გამოუსწორებელი “ოსკარი”: რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ცერემონიალზე

0
2892

ლოს-ანჯელესში აშშ-ს მთავარი კინო-ჯილდო გადასცეს. “ოსკარის” 89-ე ცერემონია ისტორიაში შევა არა მხოლოდ მთავარი ჯილდოს შეცდომით გადაცემის გამო, თუმცა პირველ რიგში ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეს იქნება.

რაც “ოსკარი 2017”-ის ბოლოს მოხდა, მარტივად შეიძლება მომხდარიყო ფილმში, თუმცა არავითარ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში. ლეგენდარულმა მსახიობებმა უორენ ბიტმა და ფეი დანაუეიმ (“ბონი და კლაიდი”) მთავარი ნომინაციის “საუკეთესო ფილმის” გამარჯვებულად La La Land დაასახელეს. ჩვენ ასეთ შედეგსაც ველოდით. მიუზიკლის მთელი გუნდი, მათ შორის რეჟისორი დემიენ შაზელა და მთავარი როლის შემსრულებლები ემმა სტოუნი და რაიან გოსლინგი ავიდნენ სცენაზე ფიგურით, პროდიუსერები სამადლობელ სიტყვას წარმოთქვამდნენ.

სწორედ ამ მომენტში გაირკვა, რომ გამარჯვებული სხვა იყო, კერძოდ კი დრამა “Moonlight”. “La La Land”-ის პროდიუსერს ფრედ ბერგერს თავად მოუხდა, რომ “Moonlight”-ის შემქმნელთათვის სცენაზე ამოსვლა ეთხოვა და რამდენჯერმე გაემეორებინა, რომ ეს ხუმრობა არ იყო.

საშინელი წარმოსადგენია, თუ რა ხდებოდა ამ ორი წუთის განმავლობაში ცერემონიალის სცენის მიღმა, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, თუ რა გამოსცადა  “La La Land”-ის გუნდმა. უორენ ბიტი ახსნას ცდილობდა: მის ხელში არასწორი კონვერტი მოხვდა. ეს ყველაფერი ფანტასტიკაა!

საუკეთესო ფილმის დაჯილდოვებასთან დაკავშირებული არეულობა ორაზროვნად სასაცილო ჩანს: თეთრკანიანი ჯაზმენის შესახებ ისტორიამ წააგო შავკანიანი გეის წინააღმდეგ. წინა წელს ნომინანტების სიაში რასობრივ დისკრიმინაციაში დადანაშაულების შემდეგ, ამჯერად რეკორდული რაოდენობა იყო შავკანიანი მსახიობებისა და ფილმებისა საერთაშორისო რასობრივი ურთიერთობების თემაზე. შოუ-პროგრამის ელემენტები, მათ შორის ვიდეო რგოლები და ტურისტების ჯგუფი, “შემთხვევით” მიღებული ჯილდო, ერთა თანასწორობის პრინციპს ეფუძნებოდა. ისე მოხდა, რომ პირველად პრემიის ისტორიაში ორივე ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის აფროამერიკელებმა მოიპოვეს.

გამარჯვებულები მაჰერმალა ალი (“Moonlight”) და ვიოლა დევისი (“Fences”) განწირულნი იყვნენ, რომ მათ აუცილებლად დააკავშირებდნენ “რასობრივი მრავალფეროვნების” კურსთან. ასევე “საუკეთესო დოკუმენტური ფილმის” ჯილდო მოიპოვა შავკანიანი ფეხბურთელის შესახებ ტრაგიკულ ისტორიაზე გადაღებულმა ფილმმა: “O.J.: Made in America”. სურათის ავტორმა ეზვა ედელმანმა თავისი ჯილდო მიუძღვნა ყველას, ვინც პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ცერემონიალის დასაწყისში, მისმა წამყვანმა ჯიმ კიმმელმა მოუწოდა უარი ერთქვათ პოლიტიკურ დავებსა და უთანხმოებებზე, პრობლემები კონსტრუქციული გზით მოეგვარებინათ, ხოლო შემდეგ მთელი საღამოს განმავლობაში ხშირად ხუმრობდა დონალდ ტრამპის მიმართ, ასევე Twitter-ის საშუალებით მას მერლინ სტრიპისგან სალამიც კი გადასცა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის ჯილდოს მფლობელები – პოლიტიკურად უმანკო ამბის შემქმნელები ჩიტზე “Piper” – პოლიტიზირებულები აღმოჩნდნენ: პრიზის გადამცემი “მექსიკელმა, გესტ-ვორკერმა, ადამიანმა” გაელ გარსია ბერნალმა შეგვახსენა, რომ ადამიანებს შორის კედლები არ უნდა იყოს.

“ოსკარზე” პოლიტიკური კულმინაცია მაშინ მოხდა, როცა ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ფილმს “Forushande” ჯილდო მიენიჭა. მან უარი განაცხადა ცერემონიალზე დასწრებაზე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ში ირანელი მოქალაქეების შესვლა შეზღუდა. თავის გზავნილში ფარჰადმა ცერემონიალის მაყურებლებს უთხრა, რომ არ შეიძლება მსოფლიო გაყო ორ ნაწილად “ჩვენ” და “ჩვენი მტრები”. სიტყვა წაიკითხა ისტორიაში პირველმა ირანელი წარმოშობის კოსმონავტმა ქალმა, ამერიკელმა ანუშე ანსარმა.

მიუხედავად არეულობისა, პრემიის მთავარ ტრიუმფატორებად მიუზიკლი “La La Land”-ის ავტორები დარჩნენ. დემიენ შაზელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა “ოსკარის” მფლობელი რეჟისორი, ხოლო “City of Stars” ოფიციალურად აღიარებულია, როგორც საუკეთესო სიმღერა. თავისი ფიგურა მიიღო ემმა სტოუნმა. რაიან გოსლინგის მაგივრად საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო კეისი აფლეკს გადაეცა, რომელიც დრამაში “Manchester by the Sea” მონაწილეობდა.

Manchester by the Sea-ს ასევე ერგო პრემია საუკეთესო სცენარისთვის. ამ ნომინაციის პრიზის გადაცემა მეგობრების შეხვედრად იქცა: კონვერტი გახსნეს მანჩესტერის პროდიუსერმა მეტ დეიმონმა და კეისის ძმამ ბენ აფლეკმა.

და ბოლოს, საღამოს მთავარი მოვლენა: თავისი პირველი დიდი ხნის ნანატრი ქანდაკება მიიღო პრემიის “მთავარმა უიღბლომ”, ხმის რეჟისორმა კევინ ო’კონელმა, რომელიც ამ წელს ოცდამეერთედ იყო ნომინირებული და ბოლოს და ბოლოს წარმატებულად. მან ჯილდო მიიღო ფილმისთვის The Conscience (სინდისი), რომლის სახელწოდებაც მისთვის იყო შესაფერისი.

“ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ყველას ყველასთან შერიგების ატმოსფეროს ფონზე, თუმცა გამონაკლისი იყო დონალდ ტრამპი. გადასცე პრემია საუკეთესოს, არ გაანაწყენო არავინ და დააჯილდოვო ღირსეული, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაფერი იყო შესანიშნავად, სანამ სცენაზე არ ავიდა უორენ ბიტი და არ გახადა ცერემონიალი უბრალოდ კარგი, არამდედ ისტორიული.