ნაცისტები და ოკულტიზმი

0
4374

მაგია და პოლიტიკა

ნაციზმის სიახლოვეს ეზოთერულ მეცნიერებასთან ჯერ კიდევ 1940 წელს ვარაუდობდნენ. ჰიტლერის მოწინააღმდეგენი ცდილობდნენ მიმხვდარიყვნენ, თუ როგორ მოახერხა ფიურერმა გერმანელი ხალხის მოტყუება. მათ საკმაოდ მარტივი ახსნა აირჩიეს. მაგიამ და გარეშე ძალებმა გერმანიას გაუხსნეს გზა, დაემორჩილებინათ ევროპა.

ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელმა სოციოლოგმა განაცხადა, რომ ჰიტლერისთვის დასაშვები იყო დაემყარებინა მსოფლიო წესრიგი ირაციონალური გზით.

“ჰიტლერი იყო ნამდვილი მისტიკა, ნახევრად ღმერთი, რომელსაც შეეძლო ეკონტროლებინა 78 მილიონი გერმანელის ქვეცნობიერი” განაცხადა ცნობილმა ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა. უფრო აკადემიურ ფორმაში ეს პარადიგმა აღწერილია წიგნში “ნაციზმის ოკულტური ფესვები”

ცივი ომის და მესამე რაიხის “შავი” ინტერპრეტირების დასრულების შემდეგ, ისტორიკოსები და განსაკუთრებით კორინა ტრაიტელი დაობდნენ ნაციზმისა და ოკულტიზმის კავშირზე. არსებობდა ბევრი მონაცემი იმის შესახებ, რომ მრავალი ჯადოქარი, ასტროლოგი და ტელეპატი იყო რეპრესირებული, რადგან ნაცისტურმა სახელმწიფომ საეჭვოდ ჩათვალა ისინი. ამას გარდა, ტრაიტელი და მისი მხარდამჭერები მოუწოდებდნენ, რომ არ შეეხედათ ეზოთერმისთვის ამპარტავნულად, როგორც “სულელური”, ცრუ მეცნიერებისთვის: პარაფსიქოლოგია, სპირიტუალიზმი, ასტროლოგია და სხვა მეცნიერებები ევროპელებისთვის იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვეულებრივი მეცნიერებები.

ახლა ისტორიკოსები ცდილობენ თავი აარიდონ უკიდურესობას. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ნაცისტებს ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება ოკულტიზმის მიმართ, ან პირიქი ძალიან ცუდი: პოლიტიკა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იცვლებოდა შიდა, თუ გარე მიზეზების გამო. ხანდახან 180 გრადუსითაც კი ბრუნდებოდა ყველაფერი. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაცისტური გერმანია არა მხოლოდ მითიური “ტოტალიტარული”, არამედ პოლიკრატიული სახელმწიფოც იყო: ათობით სხვადასხვა ორგანიაზაცია, რომელთა უფლებები და ფუნქციები იკვეთებოდა, კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, ატარებდნენ თავის პოლიტიკას და ცდილობნენ დაემტკიცებინათ, რომ ზუსტად მათი მეთოდები და გადაწყვეტილებები ქმნიდნენ იდეალურ ეროვნულ სოციალიზმს.

პრაგმატული დამოკიდებულება

მას შემდეგ, რაც 1933 წელს ნაცისტებმა ძალაუფლება მოიპოვეს, კონტროლზე აიყვანეს ასტროლოგები, ნათელმხილველები და მკითხავები, ისევ როგორც, სხვა ნებაყოფლობითი პროფესიები ვაიმარის რესპუბლიკისა.  გსურთ გამოიმუშავოთ ფული კერძო პრაქტიკით და გამოსცეთ ჟურნალები? დარეგისტრირდით საიმპერატორო ლიტერატურულ პალატაში, ჯანმრთელობის სამინისტროსა და გესტაპოში. ნაცისტ ჩინოვნიკებს ადარდებდათ არა ანტი-სამეცნიერო ხასიათის ოკულტურული სწავლება, არამედ ხალხისთვის ფულის გამოძალვა. (მაგ.ხელზე მკითხაობა)

უფრო მეტიც, ბევრი სახელმწიფო ლიდერი, დაწყებული ჰიტლერით, ჰიმლერითა და გებელთსით,  თვითონაც იყო გატაცებული ეზოთერული პრაქტიკით. (დაწყებული ასტროლოგიით, დამთავრებული ქანქარაზე მკითხაობით.) ამით აიხსნება, რომ ოკულტისტების რეპრესია არასდროს გამოირჩეოდა სისასტიკით, რომლითაც რეიხი უსწორდებოდა კომუნისტებს, ჰომოსექსუალებს, სულიერად დაავადებულებსა და ებრაელებს.

ათობით ეზოთერული სწავლების მიმდევარი აგრძელებდა თავის მოღვაწეობას, იყენებდნენ იურიდიულ დელიმიტაციას “შარლატანობასა” და “ოკულტურ მეცნიერებას” შორის, იკვლევდნენ უჩვეულო მოვლენებს, რომელთა ახსნაც მეცნიერებას არ შეეძლო.

უსაფრთხოების სამსახური და გესტაპო უკვეთავდნენ ათობით ანალიტიკურ კვლევას, რათა ეპოვათ აშკარა განმასხვავებელი კრიტერიუმები შარლატანობასა და პერსპექტიულ ზღვრულ მეცნიერებას შორის, რომელსაც, რა თქმა უნდა არ უნდა მიექცია ფართო მასების ყურადღება და უნდა ემუშავათ საიდუმლოდ უსაფრთხოების სამსახურისთვის.

“როგორც იცით, ასტროლოგია არ მიმაჩნია მთლად თაღლითობად, მაგრამ მჯერავს, რომ ამის უკან არის რაღაც.. ჩვენ გვჭირდება, რომ შევზღუდოთ შარლატანები და პროფესიონალებს მივცეთ საშუალება იმუშავონ ამ თემაზე.” – წერდა ჰიმლერ ჰაიდრიხი 1939 წელს.

ცრურწმენებისა და ებრაელების წინააღმდეგ

ეზოთერიკა მესამე რეიხის დროს სულაც არ გრძნობდა მშვიდად თავს. შავბნელი ძალებისა და ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ მებრძოლები ცდილობდნენ, რომ ხელისუფლება მიემართათ მათ საწინაღმდეგოდ. საინტერესოა, რომ ყველაზე აქტიურნი იყვნენ არა დამოუკიდებელი მეცნიერები, არამედ მატილდა ლუდენდორფის წრიდან, რომელიც ჰიტლერის ახლო მოკავშირის მეორე ცოლი იყო. “გრძნეულები მათთვის იყო იგივე, რაც ებრაელები, ქრისტიანები, მასონები – ძალები, რომლებიც ანგრევდნენ ჯანსაღ გერმანულ ორგანიზმს, მათი გადარჩენა კი მხოლოდ განმანათლებლობით შეიძლებოდა.”

შავბნელი ძალებისა და ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ მებრძოლებს (ობსკურანტიზმი) შორის ყველაზე ცნობილი იყო პოლიციის კომისარი კარლ პელცი და ეზოთერული გამოვლინებების პროფესიონალი ალბერტ შტადხაგენი. ისინი ხვდებოდნენ, რომ მათი წარმატებისთვის გავლენიანი მფარველები იყო საჭირო. ამ სახით იპოვეს რეინარდ ჰაინრიხი და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ბერნარდ ჰერმანი, რომლებიც ანადგურებდნენ ოკულტიზმს თავიანთი ჟურნალების ფურცლებზე და ასევე “სს-ს გაზეთებში. ჰერმანის მთავარი მიღწევა პელცის შოუ იყო, სადაც ის ამხელდა გრძნეულთა ხრიკებს, პარაფსიქოლოგებს და ნათელმხილველებს..

ბორმანი – განმანათლებელი

ეს მომენტი ყველას გასაკვირად მოხდა, მათ შორის ჰიტლერისთვის: 1941 წლის 10 მაისს ფიურერის ერთ-ერთიი ახლო თანმხლები პირი, რუდოლფ ჰესი ინგლისში გაფრინდა, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა დამოუკიდბელ მშვიდობაზე. ჰესი დაადანაშაულეს, რომ ის ასტროლოგიის გამო ჭკუიდან შეიშალა, ხოლო ოკულიზმის მოწინააღმდეგეება არ დააყოვნეს და მოაწყვეს მასშტაბური პოლიტიკური ოპერაცია ასტროლოგების, სპირიტუალისტების, მკითხავთა და ქრისტიანული მეცნიერების წინააღმდეგ – წერს “განმანათლებელი” პელცი.

1941 წელს ბორმანმა პარტიის მუშაკებს გაუგზავნა ცირკულარი ოკულტიზმის მეცნიერებასა და ანტიმეცნიერებას შორის.

განმანათლებელი ბრომანი აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პოლიციური ზომები არ იყო საკმარის. საჭირო იყო გაეტარებინათ საგანმანათლებლო პოლიტიკა, რაც ფართო მასებს არ მისცემდა საშუალებას გატაცებულნი ყოფილიყვნენ ოკულიზმის სწავლებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის დროს.

ჰიტლერის, გებელსისა და ჰიმლერის საქციელმა, გამოეყოთ დიდი თანხები ოკულიზმის განსავითარებლად, შეარყია ისეთი რაციონალისტების პოზიცია, როგორიც ბორმანი და ჰაიდრიხი იყო. 1942 წელს, ფიურერმა აღიარა, რომ მაგიისა და ცრურწმენის გარეშე, ხალხს არ შეეძლო აეხსნა გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომელთა წინასწარმეტყველება და მათზე გამკლავება შეუძლებელი იყო.

პოლიციიგან ამოღებული წიგნები არ დაუწვიათ, არამედ ის გააგზავნეს “სს”-ს ბიბლიოთეკაში. 1942 წელს მეცნიერ-ასტროლოგი კარლ კაფტი, პირდაპირ ციხიდან, როგორც კოროლიოვი მოხვდა სამხედრო საზღვაო ინსტიტუტში, რათა მოეძებნა მოკავშირეთა გემები ქანქარის მეშვეობით. 1943 წელს ანტიფაშისტური გადატრიალების შემდეგ მუსოლინსა და ჰიმლეს დაეხმარა ასტროლოგების დიდი ჯგუფი, დაპატიმრებულების მოძებნაში.

როგორ ეშინოდა ჰიტლერს მეცნიერების

საინტერესოა შევადაროთ ალტერნატიული მეცნიერების ბედი მესამე რეიხსა და საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა, სტალინის დროს საუბარიც არ შეიძლებოდა ოკულტიზმის ლეგალიზაციაზე.

ჰიტლერის დროინდელ გერმანიაში ჯერ კიდევ არ იყო მოძველებული ვეიმარის პრულარიზმი. მაგალითად, იყო ასეთი დოქტრინა სამუდამო ყინულზე, რომელიც ავსტიელი ინჟინერის ჰანს გერბიგერის შემოთავაზება იყო.  მისი კონცეფციის მიხედვით, მზის სისტემა წარმოიქმნა ცეცხლოვანი სფეროსა და კოსმოსური ყინულის ურთიერთქმედებით.

იდეოლოგიური მოტივის არარსებობის მიუხედავად, ნაცისტებმა ამ დოქტრინაში დაინახეს “ებრაული” ფიზიკის ნანატრი ალტერნატივა. გერბერს ადარებდნენ ჰიტლერს – ხალხიდან გამოსული, ისეთივე თვითნასწავლი, რევოლუციის შემქმნელი.

საუკუნო ყონულის დოქტრინის მხარდამჭერები ჰიტლერის საშუალებით ცდილობდნენ ოფიციალური სახე მიეცათ ამ მეცნიერებისთვის. საწყის ეტაპზე, მათ გადაწყვიტეს, წარედგინათ სპეციალური ოქმი, რომლის მიხედვითაც იმ გეოლოგების და მეტეოროლოგთათვის, ვინც ხელი არ მოაწერა დოქტრინას დაფინანსება შეეწყიტათ. თუმცა მცდელობა არ გამოვიდა.

1937 წელს Ahnenerbe-ის ძალისხმევით გამოქვეყნებული იყო სტატია “მეოცე საუკუნის კოპერნიკი”, რომელიც გამოიცა პოპულარულ გერმანულ გაზეთებში. რედაქციამ მაშინვე მიიღო მრავალი ინჟინერისა და მეცნიერის აღშფოთებული წერილი. ისინი აცხადებდნენ, რომ არ შეიძლებოდა გერმანული მეცნიერების ასეთი შელახვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ღრმა ცოდნა მათემატიკასა და ფიზიკაში.

1938 წელს, წამყვან სამეცნიერო ჟურნალაში “გერმანული გეოლოგიური საზოგადოების ჟურნალი” გამოქვეყნდა სტატია, სადაც არა მხოლოდ ამხილეს სამუდამო ყინულის დოქტრინა, არამედ ფარულად გააკრიტიკეს გერმანული ბურჟუაზიის მიდრეკილება ირაციონალური იდეებისადმი. ჰიმლერმა ოფიციალურად გაუწია რეკომენდაცია მარადიული ყინულის თეორეტიკოსებს, რომ არ გამოჩენილიყვნენ და არ ჩართულიყვნენ სამეცნიერო ჟურნალების პოლემიკაში, რათა თავიდან აეცილებინათ დაპირისპირება, თუმცა “Ahnenerbe” ზრდიდა დაფინანსებას გლობალური ყინულის თეორიისთვის და სთავაზობდა მათ მომხრეებს, რომ ეწინასწარმეტყველებინათ ამინდის პროგნოზი. სხვა სიტყვებით, მეცნიერებთან საჯარო ბრძოლის მაგივრად, ნაცისტები ამჯობინებდნენ შეექმნათ თავისი ჯიბის სტრუქტურები, გიჟური პერსონალითა და ეყრდნობოდნენ იმ აზრს, რომ სასწაული კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა მათი ოკულიზმის თეორიების სიმართლეს.