ვარჯიშები, რომლებიც ლუდისგან გაჩენილ მუცელს მოგაშორებთ

0
2703

თუ გიყვართ ლუდი, მაგრამ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მუცლის ფორმები შეიცვალა და თვლით, რომ ვარჯიში გჭირდებათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ აქ ლუდის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ. მიზეზი შეიძლება იყოს უმოძრაობა, ზედმეტი საკვების მიღება, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს ყველაფერი უარესდება.

როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინლად მომაბეზრებელ ცხოვრების პარტნიორს? პირველ რიგში, მთლიანად უნდა გადავხედოთ, თუ რას მივირთმევთ, გამოვრიცხოთ ყველანაირი მავნე პროდუქტი და მინიმუმამდე შევამციროთ ლუდის მიღება. ამასთან, თქვენ დაგჭირდებათ, ყოველდღიურად შეასრულოთ სხვადასხვა სპორტული ვარჯიშები.

სხეულის ბრუნვა

დადექით სწორად, ფეხები გქონდეთ თქვენი მხრების სიგანეზე, ხელები გაშალეთ პირდაპირ, ოდნავ მოხარეთ მუხლები და დაიწყეთ ბრუნვა მარჯვნივ და მარცხნივ. ამ მდგომარეობაში, თქვენი სხეულის ქვედა ნაწილი უძრავია. ეს სავარჯიშო შეიძლება გავართულოთ კიდეც. დავიწყოთ მუხლების მოხრით და საპირისპირო მიმართულებით ბრუნვით, 10-15 ბრუნი თითოეულ მხარეს.

გრეხვა

დაწექით ზურგზე და მოიხარეთ მოკეცილი მუხლებით, ხოლო ხელები გქონდეთ თავზე. შემდეგ მოხარეთ ფეხები მუხლებში, რბილად ასწიეთ თავი და მხრები იატაკიდან და მიიტანეთ ნიკაპი მუხლებამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რბილად დაუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. დაიწყეთ 10 მოღუნვით და თანდათან გაზარდეთ მათი რაოდენობა.  თუ მოხრისას მუხლებს წამოწევთ თავისკენ, ამით შეძლებთ სავარჯიშოს გართულებას.

მუცლის კუნთების დაძაბულობა / დასვენება

ეს სავარჯიშო კარგია, რადგან მისი შესრულება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი: სახლში, სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩასუნთქვისას მკვეთრად შეკუმშეთ მუცელი, დაძაბეთ კუნთები, ხოლო ამოსუნთქვისას მაქსიმალურად მოდუნდით. დღის განმავლობაში 4-ჯერ 10-10-ი რომ გააკეთოთ მსგავსი ვარჯიში, 2 კვირაში შედეგს საგრძნობლად შეამჩნევთ, თქვენი მუცელი ბევრად უფრო მოხდენილი გახდება.

ცურვა

ცურვა არა მხოლოდ აძლიერებს მხრის, არამედ მუცლისა და ზურგის კუნთებსაც. ასევე ის გეხმარებათ მთლიანი სხეულის ფორმების კორექტირებაში, შესაბამისად, ნამდვილად ღირს, რომ თქვენს სავარჯიშო პროგრამაში ჩასვათ. იმისათვის, რომ შედეგი სწრაფად მიიღოთ, იცურეთ კვირაში 2-3ჯერ მაინც 30-45 წუთის განმავლობაში.

237

 

 

 

 

 

 

 

 

 

სირბილი/ველოსიპედით სიარული

სირბილი და ველოსიპედით სიარული (ან სარბენი ბილიკი და ველოტრენაჟორი) აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს სავარჯიშო პროგრამაში, თუ გსურთ რომ გაიმკვრივოთ მუცლის კუნთები. მუცლის პრესთან ერთად კომბინაციისას, ეს ვარჯიშები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ცხიმების დაწვას, არამედ სისხლის მიმოქცევასაც, რაც თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. დაუთმეთ კარდიოდატვირთვებს დღეში 30 წუთი და თქვენ მალე შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება თქვენი მთლიანი გარეგნობა.

 

SHARE