რა იყო ტიტანიკის ჩაძირვის ნამდვილი მიზეზი?

0
6900

ჟურნალისტმა სენან მოლონიმ (Senan Molony) განაცხადა სიმართლე, რომელიც მისი აზრით, ტრანსატლანტიკური გემის “ტიტანიკის” ჩაძირვის მიზეზი გახდა.

30 წლის განმავლობაში ატარებდა სამეცნიერო-ისტორიულ კვლევებს, ცდილობდა გაეგო, თუ რა დაემართა სინამდვილეში ლეგენდარულ გემს. ამისთვის, ის სწავლობდა სურათებს, რომლებიც გადაიღეს ბელფასტის გემთსაშენი ინჟინერ-ელექტრიკოსებმა. ჟურნალისტმა განახცადა, რომ სურათებზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც გემი აიზბერგს შეეჯახა, მან 9 მეტრის სიგრძის შავი ნაკვალევი შამჩნია. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს დაზიანება, რომელიც ტიტანიკს ჯერ კიდევ ცურვის დაწყებამდე ჰქონდა.

Independent-ი წერს, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ კვალის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი საწვავის შემნახველი ქვაბის ცეცხლის წაკიდება შეიძლება ყოფილიყო, რომელიც ბოილერთან ახლოს იყო. მათი აზრით, გემზე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელებულიყო ხანძარი, ჯგუფი ცდილობდა მის ჩაქრობას, თუმცა 12 ადამიანი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოლონი დარწმუნებულია, რომ “ტიტანიკის” მფლობელებმა პერსონალს დაავალეს, რომ ხმა არ ამოეღოთ მომხდარის შესახებ და დაემალათ ის მგზავრებისგან.

ჟურნალისტმა გააკეთა დასკვნა, რომ ორთქმავლის კორპუსი ძლიერ გადახურდა, გახდა უფრო მყიფე და აიზბერგთან შეჯახებისას კორპუსზე გაჩნდა დიდი ხვრელი. აქედან გამომდინარე, “ტიტანიკის” დაღუპვის უმთავრესი მიზეზი გაჩენილი ხანძარი და გულგრილობაა.

1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჩინური კომპანია Seven Star Energy Investment Group “ტიტანიკის” ანალოგის შექმნას გეგმავს. ეს იქნება ატრაქციონი საკურორტო კომპლექს Romandisea International-ში Sichuan-ის პროვინციის ტერიტორიაზე. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტის დამთავრება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.

ბრიტანული გემი “ტიტანიკი” 1912 წლის აპრილში აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა. ბორტზე ორიათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა დაიღუპა.