პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი საქართველოში

0
1167

18 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში, რაციოს ფინანსური აკადემიისა და რაციო კონსალტინგის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდება ფინანსური ბიზნეს ფორუმი, ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისა და აუდიტორებისათვის

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ფინანსური სექტორის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც ფინანსურ და საგადასახადო სიახლეებზე თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ.

ღონისძიებას დაესწრება 130 ფინანსური სექტორის წარმომადგენელიეს იქნება პანდემიის შემდეგ მთავარი ბიზნეს მოვლენა ფინანსურ სფეროში, რადგან მსგავსი მასშტაბური შეკრება და სიახლეებზე ინფორმაციის გაზიარება არაონლაინ სივრცეში 2020 წლის შემდეგ ამ სფეროს წარმომადგენლებს არ ახსოვთ.

შეკრების მიზანი: პანდემიის შემდგომი გამოწვევები ფინანსური სექტორისთვის; ერთმანეთისთვის საგადასახადო და ფინანსური სიახლეების გაზიარება; ინფორმაციის გაცვლა და ნეთვორქინგია.

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან და ბუღალტრებისგან არის რომელ საბუღალტრო პროგრამას მირჩევთ ამა თუ იმ სფეროში გამოსაყენებლად, რომელს რა უპორატესობა გააჩნია, მუდმივად არის მსჯელობა ამ საკითხის გარშემო. ფორუმი საბუღალტრო კომპანიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას წარუდგინონ მონაწილეებს თავიანთი პროგრამების უპირატესობები, გააცნონ და მიაწოდონ მეტი ინფორმაცია სამომავლოდ მათ პოტენციურ მომხმარებლებს. ფორუმზე ექსპოს სტენდის სახით წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებული  საბუღალტრო პროგრამების წარმომადგენლობა და აუდიტორული კომპანიები, რომლებსაც საშუალება ექნებათ ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნონ საკუთარი მომსახურებების ჩამონათვალი და დაამყარონ პროფესიული ნეთვორქინგი.

SHARE