ნავთობპროდუქტების ბაზრის მომავლის ანალიზი

0
2989

Extrema Necessitas Extremis Nititur Rationibus – განსაკუთრებული გარემოებები, განსაკუთრებულ გადაწყვეტილებებს საჭიროებენ. დარწმუნებულნი ვარ, ძველი რომაელების ეს ბრძნული გამონათქვამი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, ნავთობროდუქტებით მოვაჭრეთა შორის, როცა ისინი დახურულ კარს მიღმა გულწრფელად საუბრობენ.

ორი წლის განმავლობაში ნავთობის გაიაფებამ, მოვაჭრეთა “მოთმინების ფიალა” აავსო. მათი აზრით, ზუსტად ახლა დადგა დრო, რომ ერთიანად მოიჭრას ნადავლი – მსოფლიო ბაზარზე შეიქმნას ნავთობის დეფიციტი და ფასები “სამართლიან” დონეს დაუბრუნდეს.

ოპეკის ქვეყნების თქმით, ისინი პირველი იანვრიდან შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 1.2 მილიონი ბარელით დღეში. სხვა ექსპორტიორი სახელმწიფოები კი 0.6 მილიონი ბარელით შეამცირებას გეგმავენ. მსგავს მოქმედებას აპირებს რუსეთიც, 0.3 მილიონი ბარელით, ესეიგი მიმდინარე წარმოების დონის 3%ით.

ჩნდება კითხვა: ძალიან მარტივად ხომ არ აპირებენ ნავთობით მოვაჭრენი აიღონ ძალაუფლება მათ მომხმარებლებზე?

რა არის 1.8 მილიონი ბარელი მსოფლიოსათვის? ნავთობის მსოფლიო წარმოება 100 მილიონ ბარელზე ოდნავ ნაკლებია. ამის თითქმის ნახევრის ყიდვა-გაყიდვა მსოფლიო ბაზარზე ხდება. ნახევარზე ოდნავ მეტი კი ოპეკის ქვეყნებზე მოდის. (პირველ რიგში საუდის არაბეთი, ირანი და ერაყი). მნიშვნელოვანი, თუმცა არა საკონტროლო პაკეტი, მსოფლიო ბაზარზე რუსეთსაც ეკუთვნის (მხოლოდ ნავთობს, საზღვარგარეთ ყოველდღიურად 5 მილიონ ბარელს ყიდის, ამაში არ ითვლება ნავთბპროდუქტები და გაზი).

მსოფლიო მასშტაბით, წარმოების შემცირება საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. თუ ექსპერტთა საშუალო პროგნოზს დავუჯერებთ, მსოფლიო მოთხოვნა ყოველწლიურად დღეში 1 მილიონი ბარელით გაიზრდება. აქამდე, ნავთობის ექსპერტები ძალიან ბევრი ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი ბიზნესთან. ისინი ხშირად “ცდებოდნენ” თავიანთ პროგნოზებში, ვიდრე სიმართლეს “ხვდებოდნენ”. იმისთვის, რომ არ გავართულოთ ჩვენი დისკუსია, დავუშვათ, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო ნავთობის მიწოდება დღეში 2.8 მილიონ ბარელს შეადგენს. რამდენად ძლიერი იქნება ფასების ზრდა?

წინასწარ ცნობილია, რომ ყველა ნავთობმწარმოებელი წარმოების შემცირების თამაშში არ მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მსხვილი, თუმცა არა ერთადერთი ასეთი შეერთებული შტატებია.

ნავთობის წარმოების მაქსიმუმი აშშ-ში 2015 წელს 9.6 მილიონი ბარელი დაფიქსირდა. წინა 4 წლის განმავლობაში, ის 4 მილიონი ბარელით გაიზარდა. გასულ წელს ფასების დაცემით, ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი არარენტაბელური გახდა. 2016 წლის ნახევრისთვის, ნავთობის წარმოება კი დაახლოებით 1 მილიონი ბარელით შემცირდა.

მაგრამ, ამა წლის ზაფხულში ნავთობის ფასი 50$-მდე გაიზარდა და მოპოვების შემცირება შეჩერდა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხელსაყრელ პირობებში ამერიკული ნავთობის მოპოვება  ყოველწლიურად 1 მილიონი ბარელით შეიძლება გაიზარდოს.

ამას გარდა, ოპეკისა და მისი თანამოაზრეების “გამონაკლის მოქმედება”-ზე, ენერგომატარებლების მოპოვების ზრდას არამხოლოდ ამერიკელები გამოეხმაურებიან. 2.8 მილიონი ბარელის დანაკლისი აღდგენილი იქნება ნახევარ, მაქსიმუმ ერთ წელიწადში.

რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგიის წარმოების ზრდაზე ალტერნატიული წყაროებიდან. ეს ენერგეტიკა ნამდვილად გაიზრდება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “დამოუკიდებელი” ექსპერტებს პროგნოზს ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის ზრდაზე.

არსებობს მხოლოდ ერთი გზა სწრაფად და მნიშვნელოვნად გაიზარდოს მსოფლიო ენერგო ფასები –  ერთდროულად შემცირდეს მიწოდება არა 1.8, არამედ 5 მილიონი ბარელით. შესაძლებელია, რომ ეს აქცია არა კოლექტიურად განახორციელონ, არამედ რომელიმე ერთმა ნავთობმწარმოებელმა.

წარმოიდგინეთ, რომ საუდის არაბეთმა ან რუსეთმა მთლიანად შეწყვიტოს ნავთობის ექსპორტი, მსოფლიო პანიკაში იქნება, ფასები ორჯერ გაიზრდება, სხვა ნავთობმოვაჭრენი კი მადლობელნი იქნებიან გმირი ქვეყნისა, ასეთი თავგანწირისათვის.

მაგრამ სწორედ ეს არ შეიძლება, რომ მოხდეს. მოსკოვი და ერ-რიადი წარმოების შემცირებაზე თანხმდებიან, მხოლოდ ისეთივე პროპორციით, როგორც სხვები გააკეთებენ ამას. საუდის არაბეთმა 1990-იან წლებში უკვე გაწირა თავი, როცა მკვეთრად შეამცირა ნავთობის ექსპორტი, რამაც ფულისა და ბაზრის წილის დაკარგვა გამოიწვია. ამის გამეორების სურვილი კი სავარაუდოდ აღარ უნდა ჰქონდეთ.

იმაზე ფიქრიც კი სასასაცილოა, რომ პუტინი ოპეკის სასარგებლოდ მსხვერპლად შესწირავს რუსეთის ერთადერთ შემოსავალს – ნავთობშემოსავლებს და შესაბამისად საკუთარ რეჟიმს.

ზემოთ ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავთობის ფასი თუნდაც 60$-მდე გაიზარდოს. აღარაფერს ვამბობთ ფასის უმაღლეს დონეზე. ბარელი ბრენტი რომელიც 2011-14 წლებში 110$ ღირდა აღარასდროს დაბრუნდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 60$ ბარელის ფასი ნავთობის მოვაჭრეთა ბიუჯეტთათვის საჩუქარი იქნებოდა. ამ ფასისთვისაც მათ ბრძოლა მოუწევთ, რადგან მისი მიღწევა გარანტირებული არ არის.

მაგალითისთვის რუსეთი ავიღოთ. რას ნიშნავს შეამციროს ნავთობის მოპოვება 3%ით? ეს მოქმედ საბადოებზე სამუშაოების შეჩერებას გულისხმობს, რაც საკმაოდ ძვირი პროცესია. ასევე არასასიამოვნოა შეამცირო მიწოდება სერიოზული მყიდველებისთვის. რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური ღერძი და პოლიტიკური ურთიერთობა ყოველწლიურად ნავთობის მიწოდების ზრდაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, მათ რუსეთისგან სხვა არაფერი სჭირდებათ.

რას იტყვის უფროსი ძმა, თუ ნავთობის მიწოდება შემცირდება? გვგონია, რომ ეს წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, ისინი ამაზე არ წავლენ. თუმცა, თუ რუსეთი შეასრულებს ოპეკისთვის მიცემულ სიტყვას, სხვა ბაზრებზე უფრო ნაკლებს გაყიდის, ეს კონკურენტებს გაუხსნის გზას. უფრო სწორად, იგივე ოპეკს.

დაახლოებით ასეთივე პრობლემები წარმოექმნება დიდი შეთქმულების სხვა მონაწილეებსაც.

ასე, რომ ნავთობმოვაჭრეთა ალიანსს არ გააჩნია გრძელვადიანი პერსპექტივა, თუმცა დროებითი ეფექტი შეიძლება მიღწეული იქნას, თუ მიმდინარე სპეკულაციური ფასების ზრდა კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

მართალია წარმატება, თუნდაც არამეგობრულად განწყობილებსაც აერთიანებთ. მაგრამ, ნავთობის მოკავშირეების პირველივე წარუმატებლობა არა ლათინურ, არამედ ჩინური სიბძნის სიღრმეს უფრო სწვდება: “თუ ცა ვარდება, არ დაიჭირო ის”. თუ ფასები ეცემა, არ დაიჭირო ის.