხდებოდა. საბოლოოდ, ავსტრალიის არჩევა გადავწყვიტე: იქ სიმწვანეა, სასიამოვნო გარემო და საინტერესო ხალხი.

ინგლისური არ არის საჭირო

ავსტრალიაში გადასვლამდე ნახევარი წელი დუბაიში ვმუშაობდი. იქ კარგი სამსახური მქონდა, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საჭიროა განვითარდე. პირველ რიგში, კლიმატი იქ საშინელი იყო. ტემპერატურა + 50 °C-მდე იწევს. მეორე, მე ვერ შევძელი მეცხოვრა მუსლიმანური წესების მიხედვით. მაგალითად, თვითმფრინავის აფრენამდე აუცილებელია ლოცვა. მე როგორც ინჟინერს მესმის, თუ როგორ მუშაობს ეს: ლოცვით შორს ნამდვილად ვერ გაფრინდები. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რამდენი ხანიც არ უნდა იმუშავო ემირატებში, მოქალაქე მაინც ვერ გახდები. რამდენადაც მე ვიცი, აქ ბინის ყიდვაც კი არ შეგიძლია, მხოლოდ გრძელვადიანი იჯარის აღება, 50 წლით.

იმისათვის, რომ იცხოვრო ავსტრალიაში, საჭიროა იცოდე ინგლისური მაღალ დონეზე და ფლობდე აქტუალურ პროფესიას, ან ქვეყნის ეკონომიკაში ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტირება გააკეთო. მე ენასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობდი, ზოგადი ცოდნა დაბალი მქონდა, რადგან კომუნიკაცია უფრო მეტად სამსახურის საკითხებთან დაკავშირებით მქონდა. ამიტომ, მე გამოვიყენე მესამე გზა, სამუშაო ვიზა, რომელიც შემდეგ მუდმივად შეიძლება გადაიქცეს.

ჯერ კიდევ დუბაიში ყოფნისას, მე მივწერე ნაცნობ დისტრიბუტორს, რომელიც მოკლე სამუშაო ვიზის მიღებაში დამეხმარა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ცოლთან ერთად გადავედი ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენში, სადაც ორი წელი ვცხოვრობდით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემს დამსაქმებელს არ შეეძლო მოეცა მუდმივი ვიზა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ ღია წყლებში, თუმცა მაინც მოგვიხდა გვესწავლა ინგლისური და ჩაგვებარებინა გამოცდა. 8 თვის განმავლობაში ვცდილობდი გამოცდის ჩაბარებას, მაგრამ ისევ და ისევ ვიჭრებოდი.  ხოლო შემდეგ ყველაფერი გამოგვივიდა, ზუსტად 6 თვის წინ ჩვენ მივიღეთ ვიზა და გავხდით ავსტრალიის მოქალაქენი.

ფინანსური გეგმები

ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სიდნეის გარეუბანში, სადაც მე ვმუშაობ. კვლავ ჩართული ვარ ფინანსების სფეროში, თუმცა ახლა განვითარების დეპარტამენტში. კომპანია ფარავს ჩემი გადაადგილების ხარჯებს – მაძლევს სამუშაო მანქანას, მობიულურ ტელეფონს და ნოუთბუქს.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა უმეტესობა ვიზიტორებია. როცა ხალხი გებულობს, რომ მე საქართველოდან ვარ ღიმილით მეუბნებიან: “შესანიშნავია, ესე იგი, შენ ყველაფერს სწორად აკეთებ.”

საქმისთვის, რომელსაც ახლა ვაკეთებ, საქართველოში 100$-ზე მეტს არ გადამიხდიდნენ თვეში, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გამიმართლებდა. აქ კი ეს მინიმუმია, მხოლოდ დასაწყისი. ხელფასი წელიწადში დაახლოებით 85 000 ავსტრალიური დოლარია (61 ათასი ამერიკული დოლარი), რომელიც სრულიად საკმარისია შეინახო ოჯახი, რომელიც 4 წევრისგან შედგება.

ბინის ქირისთვის თვეში დაახლოებით 2 000 ავსტრალიური დოლარია საჭირო (1450 ამერიკული დოლარი), რაც მოიცავს იჯარას, კომუნალურებსა და ინტერნეტს. ერთი წლის შემდეგ, როცა ჩვენი უმცროსი შვილი ცოტა წამოიზრდება, ვგეგმავთ, რომ ავიღოთ იპოთეკა, აქ ის იაფია, სამი-ოთხი პროცენტი წელიწადში, თუმცა ბინის ფასები შედარებით მაღალია. სახლი ერთი საძინებლით 700 ათასი ავსტრალიური დოლარი (ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი) ეღირება, ხოლო ორი საძინებლით 1 მილიონი ავსტრალიური დოლარი.

ძვირფასი ბავშვები

ბავშვები ავსტრალიაში გაგვიჩნდა. აქ ძალიან უცნაურად ატარებენ მშობიარობას: მამას შეუძლია პალატაში შესვლა. ასე რომ, ჩემს მეულეს ერთი წუთითაც არ მოვშორებივარ. როდესაც ბავშვი დაიბადა, მე თვითონ მომცეს საშუალება გადამეჭრა ჭიპლარი. ჩვენთვის ეს ძალიან ეგზოტიკურია, მე არ ვიცოდი, რომ ასე შეიძლებოდა, ეს აქ ნორმალურია.

როდესაც პირველი ბავშვი გაგვიჩნდა, ჩვენ ჯერ კიდევ სამუშაო ვიზით ვცხოვრობდით, ამიტომ ანაზღაურება 10 ათასი დოლარი იყო. ექიმთან ერთი ვიზიტი 350 ავსტრალიური დოლარი ღირდა, ერთი დღე საავადმყოფოს პალატაში 1500 დოლარი, ამას დამატებული საოპერაციოს საათობრივი ანაზღაურება. ჩვენი დაზღვევა მხოლოდ 7 ათას დოლარს ფარავდა, თუმცა ბავშვებისთვის არასდროს გვენანება ფულის დახარჯვა. მეორე ბავშვი უკვე ავსტრალიის მოქალაქე დაიბადა, ამიტომ ასეთი ანგარიში არ მიგვიღია.

საბავშვო ბაღის ფასი აქ ძალიან ძვირია, 120 ავსტრალიური დოლარი დღეში! ამიტომ, ბევრი ჩამოსული ადამიანი თავის ბავშვებს არ ატარებს ეგრეთ წოდებულ childcare-ში. ივლის თუ არა ბავშვი ბაღში, ეს მშობლის გადასაწყვეტია, თუმცა თითქმის ყველა ოჯახი ატარებს ბავშვს ბაღში კვირაში ერთხელ მაინც. ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ავსტრალიის მთავრობა გვინაზღაურებს ხარჯების ნახევარს და გვაძლევს 1 000 დოლარს ბავშვების აღზრდისთვის, რომელსაც ჩვენ შემდეგ საბავშო ბაღისთვის ვიხდით.

ძალიან თავაზიანი

აქ აღნიშნავენ ახალ წელს და შობას. თითოეულ მთავარ მოედანზე დგას ნაძვის ხე, თუნდაც ხელოვნური. ეს რა თქმა უნდა უცნაურად გამოიყურება, რადგან ტემპერატურა +30 C-ია – და წითელი სანტა კლაუსები, თუმცა წითლები ისინი არა სიცივისგან, არამედ სიცხისგან არიან. ხალხი ძალიან მხიარულია და უყვართ დღესასწაულები: მიდიან, რათა ნახონ სანტების შეჯიბრი პლაჟის ფრენბურთში, სერფინგში, ავტობუსის მძღოლები წითელ ქურთუკებში არიან გამოწყობილნი.

შობას და ახალ წელს ჩვენ ქართველებთან ერთად აღვნიშნავთ, თუმცა ისინი სიდნეიში ბევრნი არ არიან.

ხალხი აქ ძალიან თავაზიანია, ეს ქვეყანაში ყოფნის პირველივე წუთიდან შესამჩნევია. თითოეული ადამიანი იღიმის, არავინ არსად არ ჩქარობს. ავსტრალიელები ბავშვობიდან პატრიოტები არიან, იმიტომ რომ, ხედავენ თუ როგორ ზრუნავს მათზე მთავრობა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ინდონეზიაში დააკავეს ავსტრალიელთა ჯგუფი შეუფერებელი ქცევისათვის. აღმოჩნდა რაღაც წვრილმანი, თუმცა ამ ინციდენტის შესახებ ყველა ახალ ამბებში ლაპარაკობდნენ, მორალის ლექციებს კითხულობდნენ ტელევიზიის საშუალებით.

ცხოვრება კურორტზე

ახლა ჩვენ კურორტზე ვცხოვრობთ. ამინდი თბილია, ზღვა 10 წუთის სავალზე მდებარეობს. არდადეგებს აქ ვატარებთ, რა არის კიდევ საჭირო? რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოვინახულოთ სხვა ქვეყნებიც, თუმცა ჯერ არ ვიცით, თუ სად შეიძლება იყოს უკეთესი. ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავსტრალია იდეალური ქვეყანაა. მე მინდა, რომ ჩემი ბავშვები აქ გაიზარდნონ.

საქართველოშიში ხუთი წლის წინ ვიყავი. მე მიყვარს ჩვენი კულტურა, ჩვენი ბუნება. რა თქმა უნდა, მე მენატრება ჩემი ნათესავები. თუმცა, ნათესავები დიდი ხანია მიეჩვივნენ. ჩვენი განშორება მოხდა თანდათან და საკმაოდ შეუფერხებლად. თავიდან, მე უბრალოდ მივდიოდი მივლინებეში: ერთი კვირით, შემდეგ ორი, შემდეგ რამდენიმე თვით ან წლით. როდესაც ვთქვი, რომ ავსტრალიაში გადავდიოდი, ყველაფერი სასიამოვნოდ მარტივად მოხდა. თუმცა რა განსხვავებაა? სახლი სამუდამოდ არ მიმიტოვებია, უბრალოდ დიდი ხნით გავფრინდი.

 

SHARE