როგორ უნდა გაიგოთ, თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენთან საუბრისას?

0
3528

ყველას გვქონია სიტუაცია, როდესაც ადამიანთან საუბრის, კამათის ან მოლაპარაკების დროს ამ ადამიანს უთქვამს ისეთი რამ, რაც თქვენ გაფიქრებინებდათ, “აქ რაღაც წესრიგში არ არის”. შეიძლება ნათქვამში სულაც არ იყოს საქმე, არამედ თუ როგორ გამოიყურებოდა თანამოსააუბრე იმ მომენტში ან როგორ იქცეოდა. მაგალითად, ის დაჟინებულად გიმზერდათ ან მის ფეხს არ შეუწყვეტია კანკალი.

მეცნიერები ათეულობით წლის განმავლობაში ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, თუ რას ნიშნავდა ეს არავერბალური მინიშნებები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოქმედებები შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, ზოგიერთში კი ისინი გამოხატავდნენ, თუ რას ფიქრობს რეალურად, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც თქვენს წინ ზის. შესაძლოა ის ნერვული აშლილობის ზღვარზე იყოს, ან თქვენს მოტყუებას ცდილობდეს.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ სხეულის ენა.

მანამდე კი თქვენი ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გვინდა გავამახვილოთ.

პირველ რიგში, კონტექსტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ თუ ადამიანმა ხელები გულზე გადააჯვარედინა, მას ლაპარაკი არ სურს, თუმცა სინამდვილეში აღმოჩნდეს, რომ მას მხოლოდ შესცივდა.

მეორე, უნდა გვესმოდეს, რომ ჟესტებს განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ, იმის მიხედვით, თუ საიდან არის ადამიანი და როგორი პიროვნული ხასიათი აქვს. მაგალითად, თუ ადამიანი საქართველოში თავს გვერდზე აქნევს, ეს “არას” ნიშნავს, მაგრამ არ გაგიკვირდეთ და, ინდოელთან ლაპარაკისას, იგივე მოძრაობა “კის” ნიშნავს.

თუ ადამიანი მხრებს იჩეჩს, მას არ ესმის რა ხდება”.

თუ დავუჯერებთ ბარბარა და ალან პიზებს, რომლებიც წიგნის “სხეულის ენის” ავტორები არიან, გამონაკლისის გარეშე, მხრებს ყველა იჩეჩს.

“ეს არის იმ უნივერსალური ჟესტის მაგალითი, რომლსაც ადამიანები მაშინ გვიჩვენებენ, როცა არ ესმით რას ელაპარაკებით”. – წერენ ისინი.

“ეს რთული ჟესტია, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ხელის გულების გახსნა, იმის საჩვენებლად რომ არაფერს მალავთ, მხრების აწევა, რათა დაიცვათ თავი თავდასხმისგან, წარბების აწევა, რომელიც თავმდაბალი მისალმების უნივერსალური საშუალებაა”.

ხელის გულების გადაშლა პატიოსნების ძველი ნიშანია

ალბათ შეგინიშნავთ, როცა ვინმე სასამართლოში ფიცს დებს, რომ სიმართლეს იტყვის, ერთ ხელს რელიგიურ ტექსტზე ადებს, ხოლო მეორე ხელს გაშლილი ხელისგულით ჰაერში წევს. რატომ?

“გადაშლილი ხელისგული ისტორიულად დაკავშირებული იყო პატიოსნებასთან, გულახდილობასა და ერთგულებასთან”. – წერს პიზის ცოლი.

ხალხი ხელისგულებს იმის საჩვენებლადაც იყენებენ, რომ ისინი შეუიარაღებელნი არაინ და საფრთხეს არ წარმოადგენენ.

თუ ხმის ინტონაცია იზრდება, ან მცირდება, ესე იგი თქვენი თანამოსაუბრე დაინტერესებულია

გინდათ, თუ არა ეს, თქვენი ხმა ყოველთვის გამოხატავს დაინტერესების ხარისხს.

“როგორც კი საუბარი დაიწყება, თუ ის ქალს მოსწონს, მისი ხმა უფრო მელოდიური გახდება, ხოლო მამაკაცის ერთი ტონით დაბალი”. – იუწყება Psychology Today.

ყველა ჩვენი ემოცია ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ჩვენი გულწრფელი ღიმილი გარკვეულ ადგილებში ნაოჭების გაჩენას გამოიწვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხშირად ოცდებით რაიმეთი, სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენმა წარბებმა მიიღონ აწეული მდგომარეობა.

საჩვენებელი თითის ჩვენება, მჭიდროდ მოკუმული მუშტიდან, დომინირების ნიშანია. თუ ვინმე თავის წინაშე იშვერს ხელს და ღიად მიგითითებთ საჩვენებელი თითით შორს – ეს ადამიანი აშკარად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის აქ მთავარია. თუმცა, დომინანტობის მოპოვების ასეთი მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს.

ეს სიმბოლო აღნიშნავს ხელკეტს, რომლის დახმარებით ორატორი იმორჩილებს თავის მაყურებელს, ქვეცნობიერად ეს პუბლიკის ნეგატიურ გრძნობებს აღვიძებს, ეს მოქმედება ნიშნავდა, რომ მას მოყვება დარტყმა (პრიმატები იყენებენ მას მოწინააღმდეგეზე თავდასასხმელად).

თუ ადამიანები თქვენს შემდეგ იმეორებენ მოძრაობებს, საუბარი უფრო მარტივი გახდება

როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთის მოძრაობებს სარკისებურად იმეორებენ. თუ თქვენი საუკეთესო მეგობარი ფეხს ფეხზე გადაიდებს, მალე თქვენც იგივე მოძრაობას გაიმეორებთ. თუ პაემანზე ყველაფერი კარგად მიდის, მალე წყვილი დაიწყებს ერთმანეთის მსგავსი მარტივი მოძრაობების გაკეთებას.

“საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვიმეორებთ სხვა ადამიანის მოძრაობას, როცა კავშირს ვგრძნობთ მასთან”. – ამბობს ფსიქოლოგი ბარბარა ფრედრიქსონი.

როცა ვინმეს თვალებში უყურებთ, თქვენ განიცდით გარკვეულწილად აღზნებას.

“რამდენად იმოქმედებს ეს თქვენზე, დამოკიდებულია თქვენს განწყობაზე მოსაუბრის მიმართ.” – ამბობს ორგანიზაციული ფსიქოლოგი რონალდ რიგი.

“თუ უცხომ შემოგხედათ, რომელიც თქვენ მტრად აღიქვით, მიუხედავად ამისა, თუ ის პოტენციური სექსუალური პარტნიორია, რეაქცია უფრო პოზიტიური შეიძლება იყოს”.

გახსნილი მდგომარეობა გამოხატავს ძალაუფლებას

თუ დავაკვირდებით ადამიანის მოქმედებას, შესაძლოა მივიღოთ რამდენიმე მინიშნება იმის შესახებ, თუ რას გრძნობს ის.

თუ ვინმე მშვიდად გადაიხარა უკან, ეს ნიშნავს, რომ ის გრძნობს ძალაუფლებას და სიტუაციაზე კონტროლს. სინამდვილეში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი ბრმა დაიბადება და გაიმარჯვებს ფიზიკურ კონკურსში, ის ხელებს თავს მაღლა წევს, ასო V-ს მდგომარეობაში ნიკაპით ზევით მდგომარეობაში.

მეორეს მხრივ, თუ ადამიანი დახურულ პოზიციაში იმყოფება, იკეტება და ეხვევა საკუთარ თავს ხელებით, მას სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე ეზრდება.

აღსანიშნავია კიდევ ერთი კვლევა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ემი კადმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ კავშირი საპირისპირო მხრიდანაც მოქმედებს. თუ მიიღებთ “ძლიერ პოზიციას”, ეს დაგეხმარებათ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი.

ჟესტები ბევრ სხვადასხვა ემოციას გვიჩვენებს.

მხოლოდ სიმშვიდე

“ემოციები, თვალით კონტაქტი და რეაგირება საფრთხეზე, ისევე როგორც ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის უზრუნველყოფა, თავის ტვინის ლიმბური სისტემის რთული ფუნქციებია” – აამბობს FBI-ის კონტრდაზვერვის ყოფილი აგენტი კო ნავარო.

“ადამიანები თავის დისკომფორტს მილიონობით წლების განმავლობაში ასე გამოხატავდნენ, –  დაასკვნა ნავერომ, – თუ ადამიანი მრავალჯერ ეხება თავის სახეს ან ხელს, ის ალბათ ნერვიულობს”.

“ზოგადად, სტრესზე  რეაქციის ყველა ეს რთული მექანიზმი გვიჩვენებს, თუ რამდენად განვითარდა ადამიანი”. – განაცხადა მან Business Insider-თვის.

აღელვების ყველაზე გავრცელებული, როგორი სიმპტომებია ჩვენთვის ცნობილი? შეხება სახეზე და ხელის კანზე. ეს მოქმედებები შეიძლება დამამშვიდებელი იყოს არაკომფორტულ სიტუაციაში.

“ეს სასაცილოა, თუ რამდენად ხშირად ვეხებით ჩვენს თავს დაძაბულობის დროს”. – თქვა ნავარომ.

თქვენი ხუმრობა ვინმეს მოეწონა? ეს სიმპატიის უტყუარი ნიშანია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ იუმორი და მასზე დადებითი რეაქცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში. ეს არის ურთიერთობის სურვილის გამოხატულება, როგორც პლატონურის, ასევე რომანტიკულის.

ფეხების მდგომარეობას აქვს მნიშვნელობა

“თქვენი ფეხები, თქვენი სხეულის ყველაზე დიდი ფართობია – ამბობს პროფესორი ვიზბორი მასაჩუტსის შტატის უნივერსიტეტიდან. ამიტომ, როცა ისინი მოძრაობენ, სხვა ადამიანები ამას მარტივად ამჩნევენ. ასე რომ ფეხის ქანაობა ნერვიულობის, გაღიზიანების სიგნალია.

ღიმილი

მსუბუქი ღიმილი, თვალის პირდაპირი კონტაქტი, ცდუნების მცდელობის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს.

Riggio-ს კვლევები ვარაუდობს, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია გარკვეული ტიპის ღიმილი, რომელსაც ისინი გაუცნობიერებლად იყენებენ ვინმეს მოსახიბლად.

“მსუბუქი ღიმილი, რომელსაც ახლავს პირდაპირი მხედველობითი კონტაქტი, გვერდზე ნელი მზერით და კვლავ ღიმილის შენარჩუნებით, გამოხატავს ადამიანის დადებით დამოკიდებულებას,”. – ჩანაწერი თანამედროვე ფსიქოლოგიიდან. “საინტერესოა, რომ მაცდუნებელი ღიმილი, შესაძლოა ახლდეს მორჩილ ქცევას (თავის ძირს დახრას), ან დომინანტური – ამაყი და ნელი მზერა გვერდით”.

თქვენ შეგიძლიათ ეს მინიშნებები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ, რათა უკეთ გაიგოთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ ადამიანს და რას ველით მისგან. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სხეულის ენის ცნება ძალიან სუბიექტურია. არა მხოლოდ ყოველ ეროვნებას, არამედ თითოეულ კონკრეტულ ადამიანს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები და თვისებები აქვს, რომლეთა წაკითხვაც მეცნიერებს არ შეუძლიათ.