გამოავლინე მატყუარა: 9 ნიშანი

0
4394

არსებობს 9 ნიშანი, რომლებიც აშკარად გვაძლევს იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანი, რომელთანაც ჩვენ ვსაუბრობთ აუცილებლად ცრუობს.

პირველი. მატყუარას ჟესტები და ლაპარაკი არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, თუ გოგო ამბობს: “დიახ, ძვირფასო, მე ვიყავი სახლში წუხელ,” და ამის შემდეგ დაგიკრავთ თავს თანხმობის ნიშნად, ის აუცილებლად იტყუება, რადგან ეს ჟესტი ეწინააღმდეგება წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას. ის ვინც სიმართლეს ამბობს, ლაპარაკის დაწყებასთან ერთად დაგიკრავთ თავს.

მეორე. ადამიანი თითს არ დაუქნევს მოსაუბრეს, რომელსაც ატყუებს.

მესამე. მატყუარა ადამიანი, საკუთარი აზრის დასამტკიცებლად იყენებს თქვენს სიტყვებს. მაგალითად, როცა გეუბნებიან: “დილა მშვიდობისა”, თქვენ ინსტიქტურად პასუხობთ “დილა მშვიდობისა” და არც კი უფიქრდებით. ადამიანი, რომელიც იტყუება, არ აქვს დრო, რომ დაფიქრდეს თავის სიტყვებზე, ასე რომ ის შიშისგან იმეორებს თქვენს ნათქვამს.

მეოთხე. მატყუარა გთავაზობთ, რაც შეიძლება მეტ ახალ ინფორმაციას, სანამ არ იქნება დარწმუნებული, რომ თქვენ მისი გჯერათ. კონკრეტულ კითხვაზე ის ცდილობს, რომ გაგცეთ ზოგადი პასუხი.

მეხუთე. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ დამალოს თავისი ნამდვილი გრძნობები, იშვიათად იყენებს სიტყვებს, რომელშიც გამოიხატება რაიმეს ფლობა. მაგალითად, თუ ვინმე ცდილობს ტყუილის დამტკიცებას, რომ მისი მანქანა მოიპარეს, პირველ რიგში ის გეტყვით “მანქანა” და არა “ჩემი მანქანა”.

მეექვსე. როგორც წესი, მატყუარა თხრობაში, არასდროს გამოხატავს სხვა ადამიანების აზრს.

მეშვიდე. ამბები, რომელიც ტყუილია, იშვიათად შეიცავს ნეგატიურ ასპექტებს.  მატყუარა ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ, მაგრამ როგორც წესი თვითონ კითხვებს არ სვამს. ადამიანი, რომელიც ცრუობს, მშვიდდება თემის შეცვლისას.

მერვე. მატყუარა ხშირად იყენებს ფრაზებს: “სიმართლე გითხრა”, “ნამდვილად რომ გითხრა”, “რატომ მოგატყუებდი” და ა.შ. მატყუარა მუდმივად გთხოვთ, რომ გაუმეოროთ შეკითხვა, ან ცდილობს კითხვაზე კითხვითვე გიპასუხოთ.

მეცხრე. როცა მატყუარას არ შეუძლია მოგცეთ ის რასაც თქვენ თხოვთ, იგი ყოველთვის გთავაზობთ უკეთეს ალტერნატივას. იმისთვის, რომ დაადასტუროს თავისი სიტყვები, ის იყენებს მიახლოებით მსგავს ციფრებს. საეჭვო მოქმედებების გასამართლებლად მატყუარა იყენებს აშკარა ფაქტებს, ან ვითომდა სხვათაშორის გაცნობებთ უფრო მნიშვნელოვან ამბავს. იმისთვის, რომ გაფანტოს ეჭვები, მატყუარა აღშფოთებული, ცდილობს საჯაროდ დაადანაშაულოს სხვა ადამიანები, რომლებმაც ნაკლებად მნიშვნელოვანი დანაშაული ჩაიდინეს.

თუ იქნებით დაკვირვებული, აუცილებლად აღმოაჩენთ მატყუარა ადამიანებს თქვენს გარშემო.