საჭიროა ქვეყანაში შენარჩუნდეს და განვითარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემა, რომელიც უნარშეზღუდული მშობლების წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული. ვშიშობ, რომ ყველას კარგად არ ესმის ამ ამოცანის მნიშვნელობა.
პრობლემა ისაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებს ყურადღებას არავინ აქცევს. სინამდვილეში, ეს კომპლექსური თემაა. ის შეიცავს კითხვებს ხელმისაწვდომ გარემოზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაზე.
ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენოთ, რომ ეს ვიწრო თემაა, სინამდვილეში ის, დიდი რაოდენობით ოჯახებს ეხებათ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ოჯახს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, მოხვდა ავარიაში, ერთი მშობელი გარდაიცვალა, ხოლო მეორე ინვალიდი გახდა. ან მეორე სიტუაცია, როცა ქალმა, რომელიც მუდმივად იყენებს ინვალიდის სავარძელს, შექმნა ოჯახი და სურს ბავშვის გაჩენა. სად და როგორ იმშობიაროს? როგორ უზრუნოს თავის შვილზე?
ასეთი ოჯახები ძალიან ბევრია და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. კითხვები კი ბევრია. მაგალითად, როგორ წავიდეს დედა, რომელიც ინვალიდის ეტლში ზის, ახალშობილი ბავშვით, ზამთარში ჩვეულებრივ საბავშვო პოლიკნინიკაში? ექიმები ვალდებულნი არ არიან სახლში მიაკითხონ ბავშვებს, რადგან ისინი ინვალიდები არ არიან. თუ შენ არ შეგიძლია ბავშვთან ერთად სასეირნოდ წასვლა, როგორ უნდა წაიყვანო ის სკოლაში, ან ბაღში? მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა. სად შეძლებთ დასასვენებლად წასვლას? როგორ ატარებთ ბავშვს სპორტულ კლუბებში? ძალიან, ძალიან ბევრი მსგავსი კითხვა არსებობს. ამიტომ, 2010 წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახლაც იზრდება და ვითარდება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას, უფრო მარტივად შეუძლია მოაგვაროს ასეთი პრობლემები, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებს.
სახელმწიფო სტრუქტურებში, უფრო ხისტი ჩარჩოებია, გრძელვადიანი დაგეგმვა, ბიუჯეტის დაფინანსება, ყველაფერი მკაფიოდ რეგულირდება და იწერება. არასამთავრობოები კი უფრო მოქნილები არიან და პრობლემებს მათი აღმოჩენისთანავე ვწყვეტენ. თუ რომელიმე პროექტისთვის არ არის საკმარისი ფინანსები, ყოველთვის შესაძლებელია მოხალისეების დახმარება. ამას გარდა, არასამთავრობოსათვის უფრო მარტივია რესურსების მოძიება, როგორც სახელმწიფოდან, ასევე ბიზნესიდან და ადგილობრივი მოსახლეობიდან. არაკომერციული ორგანიზაცია, ეს ნიშნავს, რომ მუშაობს ხალხის გარკვეული ჯგუფთათვის, ბევრი კომპანია თუ ორგანიზაცია კი მზად არიან მხარი დაუიჭირონ მას.
მთავარი ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლების პრობლემების მიმართ შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება. სოციალური კვლევის შედეგების მიხედვით, შშმ ქალბატონების მიერ აბორტების გაკეთება 15%ით გაიზარდა.
ამა წლის აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების დახმარებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, შშმ ქალებისთვის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ. განხილვისას, გადაწყდა ოჯახის დაგეგმვის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას სპეციალიზირებული ცენტრი შშმ პირთათვის. ახლა ჩვენ სწორედ ამ კონცეფციაზე მიდის მუშაობა.
უფრო აქტიურად არის საჭირო საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა, უფრო სწორედ, მისი შეცვლა, ჩამყალუბდეს ახალი სოციალური სტანდარტები. შშმ ქალი შეიძლება იყოს წარმატებული, ლამაზი, ბედნიერი, ინვალიდის ეტლი კი არაფერ შუაშია.ისიც კი შეიძლება დაიგეგმოს ჩატარდეს სილამაზის კონკურსი “მის დამოუკიდებლობა”, ასეთი განსაკუთრებული ქალებისთვის და გოგონებისთვის, რომელიც დედაქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა გახდება.
თავისი ძალისხმევისთვის, შეეცვალათ ინვალიდი ქალების იმიჯი, რეგიონულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “რეგიონალური განვითარების და რეფორმების ცენტრი” ორჯერ მიიღო მონაწილეობა უნარშეზღუდული მშობლების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაში. თუმცა, რა თქმა უნდა ეს საკმარისი არაა.
გასაგებია, რომ მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ. თუმცა, პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, შეიქმნას აიპ-ები და დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხებზე. ჩვენ პატარები ვართ, თუმცა ჩვენი უნდა ესმოდეთ.