25 ციტატა, რომელიც აინშტაინის რევოლუციურ გონებაში ჩაგახედებთ

0
5775

წლების განმავლობაში, ალბერტ აინშტაინის სახელი გენიოსის სინონიმად იქცა. მისი სიცოცხლის განმავლობაში, აინშტაინმა შეცვალა მსოფლიო. ისააკ ნიუტონის შემდეგ, აღწერა რეალობის რაობა ყველაზე უკეთ, ვიდრე ეს ვინმემ შეძლო და გამოავლინა ატომური ბომბის შესაძლებლობები. 1999 წელს თაიმსმა ის საუკუნის ადამიანად დაასახელა.

ქვემოთ მოყვანილია აინშტაინის 25 ყველაზე ცნობილი გამონათქვამი. თითოეული მათგანი დაგეხმარებათ ჩაიხედოთ მის გონებაში.

“ძალაუფლების დაუფიქრებელი პატივისცემა სიმართლის უდიდესი მტერია”.

“ბუნება ჩვენ მხოლოდ ლომის კუდს გვიჩვენებს, თუმცა ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ ლომი ეკუთვნის მას, მაშინაც კი, თუ იგი მისი უზარმაზარი მოცულობის გამო თვალისთვის უხილავია.”

“მე ვარ ებრაელების მემკვიდრე, შვეიცარიის მაცხოვრებელი, და ქმნილებით ადამიანი, და მხოლოდ ადამიანი, ყოველგვარი განსაკუთრებული დანამატისა, თუ სახემლწიფოს ან ნაციონალური გაერთიანების გარეშე.”

“რამდენადაც მათემატიკის კანონები ეხება რეალობას, ისინი არ არიან ზუსტი, ხოლო რამდენადაც ისინი არიან უდავონი, იმდენად არ ეკუთვნიან რეალობას.”

“ადამიანის არსება, ერთადერთია, რომელიც დაჯილდოვებულია საკმარისი ინტელექტუალორობით, რომ ნათლად დაინახოს როგორ უკიდურესად არაადეკვატურია ეს ინტელექტი, როცა ის არსებულს დაუპირისპირდება.”

“როდესაც კაცი ერთი საათით ზის ლამაზი გოგოს გვერდით, ეჩვენება,, როგორც ერთი წუთი. მაგრამ ნება მიეცით მას რამდენიმე წუთით დაჯდეს ცხელ ღუმელზე, ეს ერთ საათზე გრძელი მოგეჩვენებათ, ეს ფარდობითობაა!”

“ეს სიმართლეა, რომ ჩემი მშობლები წუხდნენ, რადგან მე ლაპარაკი ძალიან გვიან დავიწყე, ამიტომ მათ ექიმსაც კი მიმართეს კონსულტაციისთვის. მე არ შემიძლია ვთქვა რამდენი წლის ვიყავი, თუმცა დარწმუნებული ვარ არანაკლებ 3ის.”

“საღი აზრი, მეტი არაფერია თუ არა 18 წლამდე გონებაში დაგროვილი ცუდი აზრები.”

“თუ  A წარმატებაა ცხოვრებაში, მაშინ A=X+Y+Z. მუშაობა არის X, Yარის თამაში, ხოლო Z  დახუროთ პირი.”

“ნაციონალიზმი ინფანტილური დაავადებაა. ეს არის ადამიანთა წარმომავლობის წითელა.”

“ყველაზე მშვენიერი გამოცდილება, რაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მისტიურია. ეს არის ფუნდამენტური ემოცია, რაზეც დგას ნამდვილი ხელოვნებისა და მეცნიერების აკვანი.ვინც ის არ იცის და აღარ შეუძლია იფიქროს, გაოცდეს, ისეთივეა სასარგებლოა როგორიც მკვდარი და მისი თვალებიც დაბურულია.”

“ჩემი მგზნებარე გრძნობა სოციალური სამართლიანობისა და სოციალური პასუხისმგებლობისა, ყოველთვის უცნაურად კონტრასტირებდა ჩემი სურვილის აშკარა არ არსებობაზე, რომ სხვა ადამიანებთან და საზოგადოებასთან დამემყარებინა კავშირი. მე ჭეშმარიტად “მარტოხელა მოხეტიალე” ვარ და არასდროს ვეკუთვნოდი არც ჩემს ქვეყანას, არც ჩემს სახლს, მეგობრებს და ჩემს უახლოეს ოჯახისწევრებსაც კი, მთელი ჩემი გულით; ამ ყველა კვანძის გათვალისწინებით, მე არასდროს დამიკარგავს დისტანციის გრძნობა და სიმარტოვის სურვილი.”

“თუ მე დავიწყებ ზრუნვას ჩემს ვიზუალურ მხარზე, მაშინ მე მე აღარ ვიქნები.”

“წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა გარს უვლის მსოფლიოს.”

“იდეალები, რომლებმაც გზა გამინათეს და დრო და დრო მომცეს სიმამაცე ცხოვრების მშვიდად მისაღებად, არის: სიკეთე, სილამაზე და სიმართლე. სიკეთის გრძნობის გარეშე, როგორც ადამიანის გონებით – მიზანმიმართული სამყაროს ოკუპაციის გარეშე, რომელისთვისაც სამუდამოდ მიუწვდომელია ხელოვნებისა და მეცნიერების სამყარო – სიცოცხლე ჩემთვის ცარიელი იქნებოდა. ადამიანის ძალისხმევის ფუჭი საგნები – ქონება, გარეგანი წარმატება, სიმდიდრე – ჩემთვის ყოველთვის საძაგელი იყო.”

“მიზანი (განათლებისა) უნდა იყოს თავისუფლად მოქმედი და მოაზროვნე პიროვნებების მომზადება, რომლებიც ერთის მხრივ, მათი ცხოვრების უდიდეს პრობლემად საზოგადოებისთვის მსახურებას მიიჩნევენ.”

“არაფერი ჭეშმარიტად ღირებული ამბიციისა და პასუხისმგებლობის გრძნობისგან არ აღმოცენდება, რეალურად ის ადამიანთა სიყვარულისა და მიზანმიმართულობისგან მოედინება.”

“მასწავლებელთა უმეტესობა დროს კარგავს ისეთი კითხვების დასმაზე, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ აღმოაჩინონ თუ რა არ იცის მოსწავლემ. კითხვების დასმის ნამდვილი ხელოვნება იმის აღმოჩენაშია, თუ რა იცის მოსწავლემ, ან რა შეუძლია რომ იცოდეს.”

“მე ძალიან იშვიათად ვფიქრობ სიტყვებით. აზრი იბადება, ხოლო შემდეგ შეიძლება ვცადო მისი სიტყვებით გამოხატვა.”

“ბედნიერი ადამიანი ზედმეტად კმაყოფილია აწმყოთი იმისათვის, რომ მომავლით იცხოვროს.”

“მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობას, თავისი არსებობის მიზეზი აქვს.”

“გონების მდგომარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახის სამუშაოს შესრულებას … მიუღებელია რელიგიის თაყვანისმცემლისა და შეყვარებულისთვის; ყოველდღიური ძალისხმევა მოდის არა განზრახვებითა და გაწერილი პროგრამით არამედ პირდაპირ გულიდან.”

“ჩვეულებრივი ზრდასრული არასდროს ფიქრობს სივრცისა და დროის პორბლემებზე. მე პირიქით, განვვითარდი ძალიან ნელა, ასერომ არ დამიწყია ფიქრი სივრცესა და დროზე, სანამ არ გავიზარდე. შემდეგ, მე ეს პრობლემა უფრო ღრმად შევისწავლე, ვიდრე ვიდრე სხვა ზრდასრულმა თუ ბავშვმა.”

“გრძელი ცხოვრების განმავლობაში ერთი რამ ვისწავლე: რომ მთელი ჩვენი მეცნიერება, რეალობაზე დაყრდნობილი, პრიმიტიული და ბავშვურია – ამასთან ის არის უძვირფასესი რამ, რაც გაგვაჩნია.”

“ერთადერთი გზა, რომ გაექცე დიდების კორუფციულ ეფექტს, სამუშაოდ წასვლაა.”