არქეოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ მთელს მსოფლიოში. ერთი შეხედვით უბრალო ადგილას, ისეთი რამის აღმოჩენა შეიძლება, რომლის წარმოდგენა ფანტასტ მწერლებსაც კი გაუჭირდებათ. ქვემოთ მოყვანილია აღმოჩენები, რომლებმაც შეძლეს კაცობრიობის ისტორიის შეცვლა.
ოლდუვაის ხეობა
ყველაზე მნიშვნელოვნად ჩვენს სიაში შეიძლება ჩაითვალოს ჩრდილო ტანზანიაში მდებარე ოლდუვაის ხეობა.
პალეონტოლოგმა მერი ლიკმა პრაქტიკულად შემთხვევით აღმოაჩინა კაცობრიობის წარმოშობის აკვანი. მისი დამადასტურებელი ნივთმტკიცებულებები Homo habilis ნაშთები სახით. ეს გახლავთ ადამიანის წინაპრის სახეობა, რომელიც 2 მილიონი წლის წინ არსებობდა. ყოველივე ამან აიძულა სამეცნინერო საზოგადოება აზრი შეეცვალა და სხვა კუთხით შეეხედა აფრიკისთვის.
ანტიკური ჰონდურასის ქალაქი
ფაქტიურად ნამდვილიისტორია ფილმისტვის: უძველესი ქალაქი, სავსე მიტოვებული სახლებით, სარწყავი არხებითა და გიგანტური ქანდაკებებით იყო აღმოჩენილი არქეოლოგების მიერ ჰონდურასის უდაბურ ტყეებში. მეცნიერები ჯერაც არ არიან დარწმუნებულნი, თუ რომელ ცივილიზაციას ეკითვნის ეს ნაგებობები. ამ ეტაპზე ქალაქის ირგვლივ განლაგებულია ჰონდერასის არმია და იცავს მას, ხოლო ზუსტი ადგილმდებარეობა კი გასაიდუმლოებულია.
ნასკას ხაზები
მრავალი ათწლეულის განმავლობაში, პერუს ხელოსნების მიერ შექმნილი მასიური გრავიურები არქეოლოგების ცხვირ წინ იყო. ეს სურათები მხოლოდ სიმაღლიდან შეგიძლია დაინახო. უცნაური ხაზები, 1927 წელს საჰაერო ბურთით მოგზაურმა შემთხვევით აღმოაჩინა. დღეისათვის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნასკას ხაზები უძველესი ცივილიზაციის ძეგლია, რომელიც რეგიონში ადრეული ხანის განვითარებული იმპერიების წინამორბედი იყო.
მიწისქვეშა ქალაქი
თურქეთში, კაბადოკიაში წააწყდნენ მიწისქვეშა ქალაქს, აქ თავისუფლად შეიძლება ეცხოვრა 20 000 ადამიანს – უდიდესი რაოდენობა იმ დროისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საწყისმა აღმოჩენები დასახლების მაღალი განვითარების დონეზე მიუთითებენ: წყლის არხები, ხელოვნური სავინტილაციო მარაროები, ღვინის მარნები და რამდენიმე საგუშაგოც კი.
ჩაძირული ხომალდი
კოლუმბიელმა მკვლევარებმა ახლახანს აღმოაჩინეს გალეონ “სან-ხოსე”-ს ნაშთები, რომლებიც ინგლისელებმა 1708 წელს ჩაძირეს. ეს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ხომალდის დაღუპვად აღიარეს. მყვინთავებმა დაახლოებით მილიარდი დოლარის ძვირფასი ლითონები და ქვები ამოიტანეს.
ბაღდადური ელემენტი
მრავალი წელია ამ აღმოჩენის შესახებ დავა არ წყდება. სავარაუდოდ, დავის საგანს მართლაც შეიძლება ყოფილიყო ენერგიის დაგროვების პრიმიტიული ხელსაწყო. მაგრამ როგორ დავიჯეროთ, რომ გამომგონებელს, რომელიც 2 ათასი წლის წინ ცხოვრობდა შეეძლო თუ არა ენერგიის შემნახველის შექმნა.
ამჟამად მკვლევარები სწავლობენ საკითხს, რომ “ელემენტი” მხოლოდ გრაგნილების შესანახად იყო შექმნილი, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ მოიპოვება.
მკვდარი ზღვის გრაგნილები
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩენაა. ახალგაზრდა მწყემსმა, სრულიად შემთხვევით, გამოქვაბულში იერიქონისს მახლობლად გრაგნილები აღმოაჩინა. წარწერების უმეტესობა ებრაულ ენაზეა შესრულებული. მათზე ამოტვიფრულია ადამიანთა 500 წლის ისტორია, ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნემდე. ამ გრაგნილებში იესო ქრისტეც არის მოხსენიებული.