ბრძანება ფრანგული უცხოური ლეგიონის შექმნის შესახებ გამოსცა მეფე ლუი ფილიპ I-მა 1831 წლის 9 მარტს. დღეისათვის ის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი სამხედრე შენაერთია. ლეგიონის არსებობის თითქმის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე მასზე უამრავი ჭორი და სიმართლე დადის, რომანტიულიც და იდუმალიც. ლეგიონი მონაწილეობას იღებდა ყველა ომსა თუ კონფლიქტში, რომელშიც ასე თუ ისე ჩართული იყო საფრანგეთი, რაც საფუძველს გვაძლევს მივიჩნიოთ ის პარიზის ხელში საგარეო გავლენის ერთერთ მთავარ ინსტრუმენტად. უცხოური ლეგიონის ისტორიასა და თანამედროვეობაში შეეცდება გაგარკვიოთ Prime Georgia.
როგორ იქმნებოდა ლეგიონი
1831 წელში საფრანგეთი აწარმოებდა აქტიურ სამხედრო მოქმედებებს ჩრდილოეთ აფრიკაში, ახდენდა ალჟირის კოლონიზირებას. პარიზს ჭირდებოდა ჯარისკაცები. და ლუი ფილიპ I-მა გადაწყვიტა სამეფო გვირგვინის სამსახურში ჩაეყენებინა მრავალრიცხოვანი უცხოელი, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ესენი იყვნენ ძირითადად: იტალიელები, შვეიცარიელები, ესპანელები. ასევე ფრანგები, რომელთაც პრობლემები ჰქონდათ კანონთან.
ოფიცრები კი ნაპოლეონის ყოფილი არმიიდან აჰყავდათ. ლეგიონის შექმნით მონარქმა ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა. ერთის მხრივ, გაასუფთავა ქვეყანა არასასურველი ელემენტებისაგან. მეორეს მხრივ, მიიღო ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილები, შემდგარი ჩხუბისთავებისა და ავანტიურისტებისაგან, ცხოვრებაში მეორე შანსისათვის, ბევრ რაიმეზე, რომ იყვნენ წამსვლელნი. პრინციპიალური საკითხი იყო: უცხოური ლეგიონის ჯარისკაცის წარსული არავის აინტერესებდა. ლეგიონში სამსახურით ის ჩამოირეცხავდა ყველა დანაშაულს, ხოლო სამოქალაქო ცხოვრებას უბრუნდებოდა უკვე ახალი საბუთებით და გასუფთავებული ბიოგრაფიით. მაშინვე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, ლეგიონის ახალწვეულს არავინ ეკითხებოდა წარსულს. ამასთან სამეფო ბრძანებაში თავიდანვე დათქმული იყო მნიშვნელოვანი პირობა: ლეგიონი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ კონტინენტალური საფრანგეთის ფარგლებს გარეთ.
1847 წელს ალჟირი საბოლოოდ იქნა დამორჩილებული, მაგრამ ბრძოლებში გამობრძმედილი ლეგიონერების სამსახური კვლავ საკმაოდ მოთხოვნადი იყო. 1854 წელს ლეგიონი მონაწიოეობდა ყირიმის ბრძოლაში. შვიდი წლის შემდეგ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა გააგზავნეს თავიანთი საექსპედიციო ძალები მექსიკაში, რათა ეიძულებინათ ქვეყანა გაეგრძელებინა საერთაშორისო ვალდებულებით ნაკისრი გადახდები. ზუსტად ამ სამხედრო კამპანიაში შედგა ლეგენდარული “ბრძოლა კამერონთან”. 65-მა ლეგიონერმა კაპიტან დანჟუს მეთაურობით მიიღეს უთანასწორო ბრძოლა 2000 მექსიკელი ჯარისიკაცის წინააღმდეგ. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ლეგიონერთა თავდადებით განცვიფრებულმა მექსიკელებმა მათ იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზეს. ლეგიონერებმა პასუხად მოწინააღმდეგეს იგივე შესთავაზეს. პრაქტიკულად ყველა ლეგიონერი დაიღუპა, მეთაურის ჩათვლით. კაპიტან დანჟუს ხის ხელის პროთეზი ახლაც ინახება მუზეუმში და აღიქმება, როგორც რელიქვია. აღნიშნულ ბრძოლას ადგილი ჰქონდა1863 წლის 30 აპრილს. ეს დღე განიხილება ლეგიონის სამხედრო დიდების დღეთ.
მექსიკის შემდეგ, ლეგიონერები იცავდნენე საფრანგეთის ინტერესებს მთელს მსოფლიოში: მოახდინეს აფრიკის და ინდოჩინეთის კოლონიზირება, მონაწილეობდნენ კონფლიქტებში ტაივანში, და ახლო აღმოსავკეთში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ლეგიონერებს საქმე არ გამოლევიათ, რამდენადაც საფრანგეთი კვლავ ჩაერთო კოლონიალურ ომებში, მათ შორის ვიეტნამში. არსებობს მონაცემები, რომ ამ პერიოდში ლეგიონის შენაერთები შეივსო ცოტა ხნის წინ განადგურებული ვერმახტის და ესესის სამხედროებით – კარგად გაწვრთნილებით და დიდი საბრძოლო გამოცდილებით. თავიდან, რომ აეცილებინათ ეჭვები და ბრალდებები ყოფილი ნაცისტების შეფარვის შესახებ, ლეგიონის ახალბედებს გრაფაში ნაციონალობა უთითებდნენ: ავსტრიელს, შვეიცარელს, ბელგიელს და ა.შ. ერთი სიტყვით ყველას გერმანელის გარდა.
ცალკეული წყაროების თანახმად, იყო დრო, როდესაც ყოფილი გერმანელი სამხედროები შეადგენდნენ შენაერთების პირადი შემადგენლობის 65 პროცენტს. ამის შემოწმება შეუძლებელია. ლეგიონი კარგად ინახავს თავის საიდუმლოებს – მისი არქივები გასაიდუმლოებულია. ასევე ლეგიონის რიგებში იბრძოდნენ წინააღმდეგობის მებრძოლნი საფრანგეთიდან, იუგოსლავიიდან, პოლონეთიდან და ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებიც. მთელი ეს ინტერნაციონალი მონაწილეობდა 1954 წლის დენბენფუს ცნობილ ბრძოლაში, სადაც გამარჯვება ვიეტნამელებს დარჩათ. ითვლება, რომ იმ ჟლეტაში დაიღუპა მესამე რეიხის ყოფილი ჯარისკაცების უმეტესობა. მიუხედავად ამისა, ზუსტად ამ პერიოდიდან სპეციფიურ ფრანგულ ენაში (რომელზედაც ლეგიონერები საუბრობენ), გაჩნდა ბრძანება: Plus vite, que schnell (უფრო სწრაფად ვიდრე schnell — «სწრაფად» — გერმანულად).
მახვილი საფრანგეთის ხელში
პოსტკოლონიალური ეპოქის დადგომის შემდგომაც კი, პარიზი უარს არა ამბობს თავისი ინტერესების ძალისმიერ დაცვაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მთავარი ინსტრუმენტი ამ საქმეში კვლავ უცხოური ლეგიონია, რომელსაც ადარებენ მახვილს პარიზის ხელში. ის გმირავს საფრანგეთის მტრებს მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყვნენ ისინი. თუმცაღა საკმაოდ სერიოზულად შეიცვალა შენაერთების კომპლექტაციის პრინციპი. დღეისათვის ლეგიონის რიგებში პრაქტიკულად შეუძლებელია მოხვდეს ადამიანი ბნელი წარსულით, განსაკუთრებით ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
ლეგიონში მსახურობის დაწყებისას ახალწვეული ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარ თავზე სანდო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გადაამოწმონ უსაფრთხოების ოფიცრებმა. თუ ახალწვეულმა მოიტყუა მას ლეგიონიდან დაუყოვნებლივ დაითხოვენ. ამას გარდა, არსებობს მრავალდონიანი გასაუბრების სისტემა, როდესაც კანდიდატს ესმება ერთი და იგივე შეკითხვები მრავალჯერ, თუმცა სხვადასხვა თანმიმდევრობით. ეს პროცედურაც ასევე ეხმარება განთესილ იქნან არასასურველი ელემენტები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია საკუთარი ნებასურვილი. თუ ადამიანმა საკუთარი ნებით დატოვა ლეგიონის მოსამზადებელი ბანაკი, მას არავინ ძებნას არ დაუწყებს.
ყოველი ეს საშუალებას იძლევა ლეგიონი შეივსოს შემოწმებული ხალხით, სამხედრო გამოცდილებით, რომელთაც შეგნებულად გააკეთეს თავიანთი არჩევანი. ყოველწლიურად ლეგიონში ჩარიცხვის 100 000-მდე მსურველია, ხოლო რჩებიან ერთეულები. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ექსპერტების შეფასებით დღეისათვის ლეგიონში მსახურობს თუმცა 150 ნაციონალობის 7,5-8 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი.
უმეტესობა მისიების, რომლებსაც დღეს ლეგიონი ასრულებს შეიძლება ჩაითვალოს დელიკატურად, თუმცა ეს სპეცოპერაციები არაა. ისტორიები თავქარიანი და ჩხუბისთავი ლეგიონერების შესახებ წარსულს ჩაბარდა. დღევანდელი უცხოური ლეგიონი – ეს პირველ რიგში ძალიან დისციპლინირებული სამხედრო ქვედანაყოფია, რომლისთვისაც ბრძანება ყველაფერზე მაღლა დგას.
ამოცანები, რომლებიც ახალ ეპოქაში დგას შენაერთის წინაშე, საკმაოდ მწვავეა. მაგალითად, 1978 წელს ზაირის კოლვეზში (ახლა დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო) პირველნი ბრძოლაში გააგზავნეს ლეგიონერები, მათი დავალება ყველა თეთრკანიანის გადარჩენა იყო. ბევრი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში ყველა კლასიკურ სამხედრო ფორმირებებს შორის ლეგიონი ყველაზე კვალიფიცირებული და ეფექტურია.
თანამედროვე პირობებში
დღეს უცხოური ლეგიონი ასრულებს სხვაფასხვა მისიებს ცხელ წერტილებში – ერაყში, ავღანეთში, მალიში. ზოგჯერ ეს არათუ მალულად ხდება, არამედ დადასტურებულია საერთაშორისო მანდატით. ასე იყო ოპერაცია “სერვალი” (მალი), რომელშიც მეორე სადესანტო პოლკის მებრძოლები და ოფიცრები მონაწილეობდნენ. მისიის მიზანი, ისლამისტებთან ბრძოლაში ხელისუფლების დახმარება და მალიში მცხოვრები რამოდენიმე ათასი საფრანგეთის მოქალაქის დაცვა იყო. ოფიციალურად ოპერაცია დამთავრდა 2014-ში, თუმცა ფრანგული ქვედანაყოფები დარჩნენ ქვეყანაში უკვე სხვა მისიის ფარგლებში, რომლის კოდური სახელია “ბარხანი”.
უფრო ნაკლებია ცნობილი ფრანგების მონაწილეობის შესახებ ლიბიის კონფლიქტში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 2011-ში ზუსტად უცხოური ლეგიონის მებრძოლებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო ძალების განადგურებაში, გაანადგურეს რა რამოდენიმე კონვოი ბენგაზთან ახლოს.
ასეა თუ ისე, ფაქტია , რომ იმის გამო რადგან ლეგიონში მსახურობენ ძირითადად უცხოელები საფრანგეთის მთავრობას ყოველთვის შეუძლია თავისი მონაწილეობის უარყოფა ამა თუ იმ ოპერაციაში. მეორეს მხრივ, ოფიციალურმა პარიზმა იცის, რომ გაცემული ბრძანება 100 პროცენტით იქნება შესრულებული. ამიტომაა, რომ უცხოური ლეგიონი დღესაც რჩება მეხუთე რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სამხედრო-პოლიტიკურ ინსტრუმენტად.