რატომ გვიყვარს კოცნა?

0
3485

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ საშუალოდ ადამიანი თავისი ცხოვრების 2 კვირას კოცნას უთმობს. რთულია თქვა, ცოტაა ეს თუ ბევრი. რა ვიცით კოცნის შესახებ? და რატომ მოგვწონს ის? ამას ჩვენს სტატიაში გაიგებთ.

რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ შიმპანზეები, ძაღლები, ცხენები და სხვა ბევრი ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელი კოცნის ერთმანეთს. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ზეპირი სტიმულატორები, როგორც ადამიანს, ასევე ცხოველებს პირდაპირ აკავშირებს ბავშვობასთან, როცა გამოკვება საკმარისი იყო არა მხოლოდ სისრულის შესაგრძნობად, არამედ უსაფრთხოდ ყოფნისთვისაც.

არსებობს სხვა ახსნაც, კოცნით ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, რომლის წაკითხვა ქვეცნობიერის დონეზეა შესაძლებელი. ეს ინფრომაცია გადაეცემა სუნის, გემოსა და შეხების შეგრძნებების საშუალებით. ერთი კოცნა საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, გვინდა თუ არა გავაგრძელოთ ურთიერთობა ადამიანთან. ფაქტობრივად, სიყვარულის კოცნა არაფერია თუ არა ინფორმაციის გაცვლა გენებისა და ჰორმონებს შესახებ.

კოცნა ერთ-ერთი სასიამოვნო ეროტიული თამაშია. ტუჩებსა და პირის ღრუში განლაგებულია მილიონობით ნერვული დაბოლოებები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსუალური სურვილების განვითარებას. საინტერესოა, რომ კოცნა პირველად ნახსენები იყო ინდურ ისტორიულ ტრაქტატებში, რომლებიც დათარიღებულია II საუკუნით.

არსებობს ქვეყნები, სადაც საჯარო ადგილებში კოცნა კანონით აკრძალულია. მალაიზიაში საზოგადოების წინაშე კოცნა 100$-ით ჯარიმდება. ინდონეზიაში ამ დანაშაულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა მოსალოდნელი, ან 100 000$ ჯარიმა.

არც ისე შორეულ წარსულში, 2004 წელს ირანელ კინოვარსკვლავ გორაჰ კირანდიშს მიესაჯა 74 შოლტი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ნება მისცა ეკოცნათ შუბლსა და ხელზე მისი ფილმის პრემიერისას. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც ყველაფერი ძალიან რთულადაა, აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ არ დაარღვიოთ საზოგადოებრივი მორალი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ, თუ არ დაემორჩილეთ კანონს, არა მხოლოდ გამოგაძევებენ ქვეყნიდან, ან დიდ ჯარიმას გადაიხდით, არამედ ციხეშიც კი შეიძლება მოხვდეთ.

ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა აღმოსავლეთ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიასა და კორეაში არ არის მიღებული საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა, სასჯელი არც თუ ისე მძიმეა. ხოლო ავღანეთში, ასე მხოლოდ მამაკაცები ესალმებიან ერთმანეთს. სამმაგი კოცნა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს მარცხენა ლოყით, ნებადართულია მხოლოდ მათთვის.

კოცნა ესპანელებს, ჰოლანდიელებსა და ფრანგებსაც (ეჭვიც არავის ეპარება) უყვართ. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში აკრძალულია კოცნა რკინიგზის სადგურებში, ეს კანონი მიიღეს, რადგან გამგზავრებისას ძნელი იყო წყვილების დაშორება, რაც მოძრაობას აფერხებდა. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ურინგტონში, არის ტაბლიცები “კოცნა აკრძალულია”, თუმცა ასევე არის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც კოცნა ნებადართულია.

ყველაზე “სასიამოვნო” ამერიკის შეერთებული შტატებია. ქალაქ სიდარ-რაპიდში აკრძალულია უცნობთან კოცნა. ჰარფორდში კი არ არის ნებადართული აკოცოთ ქმარს კვირა დღეს, ხოლო ინდიანაში, ულვაშიან მამაკაცებისთვის დაუშვებელია აკოცონ ნებისმიერ ადამიანს.

გასული წლის თებერვალში, ტაილანდში დამყარდა ახალი რეკორდი, შეყვარებული წყვილი შეუჩერებლად კოცნიდა ერთმანეთს თითქმის ორი დღის განმავლობაში. მათი რეკორდი 46 საათი 24 წუთი და 9 წამი იყო, ხოლო წინა ჩემპიონი “მხოლოდ” 32 საათს ითვლიდა.