უძველესი შოკისმომგვრელი არტეფაქტები

0
4367

ჩვენ ვაგრძელებთ თემას არტეფაქტების შესახებ, რომლებიც ამოვარდნილია ჩვეულებრივი პარადიგმებიდან. მონაცემები ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ცნობილი არქეოლოგის ანდრეა ჟუკოვისგან მივიღეთ.

– კოლუმბია მდიდარი არქეოლოგიური წარსულის მქონე ქვეყანაა. თუმცა, საზოგადოებისთვის ცნობილია ოქროს ნამუშევრებით, რომლებიც ძველი ინდიელი ხელოსნებისგანაა შექმნილი. ასეთი არტეფაქტების მდიდრული კოლექცია ქვეყნის დედაქალაქში, ბოგოტის ოქროს მუზეუმში ინახება. ეს მსოფლიოში ერთადერთი ოქროს მუზეუმია, სადაც დაახლოებით 24 000-მდე უძველეს ოქროთა და ძვირფასი ქვებით შექმნილი სამკაულებია. კოლუმბიაში ძეგლების არქეოლოგიური კვლევები არ იყო ისეთივე ინტენსიური, როგორც პერუში. შესაბამისად, იქ ბევრი “თეთრი ლაქა” და უძველესი საიდუმლოებებია.

მიუხედავად მცდელობისა, გამოიკვლიონ ეს “თეთრი ლაქები”, მეცნიერების წარმომადგენლებს, რომლებიც დადგენილი პარადიგმებით მუშაობენ, მტკივნეული რეაქცია აქვთ. მაგალითისთვის მე მოგიყვებით ერთ-ერთი ცნობილი კოლექციის შესახებ, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ჰამა ლეგს ეკუთვნის. ათწლეულების განმავლობაში ლეგი დაკავებული იყო არტეფაქტების შეგროვებით, 1997 წელს მისმა კოლექციამ ავსტრალიელი მკვლევარის კლაუს დონის ყურადღება მიიპყრო. თავის კოლეგა ჰაბეკოსთან ერთად 2001 წელს, მან ვენაში ორგანიზება გაუწია გამოფენას სახელწოდებით “გაუხსნელი საიდუმლოებები”.

ექსპონატთა შორის იყო უნიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც შესანიშნავი ოსტატობით იყვნენ დამზადებულნი და არ ჰყავთ ანალოგი უძველესი სამხრეთ ამერიკის კულტურაში. ინსტრუმენტებს შორის არის სამეანო დანიშნულების ინსტრუმენტებიც. მაგალითად, დანა ფიგურული სახელურით, რომელზეც გამოკვეთილია ქალი და ახალშობილის თავი, შემოხვეული ჭიპლარით.

კიდევ ერთი ინსტრუმენტი კოვზია, ასევე ფიგურული სახელურით, რომელზეც გამოსახულია ქალი, რომელიც ახალშობილს აჩენს. ასევე ნათელია ამ ნივთის სამეანო დანიშნულება.

სხვა ინსტრუმენტების ფუნქციის განსაზღვრა, ბევრად უფრო რთულია. ეს ნივთები განსხვავდებიან ფორმით, თუმცა მათი უმრავლესობა მცირე ზომისაა, ზოგჯერ კი მინიატურულიც კი.

კლაუს დონამ სხვადასხვა სპეციალისტებთან გაიარა კონსულტაცია, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა ამ ინსტრუმენტების მაღალი ხარისხის ერგონომიკულობა. ისინი ისე იყვნენ დამზადებულნი, რომ ზომის მიუხედავად, ადამიანის ხელში ისე ყოფილიყვნენ, როგორც “ხელთათმანი”. ყველა ექსპერტი შეთანხმდა იმ აზრზე, რომ ეს ზუსტად ქირურგიული ინსტრუმენტები იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს საგნები, როგორც ავსტრიელმა მინეროლოგებმა განსაზღვრეს, ლიდიის ქვისგან იყო შექმნილი. ექსპერტების შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ მსგავსი არტეფაქტები ასეთი ტიპის ქვისგან შექმნან, სწორედ მინერალების სპეციფიკური სტრუქტურის გამო.

ნივთების კომპლექტში, რომელიც ლეგამ კაუს დონას გადასცა გამოფენისთვის, იყო ორი უნიკალური ექსპონატი. ერთი – ადამიანის პატარა ფიგურა, რომელიც სავარძელში იჯდა. გასაოცარია თავად სავარძლის ფორმა, ის საკმაოდ თანამედროვეა.

მეორე არტეფაქტმა “გენეტიკური დისკის” სახელწოდება მიიღო. ეს დისკი ლიდიტის ქვისგანაა დამზადებული და 27 სმ დიამეტრისაა, ხოლო სისქით 2 სმ, რომელიც დაახლოებით 2 კგ-ს იწონის. დისკის ორივე მხარე რელიეფური გამოსახულებებითაა დაფარული, შუაში კი ხვრელი აქვს. ექსპონატის ანალოგი ვერ მოიძებნა ვერც ამერიკაში და ვერს ძველი მსოფლიოს სხვა კულტურებში. ის ფაქტი, რომ სურათი დისკზე ეძღვნება ადამიანის ჩასახვის პროცესს და ემბრიონის ევოლუციას, ერთი შეხედვითაც ნათელია. სწორედ ამიტომ მიიღო დისკმა თავისი სახელი.

ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რომ სრულად გაეშიფრათ დისკის მნიშვნელობა, თუმცა ზოგიერთი რამ საკმაოდ ნათელია. ასე მაგალითად, წინა მხარის ზედა ნაწილზე (მხარის შერჩევა შემთხვევითია) არსებობს მთელი რიგი სურათები, რომლებიც გამოსახავენ ადამიანის დაბადების პროცესის ევოლუციას. უკანასკნელი ფიგურა კი უკვე გამოხატავს ჩამოყალიბებულ ბავშვს.

დისკის ქვედა ნაწილზე არის ქალისა და მამაკაცის სქემატური სურათები, რომელზეც ხაზგასმით გამოხატულია სასქესო ორგანოები, ამ ფიგურების ქვეშ კი განთავსებულია ემბრიონი. მამაკაცთან ახლოს გამოსახულია სპერმატოზოიდი. აღსანიშნავია, რომ ადამიანის სურათების სტილისტიკა შეესაბამება იმას, რაც ჩვენ ვნახეთ ლიდიტის სამეანო ინსტრუმენტებსა და სავარძელში მჯდომარე ადამიანზე.

ევროპულ მეცნიერებაში სპერმატოზოიდი პირველად აღწერილი იყო 1677 წელს, ჰოლანდიელი ნატურალისტის, სამეცნიერო მიკროსკოპის დამფუძნებლის ანტონ ვან ლევენჰუკის მიერ. ხოლო ადამიანის ემბრიონის განვითარების პროცესები შესწავლილი იყო კიდევ უფრო გვიან. დისკის მეორე მხარეს არის ადამიანების ფიგურები, ემბრიონები, სპერმატოზოიდები და განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კვერცხუჯრედები.

ლეგის კოლექციიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო არტეფაქტი – არც ისე დიდი (30სმ) ანთროპომორფული ქანდაკება, რომელიც ფოროვანი ტიპისაა და აღდგომის კუნძულის გიგანტური ქანდაკების ანალოგიურია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ პერუს უძველესი კულტურის წარმომადგენლებსა და ბოლივიას ჰქონდათ კონტაქტი ამ კუნძულის მოსახლეობასთან. თუმცა კოლუმბია აღდგომის კუნძულიდან ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

როგორი რეაქცია ჰქონდა სამეცნიერო საზოგადოებას კოლექციაზე? დოქტორმა ჰამერმა, რომელიც მინეროლოგიის ფაკულტეტის სპეციალისტია და ვენის მუზეუმის პეტროლოგი, შეისწავლა დისკი და განაცხადა, რომ ეს თანამედროვე ყალბი ნიმუშია.

ამავე დროს, არ იყო გამოქვეყნებული ზოგიერთი ანალიზის შედეგი, მაგალითად, ტრასოლოგიკური, რომლის დახმარებითაც შეიძლება აღმოვაჩინოთ ინსტრუმენტის მიკრონაწილები, რომლითაც დამუშავდა ქვა. თუმცა, ექსპერტის განაჩენი გამოტანილია და საკითხი დახურულად შეიძლება ჩაითვალოს.

საღი აზრით რომ შევხედოთ საკითხს, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რომელი თაღლითი შექმნის ყველაზე რთულ, საიუველირო ნამუშევრებს, რომ იგი ძველ ინდოელებს გადასცეს? ფალსიფიკატორები ამზადებენ ნივთებს, ცნობილი არქეოლოგიური კულტურიდან, იღებენ მხატვრობის სტილს და ასე შემდეგ, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვთ გაყალბებულ ნივთებს კომერციული ფასი. მაგრამ, ძალიან რთულია, დაამზადო შრომატევადი ნაკეთობები, რომლებიც მეცნიერებისთვის უცნობი ტიპისაა და სრულიად ორიგინალური სტილის.