ცოტა ხნის წინ, ფრანგი პოლიტიკოსების რელიგიურ-მომლოცველთა დელეგაციასთან შეხვედრისას რონა-ალპების რეგიონიდან, რომის პაპმა ფრანცისკმა ბრძანა მნიშვნელოვანი სიტყვა: თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა ვერ უნდა დარჩეს ილუზიად, ეს ფასეულბები უნდა განიხილებოდნენ მათ ტრანცენდენტულ საფუძვლებთან კავშირში. დღეს აუცილებელია დებატები “საზოგადოდ მიღებულ ფასეულბებისა და ორიენტირების” გარშემო და ქრისტიანები არიან მოწოდებულნი, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ დებატებში თანასწორად სხვა რელიგიის წარმომადგენლებისა და ყველა კეთილმოსურნე ადამიანისა, რომელთა რიცხვში ურწმუნონიც არიან. პაპმა სიტყვა ლოცვით დაასრულა, რწმენთ ქრისტეს საქმეში მყოფი პოლიტიკოსებისა, ქრისტესი – “ჩვენი იმედისა და შრომის წყაროსი” – საერთო სარგებლის მსახურებაში.
შემთხვევით გამოვიდა ეს თუ შეგნებულად, ფრანცისკის აპელაცია ზუსტად საფრანგეთის მოსახლეობისთვის ატარებს ნიშნულ ხასიათს. ვინაიდან მეტაფიზიკის პოლიტიკიდან და მსოფლიოდან გაძევების პროცესის სტარტი, ჩვენი სოციალური ცხოვრების საფუძველია და ეს საზოგადოებას მიეცა დიდი ფრანგული რევოლუციით, რომელმაც უარყო უფალი და ყოველგვარი ღვთიური, როგორც წყარო ჭეშმარიტებისა და ძალაუფლებისა და ჩაანაცვლა იგი “ხალხით”, ამ ხალხმა, ანუ ახალმა ელიტამ იპოვა კაცობრიობის განვითარების საფუძვლები ძლიერებაზე დაყრდნობით და მსოფლიო ძალა თავიანთი პარტიული პროგრამებით, იდეოლოგიებით, სოციოლოგიური და ფილოსოფიური კონცეფციებით, რომლებიდანაც ისინი თავიანთი მმართველების გამართლებას “წურავდნენ”.
მაგრამ ქრისტიანებს არ შეიძლება არ ახსოვდეთ იერუსალიმში შემდგარი საუბარი უფალსა და მეფის ნაცვალ პილატეს შორის. მოვიყვანოთ ის იოანეს სახარებიდან, 18: 33-37: “როდესაც პილატე კვლავ შევიდა პრეტორიაში, მოუწოდა იესოს და ჰკითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესომ მიუგო მას: ამას შენ ბრძანებ თუ სხვებმა გიამბეს ეს ჩემს შესახებ? პილატემ უპასუხა: მე ვარ იუდეველი? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი მე; რა ჩაიდინე? იესომ უპასუხა: ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის, თუკი ჩემი სამეფო ამ ქვეყნიური იქნებოდა მაშინ მოციქულნი ჩემი იბრძოლებდნენ ჩემთვის, რათა არ აღმოვჩენილიყავი იუდეველთა ხელში, მაგრამ ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის. პილატემ მიუგო: და მაინც, შენ მეფე ხარ? იესომ უპასუხა: შენ იძახი, რომ მე მეფე ვარ. მე იმისთვის დავიბადე და მოვევლინე მსოფლიოს, რომ ვიქადაქო ჭეშმარიტება, ის ვინც ეძებს ჭეშმარიტებას, ისმენს ჩემს ხმას.”
მას შემდეგ ზოგიერთმა ეკლესიამ სიტყვები “სამეფო ჩემი, არ არის ამქვეყნიური” მიიღო, როგორც მითითება იმისა, რომ საუბარია არაამქვეყნიურ სამეფოზე და რომ მათი ვალია გახდნენ კავშირი ამ ორ სამყაროს შორის, საიდანაც მართალნი და ღირსნი აღორძინდებიან. მაშასადამე, ასეთი ეკლესიების იდეა არ იყო ისეთი ყოველდღიურობის მოწყობა, როგორსაც ქრისტე ქადაგებდა, საუბარი იყო ამა თუ იმ ადამიანის პერსონალურ ასოციაციაზე სამუდამო ცხოვრებასთან დაკავშირებით.
თუმცაღა, რატომ უნდა ყოფილიყვნან ეს ქრისტიანები, რომლებიც ვერ დაეუფლნენ ქრისტეს გზაზე ცხოვრებას ჩვენს სამყაროში, გამოსადეგნი აღზევებისთვის? მაგრამ ჩვენ ვიტყვით მეორეს. ჩვენი აზრით, ქრისტეს აღნიშვნა “ჩემი სამეფო ამქვეყნიური არაა”, მითითებაა წარმოშობის, ღვთიური ცნების, წყაროზე, იყო ახსნა იმისა, თუ საიდან იყვნენ ისინი და რატომ უნდა უნდა გვქონოდა მათი ნდობა, მაგრამ ამავდროულად – გამორკვევა, რომ საკუთარი მიწიერი ცხოვრების აწყობა საჭიროა ამ ცნებების მიხედვით, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიო სარგებელს აქ და ახლა.
ჩვენი დღევანდელობის შესაბამისად და ამაზე საუბრობს პაპი ფრანციკიც ანუ ხსნის განხსვავებას ჯანსაღ ნათელსა და ლაიციზმს შორის, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შესაძლოა იყოს სხვადასხვანაირად დაშორებული რელიგიისგან, თუმცა არ შეუძლიათ არ შეუშვან ქრისტანობა ადამიანთა ყოველდღიურობაში, რომელიც გვევლინება ყველა დონეზე – პირად და საზოგადო, პოლიტიკის ეკონომიკისა და სხვა მრავალის ჩართვით.
ამერიკული გამოცემის American Conservative – ის მიმომხილველი როდ დრეიერი აღნიშნავს: “ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი პოლიტიკა მოიცავდეს რაიმე აზრს, ირეკლავდეს იმის შეგრძნებას, რომ არსებს რაღაც მეტი. მოკლედ, რომ ვთქვათ ერთხელ (როგორც ჩანს კირკმა) თქვა, ყველა პოლიტიკური პრობლემა – თავის მხრივ რელიგიური პრობლემებია” მაგრამ ლიბერალ-დემოკრატიული დასავლეთი, რომელიც არც ერთხელ არ გამხდარა ქრისტიანობის წარმოშობის ერთ-ერთი ცენტრი, უკვე ვეღარ უმკლავდება პოლიტიკურ იდეას, ამბობს პოლონელი კათოლიკოსი, ფილოსოფი რიშარდ ლეგუტკო.
ამიტომ პაპი ფრანცისკი ხნის თუ, როგორ უნდა შევიძინოთ აზრი, როგორ მოვირგოთ თავისუფლების ფასეულობა, თანასწორობა და ძმობა ადამიანური განვითარებით, საჭიროა დავუბრუნოთ მათ მათი ტრანსცენდენტული საწყისები, დავაბრუნოთ მსოფლიოსა და პოლიტიკაში მეტაფიზიკა. ამას განსაზღვრული ძალები დასჭირდება, მათ შორის ეკლესიის მხრიდან. თავისუფლებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც არჩევანის შესაძლებლობას, ქრისტიანული ღვთისმეტყველება ამბობს, რომ ადამიანი დგას ცუდის და კარგის გაკეთების არჩევნის წინ, ხოლო ეკლესიის დანიშნულებაა მისი განწმენდა, რათა არჩევანი ხშირად სიკეთის სასარგებლოდ იყოს, მაგრამ იყო იესო “თავისუფალი” ამ გაგებით? არა, რთული წარმოსადგენა, რომ მას შეეძლო ბოროტების არჩევა. ამიტომ თავისუფლება ეს შესაძლებლობაა მიჰყვე ადამიანის ძირითად ბუნებას, ღვთის სახესა და მსგავსებას, ფლობა სხვა უცხო ძალების ზემოქმედების აფსოლიტური იმუნიტეტისა. ამ გაგებით თავისუფალი ადამიანი სჩადის მხოლოდ სიკეთეს, კატეგორიულად, ყოველგვარი არჩევანის გარეშე.
ორზე მეტმა საუკუნემ, რომელმაც განვლო საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, აჩვენეს, რომ კაცობრიობამ მთლიანობაში, არ აქვს რომელიმე ხალხს გამოყოფილად მნიშვნელობა, ვერ შეძლო საერთო სარგებლის მომუშავე მოდელის ფორმულირება. ქრისტეს ქადაგება გორაკზე იკავებს ფურცელს. დეკლარაციები, კოდექსები, რეგულაციები, შენიშვნები და კომენტარები აქტზე, ადამიანის გონების პროდუქტები – დროა ისინი მოვიშოროთ რათა უფრო მსუბუქად ვიაროთ ცხოვრებაში. ის რასაც ახლა 80 წლის პონტიფიკი აკეთებს ამ მიზანს ემსახურება – შეამსუბუქოს ყოველდღიური არსებობა, მთავარზე კონცენტრირებით, მეორე ხარისხოვანის უგულვებელყოფით. მეტაფიზიკის მსოფლიოსა და პოლიტიკაში დაბრუნებით, პაპი ფრანციკი ანახებს, რომ კაცობრიობას აქვს მომავალი, აქვს ისტორია, ის არ მთავრდება და ჩვენ კიდევ შეგვიძლია ბოროტებასთან ბრძოლა.