ბერმუდის სამკუთხედი: საიდუმლო გახსნილია!

0
4180

ბერმუდის სამკუთხედი ერთერთი ყველაზე დაწყევლილი ადგილია მთელს ატლანტიკის ოკეანეში. დიდი ხნის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე ქრებოდნენ გემები, შემდეგ კი თვითმფრინავებიც.

თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ეშმაკის სამკუთხედი საშიში ადგილი საკმაოდ მიწიერი მიზეზების გამოა: ამ ტერიტორიაზე ნავიგაცია ძალიან რთულია, ხოლო შტორმები და ციკლონები მომენტალურად და მოულოდნელად წარმოიქმნება და ანადგურებს მფრინავებსა თუ მეზღვაურებს.

ამ ლოგიკის მიუხედავად, როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე ქრება ყველაზე მეტი თვითმფრინავი და გემი, ვიდრე მთლიანი ოკეანის სხვა ნებისმიერ ადგილას?

თეორია

მეტეოროლოგი სტივ მილერი კოლორადოს უნივერსიტეტიდან, თითქმის 10 წელია რაც ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ამინდს შეისწავლის. ადგილობრივი სანაპირო დაცვის სპეციალისტებთან ერთად მილერმა საკმაოდ გაბედული თეორია შეიმუშავა. მეცნიერი ვარაუდობდა, რომ რისკს იწვევდა გარკვეული საჰაერო ანომალია, თავისი გათვლების შესამოწმებლად მან შექმნა ჯგუფი, საველე პირობებში გამოკვლევებისთვის.

შეტევა ზემოდან

გადაწყვეტილება, გამოეკვლია საჰაერო ანომალია, მილერს უბიძგა მიმდებარე ტერიტორიის სატელიტური სურათების საფუძვლიანად შესწავლამ. თანამედროვე ოპტიკამ შესაძლებელი გახადა, რომ მაქსიმალურად გაეზარდა ხედვა,  მეტეოროლოგმა ანომალიური ზონის ზემოთ აღმოაჩინა უცნაური ფორმის, ექვსკუთხა ღრუბლები.

საჰაერო აფეთქებები

ასეთი უცნაური ფორმის მისაღებად, ღრუბელს თვითონ ატლანტიკური ოკეანე ეხმარება. თბილი წყალი ორთქლდება ცივ ჰაერში და ქმნის ერთგვარ კარკასს. მილერის აზრით, ექვსკუთხა ღრუბელი, რაღაც დროის განმავლობაში ტრიალებს ბერმუდის სამკუთხედის თავზე, ხოლო შემდეგ ფეთქდებიან და ქმნიან ჰაერის ძლიერ ნაკადს.

თავდასხმა ზემოდან

სწორედ ეს ნაკადები არის მიზეზი მრავალი თვითმფრინავისა და გემის დაღუპვისა. აფეთქებისგან ქარის ძლიერი ნაკადი ჩამოდის ქვემოთ, ოკეანეში. ატმოსფერული ტალღების ურთიერთქმედება ქმნის ძლიერ ტურბულენტობას, რისგან თავის დაღწევის შანსი, არც ერთ ადამიანის მიერ შექმნილ ტექნიკას არ აქვს.

მინი ცუნამი

გარდა ამისა, თუ ქარის ნაკადი საკმარისად ძლიერი იქნება, მას შეუძლია დაარტყას ოკეანის ზედაპირს და გამოიწვიოს უზარმაზარი ტალღები, დაახლოებით 40 მეტრამდე სიმაღლის. მილერის გუნდიც შეხვდა ღია ოკეანეში ასეთ გიგანტს, საბედნიეროდ ტალღამ მათ გვერდით ჩაიარა. ეს სახიფათო თავგადასავალი იყო კიდევ ერთი ფაქტი, საჰაერო ბომბების თეორიის დამტკიცებისა.