5 ფსიქოლოგიური ჩვევა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ბედნიერების მიღწევაში

0
303

5 ფსიქოლოგიური ჩვევა, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ბედნიერების მიღწევაში და ცხოვრებით ტკბობაში.

პროკრასტინაცია. ეს არის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების მუდმივი გადადების ტენდენცია, რაც ზრდის ცხოვრებისეულ პრობლემებს და იწვევს მტკივნეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს. პროკრასტინაცია არ უნდა აგვერიოს სიზარმაცეში – ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს. აქ მნიშვნელოვანია მისი გააზრება და მასზე სერიოზული მუშაობა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გადაჭარბებული თვითკრიტიკა. საკმაოდ ცუდი ჩვევაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს თვითშეფასებას. ჯობია არ ითვალოთ და მითუმეტეს იგლოვოთ თქვენი შეცდომები – უმჯობესია კონცენტრირება მოახდინოთ თქვენს წარმატებებზე და ძლიერ მხარეებზე.საკუთარი თავის სხვებთან შედარება იცოდეთ სხვებთან შედარება არასდროს არის ჯანსაღი საქციელი. ამის მაგივრად თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისათვის, რომ აჯობოთ საკუთარ თავს. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ და განაგრძეთ წინსვლა უფრო სწრაფი ტემპებით.

საკუთარი თავის სხვებთან შედარება. იცოდეთ სხვებთან შედარება არასდროს არის ჯანსაღი საქციელი. ამის მაგივრად თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისათვის, რომ აჯობოთ საკუთარ თავს. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ და განაგრძეთ წინსვლა უფრო სწრაფი ტემპებით.

საკუთარი საზღვრების უპატივცემულობა. საზღვრების დადგენა და მათი დაცვა მნიშვნელოვანია დაღლილობის, ტოქსიკური ურთიერთობების, ზედმეტი მუშაობისა და გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. აუცილებლად უარი თქვით იმაზე და იმათზე, რაც არღვევს თქვენს საზღვრებს და დისკომფორტს გიქმნით.

საკუთარი ემოციების და გრძნობების იგნორირება. ჩათვალეთ პირდაპირი გზაა ქრონიკული დაავადებებისკენ, რადგან შეუგრძნობელი ემოცია ჩვენს არსად მიდის. ის უბრალოდ ჩვენს ქვეცნობიერში ილექება და იქიდან გვიქმნის პრობლემებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ემოციების გაცნობიერება: მივიღოთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.