აღმოსავლეთის კუნძული, ადგილობრივ ენაზე კი რაპა ნუი (Rapa Nui,) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია თავგდასავლებისა და არქეოლოგიის მოყვარულთათვის. წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დღესდღეობით ჩილეს იურისდიქციაშია და ცნობილია მის გარშემო განლაგებული 887 მამაკაცის ქვის ფიგურით. 1995 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვში შევიდა, რომლის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი რაპა ნუის ნაციონალურ პარკს უკავია.
პოლინეზიური წარმოშობის მოსახლეობის ამ კუნძულზე დასახლება წესით ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში უნდა მომხდარიყო. სწორედ მათ მიერაა დამზადებული ხსენებული ქანდაკებები. ადგილობრივ ენაზე მათ მოუაის ეძახიან (moai). სამწუხაროდ ადგილობრვი რესურსების აქტიურმა გამოყენებამ არსებული კუნძულის შესაძლებლობები გამოფიტა, რის გამოც ეს ცივილიზაცია მალე დასუსტდა.
ძეგლთა უმეტესობა დაფლული იყო აღმოსავლეთის კუძულის ვულკანურ კრატერში, რანო რარაკუში ( Rano Raraku), რომელთა დიდი ნაწილი ამოთხრილ და გადატანილ იქნა კუძულის უკიდურეს ნაწილებში.
საინტერესო ფაქტია, რომ კუძულის ქანდაკებები ხშირად აღმოსავლეთის კუნძულის თავების სახითაა მოხსენიებული, რადგან მათი თავდაპირველი სახით აღმოჩენა მხოლოდ თავების სახით მოხდა. რეალურად ყველა მათგანს გააჩნია ტანი, რომლებიც ღრმადაა მიწაში დამარხული, თუმცა ტანისა და თავების ერთმანეთთან შეფარდება მართლაც, რომ დიდია. მათი სიმაღლე დაახლოებით2-დან 20 მეტრამდე მერყეობს , ფარდობა კი ტანსა და თავს შუა 3/5-ია. უხეში, მაგრამ მეტყველი სახის ნაკვთები, რომლითაც ხასიათდებიან ეს ფიგურები რაპა ნუის მკვიდირი პოლინეზიური წარმოშობის ხალხის რწმენიდან გამომდინარეობს. მათი რწმენით ადამიანის სხეულიდან მხოლოდ თავი იყო წმინდა და მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომაც ქანდაკებების თავები, მუდამ დიდი, მკაცრი და დაფიქრებული გამომეტყველების მატარებელია.
აჰუ აკივის ქანდაკებები ცალკე აღნიშვნის ღირსია. ეს ადგილი მისტიკურ-რელიგიური დანიშნულებით გამოიყებოდა და ის შვიდი ერთნაირი ქანდაკებისაგან შედგება, რომლებიც ზღვისკენ პირმიქცეულნი მუდამ მზის ჩასვლას გაჰყურებენ. ზოგადად ყველა ქანდაკება, საცხოვრებელ ადგილს ერტყა გარს და ერთგვარ დამცავ ბარიერს წარმოადგენდნენ. ეს შვიდი ქანდაკება კი, თავიდანვე ზღვისკენ იყურებოდნენ. რაპანუის მკვიდრთა რწმენით, ისინი იმათთვის იყვნენ, ვინც ზღვაში იყო გასული და ნავიგაციაში დახმარება და მფარველობა სჭირდებოდა. გადმოცემის თანახმად ჰოტუ მატუს მღვდელმა იხილა სიზმარი, სადაც მეფის სულმა ოკეანეს გადაუფრინა. ფრენისას მან რაპა ნუის კუნძული შენიშნა. უკან დაბრუნებულმა ნახული კუნძულის მოსაძებნად მზვერავები გაგზავანა, რომლის დროსაც თავის თვალით ნანახი მინიშნებები მიაწოდა, რათა დაეთვალიერებინათ ტერიტორია და იქ მოსახლეობა დაესახლებინათ. გაგზავნილი მზვერავებიდან შვიდი მათგანი კუნძულზე დარჩა, რათა მეფის მობრძანებას დალოდებოდნენ. ეს შვიდი ქანდაკება სწორედ იმ შვიდი მზვერავის საპატივცემოლოდ იქნა აღმართული, რომლებიც მეფის მოლოდინში ზღვას გაჰყურებდნენ.