ჩვენ უფრო ხშირად და ხშირად გვესმის მოქალაქეების მიერ სისასტიკის გამოვლინებებზე და თანაგრძნობის უქონლობაზე. ფსიქოლოგები გვესაუბრებიან ყოველივე ამის მიზეზებზე. ბოლო დროს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და სოციალური ქსელები, სულ უფრო ხშირად ყვებიან ადამიანების სასტიკ და აგრესიულ ქმედებებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სოციალური ქსელები გადავსებულია ვიდეო კადრებით მოსწავლეთა სასტიკ ჩხუბებზე. ამასთან, არამხოლოდ ბიჭებს შორის, არამედ სულ უფრო ხშირად და ხშირად გოგონებს შორის. გაბოროტებულობის გარდა საზოგადოებაში ნათლად ჩანს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის უქონლობა. დამახასიათებელად გადაიქცა ისეთი შემთხვევები, როდესაც კონდუქტორებს ყინვაში გზებზე გამოუყრიათ ბავშვები ტრანსპორტიდან, რადგან მათ არ ჰყოფნიდათ ფული ბილეთის შესაძენად. ამასთან ერთად სხვა მგზავრები არ ექომაგებოდნენ მათ.
ზოგიერთი მოსახლეობის გაბოროტებას არსებული სოციალურ ეკონომიკური კრიზისით ხსნის, 90-ანი წლების თავზე ხელაღებულობის ატმოსფეროს გავლენით. სხვები თვლიან, რომ 90-ანები არც არასდროს გამქრალან ქართველების შეგნებიდან, უბრალოდ ინტერნეტმა მოგვცა საშუალება სულ უფრო ხშირად გავცნობოდით ასეთ ფაქტებს და ბოლოს, მესამე დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ძველ პრობლემებს დღეს ემატება ინტერნეტიზაციის შედეგები. ბავშვებს დაავიწყეს წიგნები და კეთილი მულტფილმები, რაც ატროფირებას უკეთებს ბოროტებისა და კეთილის გაგებას.
სოციალურ ეკონომიკურმა კრიზისმა გაამძაფრა ცხოველური ინსტიქტები ადამიანებში, მიიჩნევს ფსიქოლოგები, მაგრამ როგორც განაცხადა ერთმა ექსპერტმა, ადამიანს შეუძლია დათრგუნოს თავის თავში მსგავსი მოწოდებები “კრიზისის მოსვლასთან ერთად მუშაობას იწყებენ ფსიქოლოგიური დაცვის სისტემები, რას გვეუბნება ჩვენ ბუნება? როდესაც ჩვენ განვიცდით სტრესს – დაარტყი ან გაიქეცი, ესე იგი ან განიცადე აგრესია ან განერიდე სიტუაციას. ბუნებვრივია, როდესაც ადამიანი სულ უფრო და უფრო უახლოვდება თვით გადარჩენის სიტუაციას, იგი ეშვება საბაზისო ცხოველური ინსტინქტის რეაქციამდე სტრესზე: ავლენს აგრესიას ან უგუვლებელყოფს მას”. ყოველივე ეს ბუნებრივი რეაქციებია კრიზისულ პერიოდში, მაგრამ მათი დაძლევა შესაძლებელია. “სულიერი ძალები და ინტელექტუალური განვითარება აძლევს ძალას ადამიანს და უქმნის პირობებს, რომ ასეთ სიტუაციებშიც კი იყვნენ სულგრძელნი და კეთილნი. ძნელია შეინარჩუნო კარგი მახასიათებლები კრიზისის პირობებში.” – დარწმუნებულია ფსიქოლოგი. აგრესიული ქცევა ან არათანაბარი ცივი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ დამახასიათებელია საზოგადოებრივი კრიზისის პერიოდებისთვის. ასეთ პერიოდს ვადევნებთ ჩვენ თვალს ახლაც თვლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოცენტი ირინა პისარენკო “ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები თავის თავს ავლენენ უფრო ნათლად, როდესაც არსებობს ზემოქმედების რაიმე გარე ფაქტორი ადამიანების გრძნობათა გამოვლენის ინტენსივობა იზრდება, ყველასთან სხვა და სხვა გვარად. შედარებით უფრო აქტიურ ადამიანებს ხშირად სტრესი აგრესიულობის გადმოფრქვევის საშუალებით გადააქვთ. ადამიანები რომელთა რეაქცია გარე კონტაქტების შეზღუდვაზე მუშაობს კიდევ უფრო “ჩაკეტილები” ხდებიან არაფერი არ უნდათ გარდა იმისა, რომ შეინარჩუნონ ბალანსი თავის შიგნით და არ გამოავლინონ არავითარი აქტიურობა.” – ახსნა ირინა პისარენკომ. კრიტიკულ სოციალურ პირობებში პოზიტიური ინფორმაციის უკმარისობას განიცდის. ვერ პოულობს იგი მას ვერც მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში და ვერც სოციალურ ქსელებში. “ნებისმიერ ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში სჭირდება საყრდენი და იგი უნდა იყოს პოზიტიური. ასეთ სიტუაციებში დიდად მნიშვნელოვანია ადამიანს დავანახოთ სინათლე გვირაბის ბოლოში, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა და თუკი ადამიანს დარჩა რაიმე რესურსები აზრი აქვს მათ შიდა და გარე სიძნელეების გადალახვაზე დახარჯვას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეეძლოთ შეევსოთ ამ საყრდენთა დეფიციტი, თუკი მათში იქნებოდა მეტი პოზიტიური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სძლევენ ადამიანები პრობლემებს, რომ არიან უბრალოდ კარგი ადამიანები, რომლებიც კრიზისისა და სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმების მიუხედავად კეთილ საქმეებს აკეთებენ. სწორედ ეს აძლევს ადამიანებს რწმენას, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება და მათზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა: როდესაც ყველაფერი ცუდადაა იწყებენ უფრო ცუდი სიტუაციების გამოძებნას და ადამიანებს დეპრესიაში მიერეკებიან.”- განგვიმარტა ირინა პისარენკომ. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების პირობები ხშირად არ ემთხვევა მისთვის სასურველს და ამას აგრესიის გამოვლენამდე მივყავართ. – ამბობს ფსიქოთერაპევტ-ფსიქოლოგი რამილ გარიდულინი. ეკონომიკურ სიძნელეებს ემატება ინტერნეტ და სხვა დამოკიდებულებები. ”ახლა გაიზარდა ვნებათაღელვა თვითგადარჩენის პრობლემასთან დაკავშირებით. მოსახლეობა ძლიერ დაკრედიტებულია. კრედიტი დაფარული უნდა იყოს, ხოლო რწმენა იმაში, რომ ნამდვილად იქნება ეცემა. არაა საყრდენი, რომ იცხოვრო აუფორიაქებლად, ხოლო როცა აფორიაქებულ ადამიანებს ეხები, მათგან შესაძლებელია სხვადასხვაგვარი რეაგირება მივიღოთ.” – თქვა რამილ გარიდულინმა. საზოგადოებაში დიდ პრობლემას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ადიქციის ფენომენი, ანუ დამოკიდებული ქცევის. ის შეიძლება გამოიხატოს ალკოჰოლიზმში, მძიმე ნარკომანიაში ან ინტერნეტ დამოკიდებულებაში.
“კრიმინალური პირები – ეს ის ადამიანებია, რომლებიც ბოროტად იყენებენ მოცემულობას რაიმეს სწრაფად მიღებისთვის, აიღო თავისთვის, წაართვა, მოიპარა. ნარკომანები დანაშაულს ჩადიან, რათა რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიღონ ნარკოტიკები, ან ფული მათ შესაძენად. მიზნის მისაღწევად ისინი ხდებიან მამაცები, ატყუებენ, სასტიკად ექცევიან ნაძტესავებს, შეუძლიათ აგრესია გამოავლინონ – ახლობლების, დედის და მამის მიმართ.” – შეგვახსენა ფსიქოლოგმა. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა აღინიშნება თანამედროვე ახალგაზრდების განვითარებაში. ემოციურ ნებისყოფითი განვითარების, პირობების უქონლობის გამო, და იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდობა შეეჩვია ფასეულობები მიიღოს დაბრკოლებათა გადალახვის გარეშე, წარმოიშვება დევიანტლური ქცევა.
“სიხარული და ფასეულობები ხომ ყოველთვის გადალახვათა სინდრომს წარმოადგენენ, ხოლო როდესაც პიროვნება სიხარულს იღებს სუფთა სახით, გადალახვის გარეშე, პასიური საშუალებით – ესეც დამოკიდებულებად იქცევა. ესაა ღილაკური აზროვნება: დააჭირე და მიიღე; ეს ჯადოქრობაა, სადაც ნებისყოფა საჭირო არაა. ასეთ ადამიანებს ხშირად არ აქვთ სურვილი დაიცვან საზოგადოებრივი ნორმები. შეასრულონ რაიმე დატვირთვა და დაიცვან დისციპლინა. მათ ცხოვრება ჯადოსნურ ქვეყანაში უნდათ.აქ კი მათ ხელს უშლიან, სადღაც ეძახიან, რაღაცის გაკეთებას აიძულებენ. ასეთ მოზარდებში გაზრდილია აფორიაქება, ხოლო როდესაც ასეთ ბავშვს ეხები, მისგან აგრესიულ რეაქციას ვიღებთ და ეს რეაქცია არის დევიანტრული საქციელის საფუძველი.” – თქვა რამილ გარიფულინმა.
ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ თანამედროვე კრიმინალური მონაცემები სულ უფრო და უფრო მეტად ივსება ასეთ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებებით.
თანამედროვე ადამიანის ფსიქიკური ბუნება ვერ ასწრებს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან მხარდამხარ სვლას, რომელიც გარემოცულ სამყაროში ხდება. – თვლის თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიური სკოლის გენდირექტორი ალექსანდრე მიმრინი. ეს იწვევს ერთის მხრივ აგრესიულობას, ხოლო მეორეს მხრივ გაუცხოებას. თუმცა საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს კომფორმიზმი და გარემომცველ სამყაროში განზავება. – თვლის ფსიქოლოგი.
“მსოფლიოში მიმდინარეობს მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუცია. საზოგადოებაში ხდება მისი ინფორმატიზაცია. ცვლილებები ხდება იმდენად სწრაფად, რომ ვერც კი ასწრებ მათზე თვალის მიდევნებას. ფსიქიკა იმიტომ იქმნებოდა ცოცხალი სამყაროს ევოლუციაში, რათა მომხდარიყო ცვლილებებთან ადაპტირება. ახლა ფსიქიკა ვეღარ ასწრებს მიმდინარე ცვლილებებთან დაწევას და ამიტომ იმსხვრევა, ხოლო მსხვრევის სიმპტომები გამოიხატება ან აგრესიულობაში, ან პირიქით საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით. ეს კონფლიქტის გადაჭრის ასეთი მცდელობაა: ან გადმოანთხიო სხვა ადამიანზე, გაანადგურო იგი აგრესიის აქტში, წახვიდე პრობლემებისგან, განერიდო ადამიანებს პრინციპით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემები.” – აგვიხსნა ალექსანდ მიმრინმა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების საფუძველში ბუნებრივ სოციალური მიზეზები დევს. “კაცობრიობის განვითარების პროცესში წარმოიქმნება კრიზისი – ადამიანის ერთმანეთისადმი უნდობლობისა. რამდენადაც ადამიანი თავის ნაჭუჭში იკეტება, ან პირიქით აგრესიულია უნებურად იგი აღარ ენდობა ადამიანებს. რადგანაც აღარ ენდობა, წარმოიქმნება მთელი ჯაჭვი: მყიდველი არ ენდობა გამყიდველს, გამყიდველი არ ენდობა მწარმოებელს, მწარმოებელი არ ენდობა ბანკს და ასე შემდეგ. ესაა ყველა ცივილიზაციის განვითარებისა სავარაუდოდ მათი გაქრობის ლოგიკა. – ივარაუდა მიმრინმა.
ფსიქოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ აგრესიულობითა და გარიყულობით ადამიანთა რეაქცია მიმდინარე პროცესებზე არ იცვლება. “აგრესიულობისა და განმარტოვების გარდა არის კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი მესამე სტრატეგია – “დახურულობა”. რათა მოაგვაროს კონფლიქტი, ადამიანის ფსიქიკა იდენტიფიცირებას უკეთებს, განერიდება არასანდობ ობიექტს, მოცემულ შემთხვევაში სხვა ადამიანებს. ესაა ის, რასაც ეწოდება კომფრომიზმი. უნიფიკაცია, სწრაფვა “იყო როგორც ყველა”, მიმდინარეობს სოციალური ურთიერთობის ყველა დონაზე და იმ ზომაზე, რომ წაშლას იწყებს სქესობრივი განმასხვავებელი ნიშნები. შემთხვევითი არაა, რომ დასავლეთში დამკვიდრდა ჰომოსექსუალური ქორწინებები და მ.მ განსხვავებები თავდაპირველად ქრება სოციალურ დონეზე, შემდეგ კი სქესობრივზე, ხოლო საბოლოო ჯამში მოხდება განსხვავებათა წაშლა ზოოლოგიურ დონეზე.” – ვარაუდობს ალექსანდრ მიმრინი.
გარკვეული დროის უკან წარმოიქმნა ტერმინი “აგრესიულ-დამჯერი უმრავლესობა”. ამ ერთობის წარმომადგენლები აგრესიულები არაინ შედარებით სუსტ ინდივიდებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, საერთო ტენდენციების დამჯერნი არიან მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე ვერ იაზრებენ მათ. ასეთი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ყოველთვის მარტივად მანიპულირებადია.