6 ადგილი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ!

0
3501

ჩინეთი – სპირალური კიბე

ეს სპირალური კიბე ტაიჰანგის მთებში მდებარეობს და 91მეტრის სიმაღლისაა. მხოლოდ ამ კიბისათვის ერთი შეხედვა საკმარისია, რომ თავბრუსხვევა დაგეწყოთ, მაგრამ ის ათასობით ტურისტს იზიდავს ჩინეთში. ამასთანავე მხოლოდ 60 წლის ქვემოთ ასაკის ხალხისთვისაა მასზე ასვლა ნებადართული. კიბეზე ასვლა აძლევს ტურისტებს საშუალებას შეიგრძნონ ის რეალური განცდები, რაც მთასვლელობას მოაქვს.

პატარა ქალაქი Blagaj

ეს პატარა ქალაქი მდებარეობს ბოსნია და ჰერცოგოვინაში. ხოლო სახლი აშენებულია მე-16 საუკუნეში, მდინარე ბუნას გვერდით. ისტორიის მიხედვით, ეს სახლი დაარსებულია ბექთაშის ორდენის დერვიშების მიერ. ეს იყო ადგილი სადაც დერვიშები საუბრობდნენ და ჰქონდათ სამეცნიერო დისკუსიები.

ისლანდია – Litlanesfoss-ის ჩანჩქერი

Litlanesfoss-ის ჩანჩქერი გარშემორტყმულია ბაზალტის სვეტებით. მდებარეობს Upphéraðsvegur-ში, ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილას.

ჩინეთი – ცისარტყელას მთები

დანსიას ფერადი მთები ჩინეთში, პროვინცია განსუში- ცისარტყელას ფერების მთები შექმნილია დანალექი ქანების ცარცულ პერიოდში. წარსულში აქ დიდი ტბა მდებარეობდა, რომელშიც მრავალი მდინარე ჩაედინებოდა, რომლებსაც ბევრი სახეობის ქვიშა ჩამოჰქონდა. ეს დანალექი შეიცავს მრავალი სახის ლითონებს და ოქსიდებს, რომლებმაც ასეთი მრავალფეროვანი პალიტრა შექმნეს ამ ადგილას. 2010 წელს, უნიკალური მთები შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.

იტალია – მიტოვებული ქალაქი კრაკო

კრაკო შუა საუკუნეების მცირე ზომის ქალაქი იყო, რომელიც ,,მატერას” პროვინციაში მდებარეობს, ტარანტოს ყურიდან 35 კილომეტრის დაშორებით. ეს , ტიპიურ იტალიურ შუა საუკუნეების ქალაქს წამოადგენდა, რომელიც გორაკზე იყო აშენებული, ხოლო გარშემო პურის ყანები ჰქონდა გარშემორტყმული.შუა საუკუნეებში ეს პატარა ქალაქი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. 1276 წელს იქ უნივერსიტეტი დააარსეს.

1932-1956 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა ქალაქი იმდენად დააზარალა რომ იქ ცხოვრება უკვე წამოუდგენელი გახდა, 1968 წელს კი უკანასკნელმა 1800 მოსახლემ დატოვა ქალაქი. ქალაქი კრაკო მისი უნიკალური სილამაზისა და სიძველის გამო მრავალი კინორეჟისორის ინტერესს იწვევს.

ტანზანია – Natron- ის ტბა

ნატრონის ტბა – ეს ბუნების უნიკალური ქმნილება, მარილიანი და ტუტეიანი ტბა, მდებარეობს ჩრდილოეთ ტანზანიაში, კენიის საზღვარზე. მასში არის ნახშირმჟავის ძალიან მაღალი კონცენტრაცია.

მარილისა და ტუტეს კონცენტრაცია ნატრონის ტბაში არის იმდენად მაღალი, რომ ცხოველები და მფრინველები, რომლებიც შემთხვევაში ხვდებიან შიგნით კვდებიან და მუმიფიცირდებიან ( გადაიქცევიან ბუნებრივ ქანდაკებებად). გამონაკლისია მცირე ფლამინგო : ამ ფრინველებისთვის აქ გამრავლებისთვის იდეალური პირობებია.

ნატრონის ტბის მფლობელად შეგვიძლია ჩავთვალოთ სალეის ტომი, რომელიც მასაის გვარს ეკუთვნის. სწორედ მათი ძველი ენიდან გაჩნდა დასახელება, რომელიც ნიშნავს „წითელს.“ სწორედ ამ ფერში იღებება ტბა წლის განსაკუთრებულად ცხელ პერიოდში.