NATO-სა და რუსეთის სარაკეტო სისტემების რუკა

0
2830

 

გამოცემა The National Interest-მა გამოაქვეყნა რუსეთისა და NATO-ს სტრატეგიული სარაკეტო სისტემის ინტერაქტიული რუკა. რუკაზე, რომელიც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტებმა მოამზადეს ვაშინგტონში, მონიშნეს რაკეტის “ბუშტები”, რომლებიც გვიჩვენებს სხვადასხვა ტიპის იარაღების დარტყმის მანძილს ევროპაში.

რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ რუსული იარაღის დარტყმის მანძილი, რომელიც განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების განადგურებისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზღვაო შეიარაღება, რომლებიც განლაგებულია რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც გამოცემა განმარტავს, რუკა არ შეიძლება ჩაითვალოს ყოვლისმომცველად, ამას გარდა, საზღვაო იარაღების მდებარეობა მასზე ფიქსირებულია, თუმცა რეალური კონფლიქტის სიტუაციაში მათი ადგილმდებარეობა შეიძლება შეიცვალოს.

რუკაზე ასევე ნაჩვენებია NATO-ს საზღვაო იარაღების მოქმედების მანძილი და სადესანტო პორტების ადგილმდებარეობა, რომელშიც ალიანსს შეუძლია მიიღოს გაძლიერება ზღვიდან ან ჰაერიდან.

მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გამოცემა ასკვნის, რომ სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და NATO-ს შორის იქნება ქაოტური, ძალადობრივი და კოშმარული.

The National Interest გვახსენებს, რომ გასულ კვირას პოლონეთში ჩამოვიდა 3.5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, NATO-ს სამხედრო კონტიგენტის გაძლიერებისა და ჯარისკაცთა როტაციის ფარგლებში, რომელთა დავალება მოიცავს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას. თუმცა, გამოცემა თვლის, რომ რეალური კონფლიქტის შემთხვევაში, ასეთი რაოდენობის მებრძოლებსაც კი შეიძლება შეექმნათ პრობლემები აღმოსავლეთისკენ მოძრაობისას.