10 ცვლილება, რომელიც ხდება ქალის ფსიქიკაში მიტოვების შემდეგ

0
3444

ურთიერთობების გაწყვეტა განსაკუთრებით რთული მომენტია ქალებისათვის, ის მოქმედებს ფსიქიკაზე და იწვევს განცდებს არამხოლოდ მოცემულ მომენტში, არამედ გავლენას ახდენს მის  ცხოვრებაზე გრძელვადიან პერსპექტივაშიც. მოქმედებაში მოჰყავს ფსიქიკური დაცვის მექანიზმები, აკორექტირებს რეალობის აღქმას, საბოლოოდ ცვლის რა ქალის პიროვნებას და მისი მომავალი ურთიერთობების მოდელს.

1. ქალი უფრო ფრთხილი ხდება, იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შემოუშვას თავის ცხოვრებაში 

მას აღარ ეშინია თქვას «არა», როდესაც გრძნობს, რომ ვინმესთან არა გაქვს მომავალი, მაშინაც კი თუ ეს ძალაინ კარგი ადამიანია. ის იწყებს ვიღაც განსაკუთრებულის, მთელი მისი ცხოვრების სიყვარულის ძიებას.

2. ქალი უფრო მეტად ენდობა საკუთარ თავს

მიდის დასკვნამდე – თუკი არსებობს ვინმე, ვინც არ მოგატყუებს, ეს ისევ და ისევ თავადაა. თუმცა ამას ერთბაშად ვერ აცნობიერებს. მხოლოდ მტკივნეული განშორების შემდეგ ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია ენდოს. ის იცნობს საკუთარ თავს ყველაზე უკეთ. იცის, რომ ვერავინ მიაყენებს ტკივილს, თუ კი მისი სუსტი მხარეები არ იცის, და ახლა გადაწყვეტილი აქვს ისინი არავის გაანდოს.

3. ეჩვევა იმედგაცრუებას

საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუ როგორ დატოვა საყვარელმა ადამიანმა და ამის შემდეგ წყნარად გააგრძელა ცხოვრება. იმედგაცრუება უკვე აღარ აგდებს შოკში. საკუთარ თავს ეუბნება, რომ ყველა უშვებს შეცდომას, მათ შორის ისიც.

4. თავს ანებებს მისთვის ონლაინ თვალის დევნებას

თავიდან თითქოს ადამიანის ონლაინ თვალის დევნებით ინაზღაურებს მასთან ურთიერთობის არ არსებობას, თუმცა შემდეგ ხვდება, რომ ეს უაზრობაა. სხვის ცხოვრებაში ონლაინ ქექვა ემოციონალურად ღლის ადამიანის. ზოგიერთი რამ კი ჯობია საერთოდაც არ იცოდეს, მათ შორის ყოფილის ახალი ცხოვრების შესახებ. ის სწავლობს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე კონცენტრირებას.

5. მას აღარ სჯერა ონლაინ-გაცნობის

ხვდება, რომ ონლაინ-გაცნობაში პრინცს ვერ იპოვის. ასევე იცის, რომ ყველა მესიჯი, რომელსაც ღამის 12 საათის შემდეგ მიიღებს სჯობს უყურადღებოდ დატოვოს. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ ონლაინ-ნაცნობების გაჩენას, თუმცა დამიჯერეთ სერიოზული ურთიერთობები ამ შემთხვევაში ბოლო ადგილზეა.

6. სხვაგვარი დამოკიდებულება უჩნდება მარტოობის მიმართ 

ქალს ესმის და აცნობიერებს იმას, რომ მარტოობა არც თუ ისე ცუდია. მარტოობას ეჩვევა. ამასთან საკუთარ თავზე ბევრ ახალს იგებს, როდესაც სხვისი გავლენის ქვეშ აღარაა. ხვდება, რომ ადამიანის განვითარება არაა დამოკიდებული იმაზე, აქვს თუ არა მას ვინმესთან ურთიერთობები მოცემულ მომენტში. პირიქითაც კი, მეტი დრო რჩება საკუთარი თავისთვის და ახალი მიზნების მიღწევისათვის.

7. ის აცნობიერებს, რომ არ შეუძლია ადამიანის შეცვლა

ადამიანების უმრავლესობას არ მოსწონს, როდესაც მათ კონტროლს ან მათით მანიპულირებას ცდილობენ. ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი და წინადადება, თუმცა მეორეს გადასაწყვეტია, უნდა მას ეს მიიღოს თუ არა. არ შეიძლება საკუთარი რწმენების სხვებისათვის თავს მოხვევა. არავის არ უნდა, რომ მისი თავისუფლება შეიზღუდოს. ადამიანებს ვერ აიძულებ სხვის გამო შეიცვალონ.

8. ქალი უკეთ იწყებს თავისი ინტუიციისადმი ყურის დაგდებას

ის მეტად აღარ აკეთებს თავისი გრძნობების იგნორირებას, რომლებიც ეუბნებიან, რომ რაღაც ისე არ არის. ის ადამიანებს უფრო უკეთ აკვირდება. ცდილობს გამოიცნოს მათი განზრახვები და მოტივაცია.

9. ქალი აღარ აბრალებს ყველაფერს თავის თავს

როდესაც ქალი მიატოვეს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი ბრალია. უმეტეს შემთხვევაში გასაგები ხდება, რომ პრობლემა იმ ადამიანშია ვინც წასვლა გადაწყვიტა.

10. ქალს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს ოდესმე თავად მიატოვებს

მას არ სწყურია შურისძიება. უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაუტეხა გული, არ აძლევს უფლებას გაუკეთოს იგივე სხვას. ის ხვდება, რომ სხვა ადამიანის ტკივილი მას არაფერს შესძენს. და თუკი უწევს ურთიერთობებზე უარის თქმა, ქალი ამას არ გააკეთებს ახსნის გარეშე, რადგან თვლის, რომ პარტნიორს უფლება აქვს იცოდეს სიმართლე. ამ შემთხვევაში ქალმა პირად გამოცდილებაზე იცის, რომ ურთიერთობების გაწყვეტა რთული მომენტია და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა მეორე ადამიანს.