დეპრესიული ადამიანების ჩვევები, რომელთაგანაც უმჯობესია განთავისუფლდეთ!

0
2574

Prime.ge წარმოგიდგენთ რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც წარუმატებელი ადამიანები უშვებენ. გაექეცით მათ მთელი ძალით და ღონით.

ღელვა იმ საკითხებზე, რომელთა შეცვლის ძალისხმევაც თქვენ არ გაქვთ – პირდაპირი გზაა პიროვნულობის ბიპოლარული დარღვევისკენ. ჩვენ ყველანი დროთა განმავლობაში ვცდილობთ წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა იმ შემთხევაში თუ… ეს გზა ჩიხით მთავრდება, დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ. წარუმატებელი ადამიანები სიამოვნებით ეშვებიან ამ ღრმა ფიქრებში. რაც მოხდა მოხდა და ერთადერთი რაც შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ეს გაკვეთილის დამახსოვრებაა. შემდეგში მეტი გონიერება გამოიჩინეთ. ან და მოიცადეთ სანამ ვინმე ბოლოს და ბოლოს არ გამოიგონებს დროის მანქანას.

დანებდე სირთულეების პირველივე ნიშნების გამოჩენისას ყველაზე მარტივია. მაშინვე, როდესაც გამოჩნდება პრობლემები, წარუმატებელი ადამიანი ამჯობინებს თათების ზემოთ აშვერას და ზურგზე დაწოლას – ეს ხომ ერთი შეხედვით ასე მარტივია. სინამდვილეში ყოველი “დანებება” ტოვებს დამარცხების მძიმე გრძნობას. ქვეცნობიერად შეგნება იმისა, რომ თქვენ შეგეძლოთ რაიმეს მოქმედება, მაგრამ თავი შეიკავეთ – სამუდამოდ შეგაწუხებთ. გადააბიჯეთ საკუთარ ეგოს. გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი გამარჯვებისთვის.

ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად უდგებიან, როგორც წესი ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მთლიანად ცხოვრების მიმართ. ჩვენი არსებობა ნაწილობრივ სავსეა იმდენად აბსურდული ხდომილებებით, რომ მხოლოდ ჯანსაღ იუმორს და ცინიზმს შეუძლიათ ბოლომდე მიგიყვანოთ. “ღმერთო ჩემო, რატომ მე” – ყველაფრის ასე მიღება სულელური და უაზროა. Why so serious, როგორც იძახდა ყველასათვის ცნობილი პერსონაჟი.

რას ფიქრობენ ჩემზე სხვა ადამიანები? კორექტულად მოვიქეცი თუ არა? როგორ გამოვიყურები? – წარმოიდგინეთ, რა რაოდენობით ენერგია, დრო და სხვა რესურსები მიაქვს თქვენგან ასეთ ფიქრებს. რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი სოციუმის ტყვეები ვართ, მაგრამ ეს საერთოდ არ ხდის აუცილებელს ყველაფერზე ტოტალურ ფოკუსირებას. მოეშვით. თქვენი ნაბიჯების უმეტესი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება. აკეთეთ საქმე და საზოგადო აზრი თქვენ თავს თქვენ თვითონ მიაწოდეთ.

წარუმატებელი ადამიანები არ არიან დაკავებულნი სპორტით. მათ ამისთვის უბრალოდ დრო არ აქვთ: უნდა დავფიქრდე, რა იქნებოდა ცხოვრება, რომ სხვანაირად მიდიოდეს, გადავწყვიტო, ზედმეტად თამამი, ხომ არ არის კოსტუმი, შევჩივლო საკუთარ თავს საერთო უსამართლობა – უამრავი საქმეა! სპორტი ხომ სინამდვილეში აკონტროლებს თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ მით უფრო უკეთ გრძნობთ თავს. მეტი ენერგია, მეტი ბედნიერება – ფორმულა მარტივია.

 

 

SHARE