მსოფლიოს ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები

0
3234

ერთადერთი გზა, რომ გავიგოთ, თუ რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი ჯარიომის დაწყებაა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მკითხველებს ასე ძლიერ არ სურთ, რეალური ვითარების შესწავლა. მაშინ როგორ უნდა შევაფასოთ სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ძალა?

ამ კითხვაზე საპასუხოდ, შექმნეს Global Firepower-ის ინდექსი, რომელიც 50-ზე მეტ პარამეტრს მოიცავს, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექნიკის რაოდენობას, ცოცხალ ძალას, თავდაცვის ბიუჯეტსა და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებლები აღნიშნავს მხოლოდ რაოდენობას და არაფერს ამბობს ტექნიკის ხარისხსა თუ ჯარისკაცების მომზადებაზე, ამიტომ ამ სიაში ზოგიერთი ქვეყნის მოხვედრა შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე ძლიერ ქვეყანას.

 

 

 

 

 

 

 

 

თურქეთი

ბიუჯეტი: $ 18,2 მლრდ

ადამიანური რესურსები: 41.6 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 3.778

ავიაცია: 1,020

წყალქვეშა: 13

ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია თურქეთს აქვს. გარდა ავიასაშუალებებისა, თურქეთი ლიდერია წყალქვეშა მცურავი საშუალებების მხრივაც, Credit Suisse-ის მიხედვით ის სიის ხუთეულშია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიდი ბრიტანეთი

ბიუჯეტი: $ 60.5 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 29.2 მლნ

ჯავშანტექნიკა: 407

ავიაცია: 936

წყალქვეშა: 10

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს შეამციროს შეიარაღებული ძალები 2010-18 წლებში, ის დღესდღეობით მაინც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტალია

ბიუჯეტი: $ 34 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 3.2 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 586

ავიაცია: 760

წყალქვეშა: 6

შეიძლება ითქვას, იტალიის სამხედრო ძალები მოწინავე პოზიციაზე ორი მოქმედი ავიამზიდის გამოა.  დიდი რაოდენობით წყალქვეშა მცურავი საშუალებებისა და თვითმფრინავების დახმარებით, მკვეთრად იზრდება იტალიის რეიტინგი მსოფლიო არენაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამხრეთ კორეა

ბიუჯეტი: $ 62.3 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 25.6 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 2,381

ავიაცია: 1,412

წყალქვეშა: 13

ჩრდილოეთ კორეამ, თავისი აგრესიით მეზობელს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გაეზარდა სამხედრო ძალა.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სამხრეთ კორეა ორიენტაციას აკეთებს წყალქვეშა მცურავ საშუალებებზე, ვერტ-მფრენსა და პერსონალზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფრანგეთი

ბიუჯეტი: $ 43 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 28.8 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 423

ავიაცია: 1,264

წყალქვეშა: 10

საფრანგეთის სამხედრო ძალა არ არის მრავალრიცხოვანი, თუმცა ის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ქვეყანას აქვს თითქმის ახალი თვითმფრინავ-გადამზიდი “შარლ დე გოლი” და ასევე მუდმივად არის ჩართული სამხედრო ოპერაციებში მთელ აფრიკაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საბრძოლო ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდოეთი

ბიუჯეტი: $ 50 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 615 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 6,464

ავიაცია: 1,905

წყალქვეშა: 15

ინდოეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ძალას მსოფლიოში. შეიარაღებული ძალების მიხედვით, ის ჩამორჩება მხოლოდ შეერთებულ

შტატებსა და ჩინეთს, ხოლო ტანკებისა და თვითმფრინავების აშშს, რუსეთსა და ჩინეთს. ინდოეთში ასევე ნებადართულია ბირთვული იარაღი.

 

 

 

 

 

 

 

 

იაპონია

ბიუჯეტი: $ 41.6

ადამიანური რესურსები: 53.6 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 678

ავიაციის: 1,613

წყალქვეშა: 16

იაპონიის არმია ერთ-ერთი ძლიერია მსოფლიოში, მისი უპირატესობა თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობაა. იმის გამო რომ კომფლიქტური სიტუაცია აქვს ჩრდილოეთ კორეასთან, ის სამხედრო ძალის გაზრდას აპირებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩინეთი

ბიუჯეტი: $ 216 მილიარდი

ადამიანური რესურსები: 749 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 9.150

ავიაცია: 2.869

წყალქვეშა: 67

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთის არმია სწრაფად იზრდება, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მხრივ. ჩინეთს გააჩნია ყველაზე დიდი ადამიანური რესურსი, მეორე ადგილზეა სატანკო ფლოტის მიხედვით რუსეთის შემდეგ და ასევე მეორე ადგილს იკავებს წყალქვეშა ფლოტის მიხედვით აშშ-ს შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუსეთი

ბიუჯეტი: $84,5 მილიარდი

ადამიანური რესურსი: 69,1 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 15,398

ავიაცია: 3,429

წყალქვეშა: 55

რუსული შეიარაღებული ძალები მყარად დგას საპატიო მეორე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყბებს შორის – ამაზე დავა ზედმეტია. რუსეთი განაგებს მსოფლიოში პირველ სატანკო პარკს, სიდიდით მეორე ადგიზე მყოფ ავია-პარკს და სიდიდით მესამე წყალქვეშა ფლოტს. კრემლის სამხედრო ხარჯები 2008 წლის შემდეგ გაიზარდა 3-ჯერ და მოსალოდნელია, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში კიდევ 44%-ით გაიზრდება. რუსეთმა, თავის ჯარისჯაცების სირიაში გაზავნით ხაზი გაუსვა მის შესაძლებლობას – მიმართოს საკუთარი ძალები საზღვრებს გარეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა.შ.შ

ბიუჯეტი: $601 მილიარდი

ადამიანური რესურსი: 145 მილიონი

ჯავშანტექნიკა: 8,848

ავიაცია: 13,892

წყალქვეშა: 72 იმის

მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ გამუდმებით ზღუდავს სამხედრო ხარჯებს, თავდაცვაზე ის ხარჯავს 601 მილიარდ დოლარს – იმაზე მეტ თანხავს ვიდრე წინა 9 ქვეყანა ჯამში. ამერიკის ყველაზე დიდი სამხედრო უპირატესობა მისი ფლოტია, რომელიც ითვლის 10 ავიამზიდს. დღესდღეობით ა.შ.შ-ს განკარგულებაშია უდიდესი თვითმფრინავების პარკი, მოწინავე ტექნოლოგიები, კარგად გაწვრთვნილი სამხედრო მსახურნი და რაც მთავარია მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური არსენალის მარაგი.

 

SHARE