საშუალო ასაკის კრიზისი – ქალები და მამაკაცები

0
4216

ის, რომ 35 წლის შემდეგ ადამიანს შეიძლება დაემართოს საშუალო ასაკის კრიზისი ყველას გვსმენია. განსაკუთრებით თამანედროვე სტრესულ სამყაროში, ხალხს უფრო და უფრო მეტად უჭირს ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება. ეს კი ხშირად, ცხოვრების შუა ნაწილში დეპრესიების და იპოჰონდრიის მიზეზი ხდება.

საშუალო ასაკის კრიზისი გულისხმობს ფასეულობების, მიზნების, აზრების და საკუთარი წარსულის გადაფასებას, სხვაგვარად გააზრებას, საკუთარი მიღწევების შეფასებას და შედეგად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო განცდებს. ამ სახის «ინვენტარიზაცია» საბოლოოდ ყველა ჩვენგანს უწევს. ეს არც თუ მარტივი პერიოდია და სჯობს მას მომზადებული შეხვდე.

რა გვაიძულებს გადავაფასოთ ცხოვრებისეული ღირებულებები ?

ცხოვრებისეული ღირებულელების გადაფასებას ადამიანს მრავალი ფაქტორი აიძულებს: განცდები, რომლებიც ბავშვების გაზრდასთანაა დაკავშირებული, მშობლების დაბერება და ცვლილებები საკუთარ გარეგნობაში, პრობლემები ურთიერთობებში, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა საკუთარი სამუშაოთი და სხვა. ასევე, საკუთარი მიღწევების შედარება იმასთან, თუ რას მიაღწიეს ყოფილმა ჯგუფელებმა ან ნაცნობებმა. ზოგიერთი ამ შემთხვევაში თავს “ლუზერად” გრძნობს, რომელმაც ყველა შანსი გაუშვა ხელიდან. შედეგად წარმოქმნება იმედგაცრუება, წყენა და შიში.

საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს აქცენტი ძირითადად კეთდება კარიერულ წინსვლასა და წარმატებაზე, ხოლო თავად წარმატების ნორმის საზღვრები საკმაოდ პირობითია.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც გარემო ბევრად უფრო სტრესულია, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო გამოკვეთილ ხასიათს იღებენ, ვიდრე ადრე იყო. ბოლო წლების განმავლობაში ფსიქიკური დარღვევების  რეგისტრირების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა — აქ საუბარი არაა შიზოფრენიას, ბიპოლარულ და სხვა მძიმე დარღვევებზე. საუბარია ნევროტიკულ დარღვევებზე: ადაპტაციის, სტრესზე რეაქციის, დეპრესიულ-შფოთვით დარღვევებზე. მათ შორის საშუალო ასაკის კრიზისი ბევრად მძიმედ გადაიტანება.

მედიცინაში არ არსებობს ტერმინი — «საშუალო ასაკის კრიზისი»

მედიცინა აღიარებს კლინიკურ გამოვლინებებს, რომლებიც მას ახლავს. მაგალითად, დეპრესიული ან შფოთვითი სინდრომი. თუმცა ფსიქოლოგებისთვის ის საკმაოდ კონკრეტული ცნებაა, რომლის ინტერპრეტირებაც ყოველთვის ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის, საშუალო ასაკის კრიზისი გამოიხატება “მცირეოდენ ბუზღუნში” ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო, ხოლო მეორეთათვის ის შეიძლება გამოიხატებოდეს ღრმა დეპრესიულ-შოთვით მდგომარეობაში და საკუთარი შეუმდგრადობის და უმიზნო ცხოვრების ეგზისტენციალურ განხცდებში.

როგორ იწყება ეს პერიოდი

იმ შემთხვებების გარდა, როდესაც ტრიგერად შოკი ან რაიმე სტრესი გამოდის, კრიზისი თანდათანობით დგება. იწყება ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანება წვრილმანებზე, შეფასებებში კატეგორიულობა, იმატებს შფოთვა, იზრდება შინაგანი დაძაბულობა, დაღლილობა, შესაძლოა დაირღვეს ძილი. თავში არასასიამოვნო ფიქრები მოდის, ვიწროვდება ინტერესთა წრე, მრავალი საკუთარ თავში იკეტება, და ვერც კი ამჩნევენ, რომ რაიმისადმი სიხარულის უნარიც კი დაკარგეს.

კრიზისი თუ შესაძლებლობა

ჩინურ და იაპონურ ენებში სიტყვა კრიზისი, შედგება ორი იეროგლიფისაგან – «საფრთხე» და «შესაძლებლობა». ამ დროს საჭიროა გავცეთ საკუთარ თავს პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე. ვინ ვარ და რა მინდა ცხოვრებაში? მიზნის მისაღწევად თუ ვაკეთებ ყველაფერს? პასუხისმგებლობას ხომ არ ვაკისრებ სხვებს, იღბალს ან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წყობას? ზუსტად ამ დროს უნდა მოვიხედოთ უკან და გავიხსენოთ რა გადავდეთ შემდეგისთვის ან რას ვივიწყებდით გამუდმებით. და ბოლოს და ბოლოს გავაკეთოთ ეს. ყოველი ფსიქოლოგიური კრიზისი გვაძლევს შანსს რაიმე შევცვალოთ. მას შეუძლია საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ცხოვრების აღქმის ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვიყვანოს.

რატომ მხოლოდ მამაკაცები?

მამაკაცი ისტორიულად იყო — მომპოვებელი, არჩენდა ოჯახს, რაც ყოველთვის იწვევდა დაღლას. განსაკუთრებით თუკი ურთიერთობები არასტაბილურობას განიცდიან ან არ არის მატერიალური სტაბილურობა. ზოგჯერ ეს გამოხატვას პოულობს: ოჯახიდან წასვლაში ან აგრესიულ ქცევაში.

და ქალები?

შეცდომით მიიჩნევა, რომ ქალებს უფრო იოლად გადააქვთ საშუალო ასაკის კრიზისი. უბრალოდ ისინი სხვანაირად განიცდიან ამას. პირველ-რიგში, მათი განცდები დაკავშირებულია ძირითადად გარეგნობასთან, და ყველაზე მძაფრად ისინი გარეგნულ ცვლილებებს განიცდიან. განსაკუთრებით განცდები მძაფრდება, თუკი ქალები ვერ აწყობენ პირად ცხოვრებას.

მეორეც, ქალები კაცებზე უფრო მწვავედ განიცდიან ოჯახის, ბავშვების არ არსებობას, რადგან ქალბატონების ფერტილობის პერიოდი შეზღუდულია.

მესამეც, ქალები, თავიანთი ემოციონალური მოწყვლადობის გამო, უფრო ძნელად იტანენ ღალატს, ეს ეხება არა მარტო ოჯახურ, არამედ მეგობრულ, ნათესავურ ან ბიზნეს ღალატს.

მეოთხეც, ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი თავის რეალიზება, ვერ იპოვეს თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ამ ქალებს, მამაკაცებზე არანაკლებ აწუხებთ თვითრეალიზაციის საკითხები.

რა უნდა გააკეთო თუკი გრძნობ, რომ არასწორი გზით მიდიხარ?

ამ დროს ძალიან  მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და სხვა ადამიანის გვერდში დგომა. მარტოხელა ადამიანებს ყველაზე რთულად გადააქვთ მძიმე პერიოდები. აქ მნიშვნელოვანია გვერდით გიდგეთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეხედოთ თქვენს მდგომარეობას და ადეკვატუტად შესაფასოთ ის, აღმოაჩინოთ ნამდვილი პრობლემები და მალული ფსიქოლოგიური კომპლექსები, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება, მოგცენ საჭირო რჩევა და  დაგეხმარონ იპოვოთ თქვენი გზა ამ ცხოვრებაში.

სამწუხაროდ, კრიზისების დროს ადამიანი ძირითადად მარტო რჩება თავის თავთან. ის ამჯობინებს თავის თავში ჩაკეტვას, ფიქრობს რა, რომ თავად ყველაზე კარგად უწყის რა სჭირს და თავადვე ყველაზე უკეთეს გამოსავალს ნახავს. ეს ყველაზე მცდარი ნაბიჭია, რაც კიდე უფრო ართულებს მის მდგომარეობას. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახლობლების მხარდაჭერას, თუმცა მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა მხოლოდ მხარდაჭერაზე არ არის დამოკიდებული, აქ შესაძლოა საჭირო გახდეს კვალიფიციური ფსიქოლიგის დახმარებაც. ამ სიტუაციაში არ არის საუბარი ფსიქიატრზე, მხედველობაში მაქვს, მხოლოდ პიროვნული განვითარების და კორექციის საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგი, რომელიც დაგეხმარებათ მიაკვლიოთ ბრობლემის არსს და დაიბრუნოთ საკუთარ თავში რწმენა.

ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეუძლიათ ძალინ ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული პიროვნებაც კი ჩააგდოს კრიზისში, ამიტომ მნიშვნელოვანია კრიზისის პირველსავე გამოვლინებისას მზად იყოთ მასთან გასამკლავებლად.