5 ქვეყანა, სადაც ტურისტებს თითქმის არ შეუძლიათ მოხვედრა

0
2998

თუ სახლში ჯდომა არ გინდათ და მოწყენილობისგან თავის ასაცილებლად მზად ხართ გაიაროთ სპილენძის მილიც კი, ეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის ვიზა მიიღოთ.

თქვენ შეგიძლიათ არ დაგეგმოთ მოგზაურობა, უბრალოდ ეცადეთ დასაწყისისთვის შეაგროვოთ ყველა დოკუმენტი და გვერდი აუაროთ ყველა სპონსორს. თუ თქვენ ბედი გაგიღიმებთ და გახდებით ბედნიერი ადამიანი მილიონიდან, თქვენ შეძლებთ მოხვდეთ ჩვენი პლანეტის საინტერესო ქვეყნებში, რომლებიც დაკეტილია ჩვეულებრივი ადამიანებისა და ტურისტებისთვის. თუ თქვენ ვერ მიიღებთ  ვიზას, ყოველთვის შეგიძლიათ წახვიდეთ ბოლივიაში, ან კოლუმბიაში, სადაც საერთოდ არ არის ის საჭირო.

საუდის არაბეთი

დღეის მონაცემებით, არაბეთში ტურისტული, ან სხვა ვიზის მიღება შეუძლებელია. ქვეყანაში მოსახვედრად ერთადერთი საშუალება კონსულის დარწმუნებაა, რომ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეასრულოთ ჰაჯი, მოკვდებით, თუ არ მოხვდებით მუჰამედ წინასწარმეტყველის მეჩეთში მედინაში. დოკუმენტების ჩვეულებრივი პაკეტის გარდა, საზღვრის გადაკვეთისთვის თქვენ დაგჭირდებათ გყავდეთ გარანტორი საუდის არაბეთის რელიგიური წარმომადგენლობიდან და ცნობა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ.

ყატარი

ის ვინც ფიქრობს, რომ მიიღებს ყატარის ვიზას, ძალიან ცდება, ეს სულაც არ არის სახუმარო საქმე. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მიიღოთ ვიზა აეროპორტში, მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენ გაქვთ მოსაწვევი ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბევრს შეუძლია მიიღოს ასეთი მოწვევა? რა თქმა უნდა არა! მოსაწვევის მიღებაში შეიძლება დაგეხმაროთ იმ კომპანიის უფლებამოსილი პირი, რომელიც ოფიციალურად ყატარშია რეგისტრირებული, ან ყატარის მოქალაქე, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ აქვს. დახმარებას ტუროპერატორის მხრიდან არ ელოდეთ. ფირმები, რომლებიც მუშაოენ ყატარის მიმართულებით, ძალიან ცოტაა. ქვეყანაში მოსახვედრად ერთადერთი სწრაფი ვარიანტი იქ სამსახურის მიღებაა.

იაპონია

იმისათვის, რომ მიიღოს იაპონიის ვიზა, რუსეთის მოქალაქეს დასჭირდება შეძლოს შეუძლებელი და ცოტა უფრო მეტიც. პირველ რიგში, უნდა მიიღოთ მოწვევა ნათესავისგან, ან მეგობრისგან, რომელიც მუდმივად ცხოვრობს იაპონიის ტერიტორიაზე და პასუხისმგებლობას აიღებს ჯარიმის გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტთ. შემდეგ თქვენ უნდა დაწეროთ სასპონსორო წერილი და ხელი მოაწერინოთ გარანტორს. ნასამართლევად არ ყოფნა სპონსორობის აუცილებელი წინაპირობაა.

თუ თქვენ არ გყავთ მეგობარი იაპონიაში, ვიზა ტურისტული სააგენტოს მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რათა ტურისტულმა სააგენტომ თქვენი ინტერესები წარმოადგინოს საელჩოში. ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, რადგან გააგზავნოთ ორიგინალი დოკუმენტები ბეჭდით, არ ღირს იაფი. თუმცა, ეს ყველაფერი როდია. თუ თქვენ შეძლებთ იაპონიამდე ჩაღწევას, პირდაპირ აეროპორტში ჩაგიტარებენ ხელის მტევნების სკანერს და სახეზე ძვლამდე გადაგიღებენ ფოტოს. ასე იაპონელები საჭიროების შემთხვევაში თავს იზღვევენ და იცილებენ გაქცეული-ემიგრანტის მოძებნას. თქვენი სახე პირველივე გამოჩენისთანავე კამერაში დაფიქსირდება.

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ვიზის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ თქვენ ხართ საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, წამყვანი IT სპეციალისტი, ან ადამიანი, რომელიც თავის მომავალს ბრინჯის პლანტაციაში ხედავს. თუ თქვენ ამერიკელი, ისრაელის მოქალაქე, იაპონელი, ან ბლოგერი (ჟურნალისტი) ხართ, შეჭამეთ თქვენი პირადობის მოწმობა და თანამდებობის ბარათი საელჩოს წინ, ისინი თქვენ მხოლოდ დაგაზარალებენ. ჩვეულებრივ ადამიანებს ვიზის მიღება ოფიციალური კორეული ტურისტული სააგენტოებიდან შეუძლიათ სცადონ, თუმცა ისინი თითზე ჩამოსათვლელად არიან. არსებობს კითხვა – ეს თქვენ გჭირდებათ?

ანგოლა

შესანიშნავი ქვეყანაა, მომღიმარი სტუმართმოყვარე ხალხით იარაღით ხელში, კარგი კლიმატითა და ბევრი შესაძლებლობებით ბიზნესის დასაწყებად. თუმცა, ვიზაზე თქვენი განცხადება არ განიხილება, სანამ მოწვევას არ მიიღებთ მდიდარი და პატივცემილი ანგოლელისგან; არ გადაიხდით ოფიციალურად 100 $ (ამდენივეა საჭირო არაოფიციალურადაც);  არ იყიდით ორმხრივ ბილეთს; არ აჩვენებთ თქვენს საბანკო ანგარიშს დიდი რაოდენობის თანხით, რომელიც საკმარისი იქნება მინიმუმ ერთი ბრილიანტის საყიდლად. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ, უფლებამოსილი წარმომადგენელი თქვენს საბუთებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მაგიდაზე დაუდებთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვიზას მიიღებთ. თქვენ მოგიწევთ იყიდოთ ბრილიანტი შუამავლისგან.