მენეჯერთა ასოციაცია – მენეჯმენტის მომავალი საქართველოში

0
89

საქართველოში 2021 წელს ჩამოყალიბდა მენეჯერთა ასოციაცია. ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს საქართველოში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ მენეჯერებს, ასოციაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა დარგის მრავალი პროფესიონალი მენეჯერი. ასევე ასოციაციის პარტნიორები გახდნენ საქართველოში მოღვაწე თავიანთ სფეროში ცნობილი ბრენდები და წარმატებული კომპანიები, რაც ასოციაციის მომავალი საქმიანობის წარმატებულ პერსპექტივებს უყრის საფუძველს.

მენეჯერებთა ასოციაციის საქმიანობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მენეჯმენტის სფეროს განვითარებას და მენეჯერების საზოგადოების პროფესიულ განვითარებას, სოციალურად პასუხისმგებელ ბიზნეს სტანდარტებზე გადასვლას, მენეჯერთა პროფესიული დონის ამაღლებას, მათი უფლებების დაცვას, მსოფლიოს საუკეთესო მენეჯმენტის პრაქტიკის გავრცელებას და ადაპტირებას საქართველოში, ასევე მენეჯერებს შორის ნეთვორქინგის დამყარებას და სახელწიფოებრივად ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საწარმოს, ინდუსტრიასა თუ საკუთრების ფორმას წარმოადგენენ მენეჯერები.

მენეჯერთა ასოციაციას დაგეგმილი აქვს მრავალი აქტივობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის:

  • ასოციაციის წევრთა და სხვადასხვა რგოლის მენეჯერთა საერთო ინტერესების დაცვისათვის.
  • მენეჯერთა პროფესიული დონის ამაღლებისათვის, სხვადასხვა პროგრამების შემუშავების და იმპლემენტაციის გზით. მათ შორის, მაღალკვალიფიციური აკადემიური პროგრამების შემუშავებასა და დახვეწას მენეჯერთათვის, რეგულარული სასწავლო პროგრამების დაფინანსებასა და ზედამხედველობას;
  • მენეჯერთა პროფესიის პოპულარიზაციის და დაფასების ხელშეწყობისათვის სხვადასხვა პლატფორმების დაარსებას.
  • წარმოადგინოს და გამოხატოს თავისი წევრების და ასოციაციაში გაწევრიანებული მენეჯერების ლეგიტიმური ინტერესები სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • წარადგენოს წინადადებები სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში მენეჯმენტის სფეროს განვითარების საკითხებზე;
  • მიაწოდოს ასოციაციის წევრებს ეკონომიკურ სექტორში, კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია
  • ორგანიზება გაუკეთოს კონფერენციებს, სემინარებს მენეჯერებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
  • ხელი შეუწყოს საქართველოში საკანონმდებლო სფეროს რეფორმის განხორციელებას;
  • შეიმუშაოს და დანერგავს საერთო ნორმები და სტანდარტები თავისი წევრებისათვის სერთიფიკატების გასაცემად;
  • შექმნას ასოციაციის მიზნობრივი ფონდები ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ასოციაციის საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და სოციალური გარანტიების განსახორციელებლად;
  • გააერთიანოს მენეჯერების, ასოციაციის წევრების ინტელექტუალური და მატერიალური რესურსები მათი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შესაქნელად;

ასოციაციას აქვს თავისი საიტი, სადაც განთავსდება ძირითადი ინფორმაცია და სიახლეები: managers.ge

SHARE