ჯონათან კოეს ჩაკეტილი წრე

0
2858

ჯონათან კოე ერთ-ერთი პოპულარული მწერალია არა მხოლოდ თავის სამშობლო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მრავალ ენაზეა ნათარგმნი ყველა მისი რომანი, მათ შორის ყველაზე ცნობილებიც: “What a Carve Up!”, “House of Sleep”, “The Rotters’ Club”. ცოტახნის წინ გამოიცა მისი მეთერთმეტე წიგნი, რომელსაც “Number 11” ეწოდება. რაზე წერს ჯონათან კოე, ამას ჩვენს სტატიაში გაიგებთ.

მათ, ვინც პირველად ჯონათან კოეს ნამუშევრებიდან “Number 11”-ს წაიკითხავს, შეიძლება მწერალზე სრულიად არაადეკვატური შთაბეჭდილება დარჩეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “Number 11” რაიმე სახის გამონაკლისია ბრიტანელი მწერლის სხვა ნამუშევრებს შორის. არა, უბრალოდ ეს არ არის კოე, ან კოეს მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, “Number 11” შეიძლება აღვიქვათ, როგორც ბიოგრაფია, უფრო სწორედ ეპიზოდები გოგონა რეიჩელის ბიოგრაფიიდან. მაგრამ, თხრობის გახსნილმა ფრაგმენტირებამ, უცნაურმა ლექსიკამ, სადაც სოციალური გროტესკი ბნელ მისტიკას ერთვის, შეიძლება ორაზროვანი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ.

რეიჩელი თავის ძმასთან ერთად ბებიას ესტუმრა, სადაც ის შეხვდება ქალს ხელზე შევარდენით, პირქუში, შავი კოშკის შემოგარენში. აი ის ისევ აქ არის თავის შავგრემან მეგობარ ელისონთან ერთად, როცა ქალი ისევ მის გზაზე გადაიკვეთება, გოგონების ხელში კი გაურკვეველი ბანქო  საშინელი ობობის სურათებით აღმოჩნდება. ელისონის დედის შესახებ ამბავი კი ასე ჟღერს, წარსულში ცნობილი მომღერალი, რომელიც დათანხმდბა მონაწილეობა მიიღოს პოპულარულ და ცინიკურ რეალურ შოუში (გადარჩენა ველურ პირობებში). გადაღებები ჯუნგლებში მიმდინარეობდა, ერთ-ერთი გამოცდა კი ზუსტად ობობებთან იყო დაკავშირებული. რეიჩელი ახლა სტუდენტია და მისი მასწავლებელი ლორა მას თავისი ქმრის დაღუპვის ამბავს უყვება: ის გარდაიცვალა, მიზნად ჰქონდა ეპოვნა ფილმი “კრისტალის ბაღი”, რომელიც ბავშვობაში ნახა. და აი რეიჩელი უკვე თვითონ ასწავლის მდიდარი არისტოკრატის ოჯახში და ებრძვის მონსტრებს. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ის გაურბის გიგანტურ ობობას. თითოეულ ეპიზოდში ჩანს რიცხვი 11 (სახლის ნომერი, კარადის ნომერი და ასე შემდეგ). ეს მრავალფეროვნება ჩანს, როგორც უცნაური, ისე მიმართული ლიტერატურული ქაოსისკენ.

ამბობენ, რომ მწერალი სინამდვილეში მთელი ცხოვრება წერს ერთ წიგნს, ყვება ერთ ამბავს, თუმცა ყოველ ჯერზე ახლებურად. მონოტონური ავტორების შემთხვევაში, ეს მაშინვე შესამჩნევია (როგორც ტურგენევი). სხვა ავტორების ნაწარმოებებში მთავარი თემის განსაზღვრა რთულია, თუმცა ის არსებითად არ იცვლება. ნაწარმოებთა კრებული მაინც ქმნის ღირებულ სახეს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა საკამათოა, თუმცა ინტუიციური სიმართლე მასში ნამდვილად იგრძნობა. თითოეულ მწერალში ჩვენ აღმოვაჩენთ ნიჭის მრავალფეროვნებას, ან ამოვიცნობთ ერთიანობას, ეს სამყაროს შესწავლის თავისებური საშუალებაა.

ჯონათან კოე სწორედ იმ მწერალთა რიცხვს ეკუთვნის, ვისი მრავალმხრივობაც მაშინვე შესამჩნევია. მარტივად დაინახავთ, რომ მისი რომანი შედგება სხვადასხვა მოვლენებზე ინტერესებისგან, ის მრავალი გემოვნებით იზრდება. აქ არის მუსიკა და პოლიტიკა – ლეიბორისტები და კონსერვატორები, სოციალისტური და ნაციონალური იდეების დაპირისპირება, ბიზნეს და პროფკავშირული მოქმედებები, ფსიქოლოგია და ფსიქოანალიზი, ჟურნალისტიკა და ტელევიზია, სოციალური პრობლემები და მისტიკა, სიზმარი და რეალობა, განუმეორებელი ცხოვრების ძიების გზა.

კოეს რომანი სავსეა სხვადასხვა ხმებითა და ინტონაციებით. ის მარტივად გადადის სოციალური სატირიდან მსუბუქ ირონიასა და იუმორზე, ლირიკიდან გაზეთების ან ჟურნალების ჩვეულებრივ მარცვლიან სტატიებზე, ზეპირი საუბარიდან დღიურზე, ან ეპისტოლარულ სტილზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, კოეს ფესვებშია ბრიტანეთის რომანების ტრადიციები. პირადი  აღიარებით, მას მოსწონს რომანი, როგორც წერის საშუალება და ის ფლობს სიუჟეტის აგების ოსტატობას,  სადუმლოებით, დეტექტიური მოქმედებების განვითარებით.

კოეს არ უყვარს რომანის მონოტონურობა, ის ერთ ტექსტზე თამამად ურევს სხვადასხვა ჟანრებს, თხრობის სხვადასხვა სტილს (როგორც “House of Sleep”-ში). აგრეთვე, რა თქმა უნდა, რთული არ არის დაინახო, რომ მაგალითად, “What a Carve Up!” ღია სატირაა მარგარეტ ტეტჩერის ეპოქაზე, ოჯახის ქრონიკების ელემენტები კი აქ მხოლოდ ხრიკია და ტექსტის ნახევრად პაროდიული გართულება. როდესაც კოეს “Number 11” გვახსენებს უინშოუს ოჯახის წარმომადგენლებს (“What a Carve Up!”-ის მთავარი გმირი)  და წიგნს ამ ოჯახზე, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი რომანის გენეტიკურ და ტიპოლოგიურ მსგავსებას. ის სხვა საქმეა, რომ “Number 11” სატირა ხდება უფრო განრისხებული და უფრო ბნელი. მსოფლიო ბოროტ, მისტიკურ, ბნელ ტონს იღებს, თითქოს სადღაც დაგროვილი მძვინვარება გარეთ ამოხეთქავს. ბოროტი გიგანტური ობობის სახე, რომელიც ლონდონის მიწისქვეშეთის სიღრმეში ცხოვრობს, გვახსენებს ბრემ სტოკერის, ეზოთერული საშინელებათა ოსტატის “ ბუნაგის თეთრ ჭიას”.

“House of Sleep” კი მაგალითად, მკითხველი მაშინვე აღმოაჩენს თავს სრულიად განსხვავებული ბუნების ატმოსფეროში, უცნაურ გრძნობებსა და ურთიერთობებში, ფიზიკურ ქმედებებსა და ჟესტებში. ეს ყველაფერი რომანის უცნაურ წყობაზე მიგვანიშნებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კოეს ტექსტების მთელი კოლექციაა წარმოდგენილი, ერთ-ერთი მისი ნაწარმოები ყველაზე ცნობილია და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ესენია “The Rotters’ Club” და “The Closed Circle” – უკანასკნელი ათწლეულის ბრიტანული ცხოვრების მასშტაბური ქრონიკები. საქმე აქ რომანის მასშტაბურობაში არ არის, რა თქმა უნდა, 1000 გვერდის დაწერა მნიშვნელოვანია (თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო მისი 6 ნაწილად დაყოფა). არც იმაში, რომ კოემ ამ რომანის შექმნა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, შემდეგ მიატოვა და კვლავ დაუბრუნდა, უკვე როგორც ცნობილი მწერალი.

რომანში არის პერსონაჟი, ბენჟამინ ტრეკელი,  რომელიც ცნობილია, როგორც კოეს პირობითი ნაწილის ალტერ ეგო. მორიდებული, მორცხვი, ჩუმი, შებოჭილი, მოკრძალებულად მოსაუბრე ქალებთან, ამიტომ ასეთი ტანჯვითა და ტკბილი ტკივილით განიცდის სიყვარულს. მისი მეგობრები მასში მწერალს ხედავენ და ბენჟამენი ნამდვილად წერს რომანებს. წერს თავის ცხოვრებას. ერთ ეპიზოდში ის გვიჩვენებს მისი დისშვილის სოფის მასალებს, როგორც მომავლის ნამუშევრებს. ეს რამდენიმე ყუთია, ესკიზები, დოკუმენტები. თუმცა ამით ის არ შემოისაზღვრება. ბენჟამინს სურს რომანის ამბავი მუსიკას შეუერთოს. მას სურს შექმნას ახალი, თუნდაც წიგნის ფორმით, რომელშიც მუსიკა და სიტყვები ერთიანი იქნება.

სხვათა შორის, ნათელია, რომ კოე მწერალი-ექსპერიმენტატორის, ჯონსონის შემოქმედებითი გამოძახილი იყო, რომელზეც მან მონოგრაფია დაწერა. ის ამაში ქაოსის დაძლევის საშუალებას ხედავს: “მსოფლიო, რომელშიც ბენჟამენი ცხოვრობდა, თავად მას ეს სამყარო გაუგებარი ეჩვენებოდა. – ეს აბსოლუტურად დიდი, რთული, მოუწესრიგებელი, ადამიანური ურთიერთობების დაუსრულებელი თამაში, პოლიტიკური, კულტურული, ისტორიული ურთიერთობები. როგორ შეიძლება ოდესმე იმედოვნებდე, რომ ამას შეეგუები? სხვა საქმეა მუსიკა. მუსიკაში ყოველთვის არის აზრი. რომელსაც ის იმ საღამოს უსმენდა, იყო გამჭვირვალე, ცოდნით, გონებით, იუმორით, ოცნებით, ენერგიითა და იმედით შესრულებული. მან მსოფლიოს შეცნობა ვერ მოახერხა, ხოლო ასეთი მუსიკა მას ყოველთვის ეყვარება”.

ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც კოეს აღელვებს. ცხოვრება უსასრულო რაოდენობის შემთხვევების, მიზეზებისა და შედეგებისგან შედგება. ერთი მოვლენა წარმოშობს მეორეს, რომლის შედეგმაც შეიძლება დიდი ხნის შემდეგ მოახდინოს გავლენა. პირადი ინტერესები, შეხედულებები, ქმედებები ქმნის ცხოვრების ქსოვილს. არსებობის ზოგად ნაკადს. როგორ გავუმკლავდეთ ურთიერთობებსა და მიზეზებს? სად არის ღმერთი, ეტალონი, კრიტერიუმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიდეთ ჭეშმარიტებამდე, განვსაზღვროთ აბსოლუტური სიმართლე, გავარჩიოთ მართალი დამნაშავისგან? სამყარო ბრუნავს, წრე იხურება და ადამიანი იგივე გაურკვევლობაში რჩება. ირიბ მზერას მხოლოდ მოწმედ ყოფნა შეუძლია და არა გადაწყვეტილების მიღება. როდესაც საუბარი ობიექტურ მიზეზზეა. აქ ძნელია რაიმე გაიგო.

სხვა საქმეა სუბიექტური მზერა, რომელსაც მხედველობაში არა აბსტრაქტული კანონები აქვს, ხოლო კონკრეტული ადამიანი და მისი პასუხისმგებლობები: “თუ კარგად დაფიქრდები, – ამბობს რომანის ერთ-ერთი გმირი, – ყველას აქვს მიზეზები. ყველა ქმედება ნებისმიერი ადამიანური არსებისა სხვის მიმართ, გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ვიღაცამ როდესღაც მიიღო, არის პირდაპირ შემსრულებელი, ან სხვა ვინმე, ოცი, ოცდაათი, ორასი ან ორი ათასი წლის წინ, ან უბრალოდ გასულ პარასკევს”.

თუ ეს ყველაფერი მხედველობაში გექნებათ, “Number 11” არც  ისე უცნაურად მოგეჩვენებათ. მეტიც, თქვენთვის ის უფრო მოულოდნელი, სინკოპიკური და არაჰარმონიული ვარიაცია იქნება თემაზე, რომელიც კოუს ყველაზე მეტად აღელვებს.