ჰონგ–კონგი ( 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ–კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონად იწოდება. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ–კონგი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. ჰონგ–კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჰონგ–კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტების ერთ–ერთ უსაყვარლეს მიმართულებას წარმოადგენს. Prime წარმოგიდგენთ ჰონგ–კონგის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
სანაპირო Big Wave Bay Beach
თავისი სახელის შესაბამისად, სერფინგის მოყვარუთათვის ყურე Big Wave ჰონკონგში ძალიან პოპულარულია. ეს ძალიან ლამაზი სანაპიროა სუფთა ქვიშით, რომელსაც გადმოჰყურებს ბორცვი Shek-O და ბილიკი ჰაიკინგისთვის Dragon’s Back. სანაპიროზე არის კაფე, საშხაპეები, ტუალეტები, გასახდელები და ბარბექიუს ზონა. მარტიდან ნოემბრამდე, უსაფრთხოებისთვის მუდმივ მონიტორინგს ატარებს დაცვა, ასევე სანაპირო დაცულია ზვიგენებისგან სპეციალური ბადით.
ბოლო წლების განმავლობაში, სერფინგი ყურეში დიდ პოპულარობას იძენს. ქარი ერთდროულად ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ქმნის მართლაც შთამბეჭდავ ტალღებს. ქარი სტაბილურად უბერავს, ხანდახან საშიში ტალღებიც გამოჩნდება ხოლმე, სჯობს ადგილობრივების რჩევას დაუჯეროთ და მათ თავი აარიდოთ. სანაპირო ასევე საინტერესოა იმით, რომ აქ შემორჩენილია პრეისტორიული ნახატები ქვაზე. პოლიციელმა ისინი შემთხვევით აღმოაჩინა 1970 წელს, ახლა კი ინახება, როგორც კულტურული ძეგლი. გეომეტრიული ორნამენტები, ცხოველთა გამოსახულებები – მსგავსი ნახატები ჰონკონგის სანაპიროზე ბევრგანაა აღმოჩენილი, რომლებიც ადასტურებენ, თუ რამდენად დამოკიდებული იყო კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობა ზღვაზე.
ჰონკონგის ნაციონალური გეოპარკი
გეოპარკი 2009 წელს გაიხსნა. ის შეიქმნა, რათა შეენარჩუნებინათ ეკოლოგიური გარემო, ღირებული გეოგრაფიოული რელიქვიებით. პარკი მოიცავს 50 კვ.კმ ფართობს და შედგება ორი რეგიონისგან, რომელშიც გამოყოფილია რვა გეოლოგიური სივრცე, თითოეულისთვის დამახასიათებელია უნიკალური ღირშესანიშნაობა. ალბათ, მათგან ყველაზე უჩვეულოა ექვსკუთხა ვულკანური სვეტები. სხვა რეგიონებში ვერტიკალური ვულკანური კლდეები, როგორც წესი ბაზალტის ლავისგან შედგება, თუმცა აქ Sai Kung East-ის პარკში ისინი რიოლიტისაა, რომელიც მაგნურ მჟავას შეიცავს. უზარმაზარი ექსვკუთხა სვეტები, რომლებიც 1.2 მეტრის დიამეტრისაა, გასაოცრად გამოიყურება, ისინი 100 კვ.მ ტერიტორიაზე არიან მიმოფანტულნი. მსგავსი რამ მსოფლიოში არსად არ არის. ყველაზე მოხერხებული ადგილი, იმისათვის, რომ კარგად დაინახოთ სვეტები High Island-ია. მაღალი წერტილიდან იშლება ფართო პანორამა სანაპიროზე, საიდანაც კარგად ჩანს ექვსკუთხა სვეტები და სვეტების კედელი, რომელიც East Dam-ის High Island Reservoir-თან ახლოს მდებარეობს. აქ გაკვალულია გზა ჰაიკინგისთვის, საიდანაც სხვა გეოლოგიური ღირშესანიშნაობების დანახვაა შესაძლებელი: დაგრეხილი სვეტები, ზღვის მღვიმეები და მაგმური კაშხლები.
ზღვისპროდუქტების ბაზარი Sam Shing Hui
Sam Shing Hui-ის ბაზარი ყველასთვის საყვარელი ადგილია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უახლესი თევზი და თხოვოთ რომელიმე ადგილობრივ რესტორანში, რომ მოგიმზადონ იგი. ახალი, ხშირად კი ცოცხალი ზღვის პროდუქტების არჩევანი შეუზღუდავია. აქ იმდენი გამყიდველია, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთულია. ერთერთი საუკეთესო თევზის ბარი Hing Kee-ია. მათ არა მხოლოდ გემრიელი თევზი აქვთ, არამედ შემწვარი ბატიც. ერთ დროს, ბაზრის ადგილას პატარა მეთევზეთა სოფელი იყო, რომელიც ტაიფუნით დაზარალებულებმა ააშენეს. პატარა პარკში Castle Peak Road-ის გზის გასწვრივ, Sam Shing Estate-ის მოპირდაპირედ დგას კლდე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ნაპირი სანაპიროს მიწის გამოშრობამდე, ახლოს კი პატარა ტაძარია Sam Shing, რომელიც კონფუციონიზმის, დაოსიზმისა და ბუდიზმის ღმერთებს ეძღვნება. მთელს რაიონს სწორედ მისი სახელი ჰქვია.
ნეფრიტის ბაზარი და Temple Street
ნეფრიტის ბაზარი იორდანიის რაიონში (Yau Tsim Mong-ის ოლქში) შესანიშნავი ადგილია, რათა შეიძინოთ ნეფრიტის პროდუქცია. გარდა ტრადიციული სუვენირებისა და აქსესუარებისა: ბეჭდები, სამაჯურები, კულონებისა და საყურეებისა, თქვენ გელით არაჩვეულებრვი აღმოჩენები, რომელთა ფასი რამდენიმე ათასი დოლარიდან იწყება. ბაზარი შებინდებამდე იკეტება. მოვაჭრეთა უმეტესობა თავისი პროდუქციის ალაგებას 5 საათზე იწყებენ, ამიტომ გირჩევთ ბაზარში ადრე შუადღეზე მიხვიდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჩინურ რესტორანს Nathan Road-ის ქუჩაზე. ნეფრიტის ბაზრის მონახულების შემდეგ, მზის ჩასვლისას შეგიძლიათ მახლობლად Temple Street-ზე წახვიდეთ. აქ განლაგებულია ჰონკონგის ყველაზე პოლულარული ღამის ბაზარი. ამას გარდა, ქუჩა ცნობილია ელექტრონიკის, ტანსაცმელის, საათებისა და სხვადასხვა გაჯეტების მაღაზიებით. ასევე აქ ბევრი მარკეტია ახალი ზღვის პროდუქტებითა და სხვა ადგილობრივი კერძებით. ფართო არჩევანი, დაუჯერებელი ფასები და უნიკალური ატმოსფერო იზიდავს მნახველებს მთელი წლის განმავლობაში. ესტაკადის ქვეშ, ოდნავ ქვემოთ Temple Street-დან, მრავალსართულიანი ავტოსადგომის მახლობლად, დასახლებულნი არიან მკითხავები და პროფესიონალი მოჭადრაკეები, თავიანთი ნავთის ლამპებით. ხოლო Yung Shu Tau-ის მოედანზე დგას კუსტარული კიოსკები, სადაც შეიძლება მოისმინოთ კანტონის ოპერა და კანტონური მუსიკაც კი.
Sham Tseng-ის რაიონი
ჰონკონგის ეს სანაპირო რაიონი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და ქალაქის ცხოვრებისთვის თვალის სადევნებლად. აქ ბევრი ადგილობრივი და უცხოელია, მათი უმეტესობა იმიტომ ჩამოდის, რომ ცნობილი შემწვარი ბატი დააგემოვნოს. ბოლო წლების განმავლობაში სანაპიროზე ბევრი რესტორანი გაიხსნა, რომლებმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული ფუდკორტი Sham Tsen. აქ ძალიან გემრიელ და საინტერესო იხვს ამზადებენ, ასევე შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი ხედით. გირჩევთ, რომ აქ საღამოს წახვიდეთ, რადგან სიბნელეში პეიზაჟი განსაკუთრებით თვალწარმტაცია. რაც შეეხება ბატს, მე გირჩევთ ორ რესტორანს, Yue Kee Roasted Goose-სა და Sham Tseng Chan Kee Roasted Goose-ს.