რა შეიძლება უთხრა სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს

0
3749

 ჰოსპისური დახმარების პროფესიონალ მონაწილეთა ასოციაციამ და საქველმოქმედო ფონდრწმენამუკვე მეორედ ჩაატარეს კონფერენცია ექიმებისა და მედდებისთვის პალიატიური მზრუნველობის თემაზე. ამჯერად, მსმენელთა რაოდენობა დაგეგმილზე ხუთჯერ მეტი აღმოჩნდა. როგორ დავეხმაროთ მათ, ვისი განკურნებაც უკვე შეუძლებელია? ამის შესახებ ისაუბრეს შვედეთის, პოლონეთის, ისრაელისა და გერმანიის ექიმებმა. ისინი არა მხოლოდ მედიცინაზე, არამედ იმ ეტიკეტებზეც საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ადამიანს, რომელიც სიკვდილის პირასაა.

უკანასკნელი სიტყვების შესახებ

არსებობს ხუთი ფრაზა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ დამშვიდობებისას : “მაპატიე”, “ყველაფერს გპატიობ”, “მიყვარხარ”, “მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე”, “მშვიდობით”.

გახსოვდეთ, რომ პირველი სამი ფრაზა სიკვდილთან არაფერ კავშირშია, მას ხშირად ეუბნებიან ქმარს, შვილებს. არავინ არ იცის ის როდის მოკვდება. როდესაც ჩვენ ვუსმენთ ადამიანებს, რომლებიც გადაუდებელი დახმარების ცენტრში არიან, ისინი ყოველთვის ნანობენ, რომ არ იყვნენ მეგობრულები ახლობლების მიმართ, იშვიათად ეუბნებოდნენ როგორ უყვარდათ ისინი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რატომ ეშინიათ მომაკვდავებს საუბრის

ძალიან რთულია შეხედო ადამიანს თვალებში, რომელიც იტანჯება და კვდება. ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. წარმოიდგინეთ, თქვენ არ ხართ ერთადერთი, რომელიც თვალს აცილებს მომაკვდავს. როცა ექიმი შედის პალატაში, ის ესალმება პაციენს და უყურებს ბალიშს, საბანს, მაგრამ არა პაციენტს. მსგავსად იქცევიან ექთნებიც. ოჯახის წევრებიც კი, როდესაც გაიგებენ ყველაზე საშინელ ამბავს, ცდილობენ მარტომ არ მოინახულონ ავადმყოფი, ან პალატაში მოხვედრილები სასწრაფოდ გაზეთის კითხვას იწყებენ.

როცა ჩვენ ვინმესთან ვამყარებთ თვალებით კონტაქტს, ეს თითქოს ნიშნავს, რომ ვეუბნებით “ თქვენ ჩემთვის არსებობთ”. როდესაც ასეთი კავშირი არ არსებობს, ავადმყოფისთვის ეს ნიშნავს სოციალურ სიკვდილს. ბევრმა არ იცის რა უპასუხოს, როცა ავადმყოფი კითხულობს კვდება თუ არა ის. როგორც წესი, ასეთ კითხვებს სვამს ის, ვინც სიკვდილის ზღვარზეა, ამ დროს მიეცით მათ “სცენა”, რათა გულწრფელად საუბარი შეძლოს.

ჰკითხეთ მომაკვდავს, ყველაზე მეტად რისი ეშინია. ეს სხვადასხვა რამ შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგს ეშინია ტკივილის, ამასთან გამკლავება ყველაზე მარტივია. ახალგაზრდა დედას შეიძლება ეშინოდეს, რომ  მისმა შვილებმა ვერ დაიმახსოვრონ. შეიძლება ვიდეოს ჩაწერა, სადაც ის მოიკითხავს ბავშვებს დაბადების დღეებზე, სკოლის დამთავრებისას, ქორწილში.

არ შეგეშინდეთ ხუმრობის. ცრემლები და სიცილი ორი ღილაკია, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს იმყოფებიან. ეს არის ის, რაც გვათავისუფლებს. სიცილი ძალიან ხშირად ტკივილის შედეგია. ასე რომ გამოიყენეთ თითოეული წუთი, რომელიც თქვენ გაქვთ: იცეკვეთ, იმღერეთ, იცინეთ.

სიკვდილის მიზეზები

პაციენტებთან ან მათ ნათესავებთან აუცილებელია ვისაუბროთ ავადმყოფობის მიზეზებზე, რადგან შეიძლება მიაჩნდეთ, რომ მიზეზი მათშია. ისინი ფიქრობენ, რომ დამნაშავენი არიან იმის გამო, თუ როგორ ფიქრობდნენ, აკეთებდნენ, ამბობდნენ. როდესაც ბავშვებს ეკითხებიან, თუ რატომ დაავადდა, უმეტესობა პასუხობს, რომ ის იყო “ცუდი”. ექიმი შეიძლება არ შეეკამათოს, რადგან არ იცნობს მას, მაგრამ უნდა უთხრას, რომ მისი დაავადება ამასთან არაფერ კავშირშია.

ავადმყოფი ბავშვები არასდროს სვამენ კითხვას “რატომ მე?”. ისინი ყოველთვის თვითონ პოულობენ ამაზე პასუხს. ექიმი ესაუბრა 16 წლის ბიჭს, რომელიც კვდებოდა. მან თქვა: “ჩემს წინა ცხობრებაში, მე ჩავიდინე საშინელი დანაშაული, ამიტომ ამ ცხოვრებაში ასეთია ჩემი არჩევანი, თუმცა ჩემი შემდეგი ცხოვრება აუცილებლად იქნება შესანიშნავი”. როგორ შეუძლიათ ასეთი პასუხი გაგვცენ? ისინი უბრალოდ გრძნობენ, რომ ყველაფერს აკონტროლებენ.

ბავშვები სასაფლაოზე

როგორც წესი, ბავშვები, ჩვილებიც კი, აუცილებლად უნდა იყვნენ ოჯახის წევრებთან ერთად გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე. მაგალითად, გარდაიცვალა მამა, დედა დარჩა ორი შვილით. ის ნერვიულობდა და არ უნდოდა, რომ ბავშვები სასაფლაოზე წაეყვანა, რადგან ეშინოდა არ გამოეწვია ფსიქოლოგიური ტრავმა. იმისთვის, რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ დაკრძალვაზე ყოფნა, საჭიროა სწორად ავუხსნათ მათ ისტუაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეტაპობრივად მოხდეს. გასაღები არის ის, თუ როგორ რეაქციას ველით მათგან. მაგალითად, ამბობენ: “სპეციალური ხალხი წაიღებს მამას სხეულს, ჩააცმევენ, ჩადებენ ყუთში, რომელსაც კუბო ეწოდება. ამ ყუთს ისინი მიიტანენ გათხრილ ორმოსთან და ჩადებენ მასში. გარშემო იქნება ბევრი მიწა, ბევრი ნიჩაბი. ხალხი დაიწყებს მიწის დაყრას კუბოზე, ყველა დაიწყებს ტირილს, თუ გენდომება ეს შენც გააკეთე”

თუ ცერემონია ძალიან ტრავმულია (მოულოდნელი გარდაცვალება), უმჯობესია ბავშვები იყვნენ ოჯახის მეგობრებთან, მაგრამ არა ნათესავებთან, რადგან მათ შეიძლება დაკარგონ კონტროლი.

ცუდი ამბები

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, თუ ოჯახის წევრები უარს ამბობენ პაციენტმა სიმართლე შეიტყოს მის დიაგნოზზე? ვის უნდა აცნობონ პირველად ოჯახის წევრებს, თუ პაციენტს? ექიმებს აქვთ მორალური ვალდებულება, ეთიკური კოდექსი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სხეული ეკუთვნის პაციენტს. თუ მას აქვს კოგნიტური შესაძლებლობები და ის იმყოფება გონებაზე, მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება: იცოდნენ თუ არა ოჯახის წევრებმა. არასოდეს არ მოატყუოთ პაციენტი, არ შეხედოთ ქედმაღლურად. ის არის ზრდასრული ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეცადეთ ისე მოეპყროთ მათ, როგორც თქვენ გენდომებოდათ რომ მოგქცეოდნენ!