თურმე ახალი წელი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს

0
11

დიახ ახალი წელი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს ) ყველას ჭირდება ფსიქოანალიზი მათ შორის ახალ წელსაც.

დავიწყოთ იმით, რომ საახალწლო ზეიმს საფუძვლად უდევს ძველი წარმართული დღესასწაული – მზებუდობა ანუ გრძელი ღამიდან გამოსვლა (20-23 დეკემბერს მზე ჰორიზონტიდან მინიმალურ სიმაღლეზეა). მაშინ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამას აკეთებდნენ ღმერთები. ამიტომაა მსხვერპლთშეწირვა, რიტუალები, საზეიმო ატმოსფერო და ყველა სახის სურვილების ჩათქმა.

აქედანვე განვითარება ჰპოვა ყოფითმა ტრადიციებმა – სანთლები, მაქსიმალური განათება, სხვადასხვა ფერები და ა.შ. ყოველივე ამას ორი მიზანი ჰქონდა. რელიგიური – დავხმარებოდით ღმერთებს ყველაფერი გაანათონ და ფსიქოლოგიური, რათა გადავიტანოთ ძალიან ცივი, ბნელი და გრძელი ზამთარიდან გამოწვეული დეპრესია. საახალწლო არდადეგები მაშინაც ხანგრძლივი იყო, რადგან გლეხებს ზამთარში ბევრი საქმე არ ჰქონდათ.

შემდეგ ქრისტიანობამ წაართვა დღესასწაული წარმართებს. სინამდვილეში ეს არის არა მზის და მიტრას, არამედ იესო მაცხოვრის შობის დღესასწაულიო. მერე ბიუროკრატებმა არიეს ყველაფერი. ავღნიშნავდით სხვადასხვა კალენდარით, ზოგჯერ 1 იანვარს, 14 იანვარს, 22 დეკემბერს, 25 დეკემბერს (მე პირადად 31 მაისს აღვნიშნავ🙂). შემდეგ მოვიდნენ დიდი კომპანიები და წაართვეს დღესასწაული ქრისტიანობას. მათ თქვეს – ეს იქნება საჩუქრების და გაყიდვების დღესასწაული.

ფსიქოლოგიური მიზეზი კი დარჩა და ძალიან განვითარდა – რაც შეიძლება მეტი ცეცხლი, შუქი და ფერი, რათა შემცირდეს დეპრესია ძალიან გრძელი ღამეების, ძალიან ცივი ამინდისა და ძალიან ხანგრძლივი მუშაობისგან, რადგან ზაფხულიდან ძალიან დიდი დრო გავიდა და ზაფხულამდე კიდე ძალიან დიდი დროა!

შედეგად ჩვენი ახალი წელი არის რელიგიის, ფსიქოლოგიის და მარკეტინგის კომბინაცია.

თუმცა დღესასწაული მაინც დღე სასწაულია – სასწაულის მოლოდინი, რომელსაც მაინც ყველა ელის ბავშვიც, პენსიონერიც, პრეზიდენტიც და უმუშევარიც.