5 გავრცელებული მითი კიბოს შესახებ, რომლისაც არ უნდა დაიჯეროთ

0
2731

 

მითი 1. მობილური ტელეფონები და შაქრის შემცვლელები იწვევენ კიბოს

მიუხედავად იმისა, თუ რას გეუბნებოდათ თქვენი ბებია, “დღესდღეობით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მობილური ტელეფონები და შაქრის შემცვლელები დაკავშირებულია ადამიანის ონკოლოგიურ დაავადებებთან”, – ამბობს ონკოლოგი ჯეკ ჯაკობი. მაშინ საიდან გაჩნდა ეს მითი? 70-იან წლებში ცხოველზე ჩატარებულმა კვლევებმა კიბოს წარმოშობა შაქრის შემცვლელებთან დააკავშირა, თუმცა რა შუაშია აქ ადამიანი? ზოგიერთმა მეცნიერმა დაამტკიცა მობილური ტელეფონის გამოყენების კავშირი ტვინის კიბოსთან, თუმცა იყვენ ისეთებიც, ვინც ეს ფაქტი უარყო. ამერიკის მედიკამენტებისა და საკვების კონტროლის ორგანიზაცია და საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია თვლის, რომ ამ მონაცემებით საფრთხე არ არსებობს. ასე რომ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც უკვე დამტკიცებულია: შეეშვით მოწევას, შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, მიირთვით მეტი ბოსტნეული და ვარჯიშით შეინარჩუნეთ თქვენი წონა.

მითი 2: მუქი ფერის მქონე ადამიანები არ ავადდებიან კანის კიბოთი

თეთრი კანის ფერის ქონა ნამდვილად ზრდის შანსს დაავადდეთ მელანომითა და სხვა კანის კიბოს ტიპით. თუმცა, არავითარი შეფერვა არ გმატებთ იმუნიტეტს. მუქი კანის მქონე პაციენტების ექიმებს შეიძლება გამორჩეთ კანის კიბოს ადრეული ნიშნები ფრჩხილებ ქვეშ, ხელებზე, ქუთუთოებსა და გენიტალიების არეში. ეს ნიშნავს, რომ მათი დიაგნოსტირება დაგვიანებულ სტადიაზე მოხდა, როცა მკურნალობა უფრო რთულია.

მითი 3: სიმსუქნე მავნებელია გულისთვის, ხოლო კიბოსთან კავშირი არ აქვს 

ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების აზრით, ჭარბი წონა დიდ როლს თამაშობს ყოველი მეხუთე სიმსივნით დაავადებული ადამიანის გარდაცვალებაში. ის ზრდის კოლორექტალური, თირკმლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლისა და პანკრეასის კიბოს რისკს. ასევე შეიძლება გაართულოს მდგომარეობა დაავადების შემთხვევაში.

მითი 4: კიბო არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე

დიახ, თავად სიმსივნის გადადება შეუძლებელია. თუმცა ზოგიერთი ვირუსი, რომელიც მასთანაა დაკავშირებული, სრულიად გადამდებია. მაგალითად, გასული 10 წლის განმავობაში, ადამიანის პაპილომას ვირუსმა (HPV) მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია პირის ღრუსა და ყელის კიბოს შემთხვევაში. ადრე, ამ ვირუსით ძირითადად მწეველები და ალკოჰოლიკები იტანჯებოდნენ, თუმცა დღესდღეობით 70%-მდე შემთხვევა HPV-თან არის დაკავშირებული.

მითი 5: რუჯის აქტივატორი გიცავთ კანის კიბოსგან

დროა უკვე, რომ ავკრძალოთ ფრაზა “ჯანმრთელი რუჯი”. ულტრაიისფერი სხივებით, მზითა თუ სოლარიუმით, კანი უკვე დაზიანებულია, რაც ნიშნავს, რომ კანის კიბოს რისკი იზრდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაოჭების, კანის გათეთრების, ყავისფერი ლაქებისა და სხვა დაბერების ნიშნების შესახებ. ამას გარდა, რუჯის აქტივატორი მინიმალურად გიცავთ მზისგან, დაახლოებით SPF 3. თუ თქვენ ერთხელ მაინც დაიწვებით, ეს ზრდის შანსს მიიღოთ მელანომის სასიკვდილო დოზა. მზისგან დამცავი კრემი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ მზეზე 11:00-დან 14:00-მდე, როცა ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ძლიერია.