როგორ ვიპოვოთ ბედნიერება ყოველდღიურობაში: 10 რჩევა ამირან კილაძისაგან

0
6715

გახსოვდეთ, რა ემოციებიც გვაქვს და რაზეც ვფიქრობთ იმას წარმოვადგენთ და იმას ვქმნით. ყველა ადამიანი შედგება დადებითი და უარყოფითი ემოციებისაგან. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი უფრო სჭარბობს ჩვენში, ჩვენი მენტალიტეტი და შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც იქითკენ იხრება. ამიტომ აუცილებელია, რომ მოვახერხოთ და შევცვალოთ ნეგატიური აზროვნება პოზიტიურით. თუ სულ ნეგატიურზე ვფიქრობთ და ვწუწუნებთ მოვიმკით ნეგატიურ მომავალს. ჩვენი ფიქრებით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს. ჩვენი გრძნობებით ვქმნით ჩვენს მომავალს.

არადა მართლაც შესაძლებელია იცხოვრო უფრო გააზრებული ცხოვრებით და იგრძნო თავი უფრო ბედნიერად. ეს ორივე შესაძლებელია იპოვო, თუნდაც ყოველდღიურ უბრალო საგნებში და მოქმედებებში. წარმოგიდგენთ უბრალო და ქმედით რჩევებს, როგორ მიაღწიოთ ამას.

1. იპოვე ბედნიერება წვრილმანებში

ჩვენს ირგვლივ ბევრ რაიმეს ვერ ვამჩნევთ. სინამდვილეში ბედნიერება არც თუ ისე შორსაა. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ. ბედნიერება თითქოს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საგნებშია. რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს: კაშკაშა მზე, ცისფერი ცა, გემრიელი სადილი, ნამდვილი მეგობრები, გულისხმიერი კოლეგები, ჩვენი შვილების თვალები და სხვა. უნდა გახსოვდეს, სამწუხაროდ ეს ყველაფერი მუდმივი არაა. უნდა დატკბე ამ ყოველდღიური უბრალოებით სანამ შეგიძლია. ბედნიერება ზუსტადაც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაშია. დატკბით იმით, როგორი ამინდია დღეს, ან როგორი მშვიდია მთვარე, ან თუნდაც რა კარგი ავტომანქანები მოძრაობენ თქვენს წინ, როდესაც ფეხით გადასასვლელთან დგახართ და ა.შ.

მიზანი — იცხოვრო დღევანდელი დღით და მიიღო სიამოვნება ყოველი წუთით, გააცნობიერო, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და შეგვიძლია დავტკბეთ იმით, რაც ჩვენს გარშემოა. უნდა ჩამოვიცილოთ ყველა სახის შიში და ღელვა, არ ვიფიქროთ წარსულის შეცდომებსა თუ მომავალის გაურკვევლობაზე, გვიხაროდეს აქ და ახლა.

2. უბრალო მოქმედებები

ყველა ჩვენგანს გვიწევს ისეთი რაიმის კეთება, ხანდახან საკმაოდ მრავალჯერაც, რაც არ გვანიჭებს არანაირ სიამოვნებას. ეს შესაძლოა იყოს, მოსაწყენი გზა სახლიდან სამსახურამდე ან თავად მოსაწყენი სამსახური, რაღაც დავალებები ან ვალდებულებები, რომლების კეთებაც უკვე ყელში ამოგივიდათ, თუნდაც ის უინტერესო და მონოტონური იყოს. შეიგრძენით, რადგან ეს თქვენი სიცოცხლის წუთებია, რომლებიც ასევე არასოდეს განმეორდება. ამ დროს არ იჩქაროთ, ამით საქმიანობას უფრო უსიამოვნოს გახდით, შესაბამისად თქვენი ცხოვრების ამ წუთებსაც. ხოლო როდესაც საქმეს მორჩებით თავს კიდევ უფრო უკეთ იგრძნობთ.

ფოკუსი იმაშია, რომ უბრალო, ყოველდღიური და ერთი შეხედვით მოსაწყენი მოქმედებების კეთებითაც შესაძლებელია სიამოვნების მიღება.

3. განტვირთეთ ტვინი და ნერვები

ადამიანი არ შეიძლება ჩაფლული იყოს უსასრულო და შემაშფოთებელ ფიქრებში, ჩვენ ისე, რომ ვერც ვამჩნევთ, ვკარგავთ ჰარმონიას და სიმშვიდეს. წარმოიდგინეთ, რომ თავში გაუთავებლად გვიტრიალებს ერთი და იგივე ჩანაწერი. ჩვენ იმდენს ვფიქრობთ და განვიცდით, რომ ხშირად არც კი გვძინავს. შეეცადეთ შეაჩეროთ უსარგებლო აზრების ნაკადი. მაგალითად, ბუდისტებს უყვართ «მედიტაცია». დაიწყეთ მედიტირება.

სულ რამოდენიმე წუთია საჭირო. დაჯექით, დახუჭეთ თვალები. შეეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ. შეიგრძენით თქვენი სხეულის ყოველი სანტიმეტრი. შემდეგ გაახილეთ თვალები და დაფიქრდით. დაფიქრდით თქვენს განვლილ ცხოვრებაზე. არა ყველა დეტალზე, არამედ ზოგადად. ნურაფრის გახსენებას ნუ შეეცდებით. იფიქრეთ იმაზე, რა გაქვთ უკვე დადებითი მიღებული ცხოვრებისაგან. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ იგრძნოთ საკუთარი თავი ახალდაბადებულად.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ამ სახით ჩვენ ვთავისუფლდებით წარსულის ტკივილისაგან და მომავლის შფოთვებისაგან, რაც საშუალებას მოგვცემს ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენს ცხოვრების ნაკადს შევუერთდეთ. ასეთი მცირე “მედიტაციები” ძალიან სასარგებლოა, ისინი ტვინს ასვენებენ და დადებითად განაწყობენ. ტვინი აუცილებლად დააფასებს ამას და “ვალში” არ დაგრჩებათ!

4. რაც გვიყვარს

ყველა ჩვენგანს გვაქვს, რაღაც ჰობი, რაღაცისადმი მიდრეკილება ან უბრალო ინტერესი. ეს შესაძლოა იყოს რაიმე უბრალო, მაგალითად ტელევიზორში ფეხბურთის ან სერიალის ყურება, ან რაიმე უბრალო ნივთების შეგროვება, ან მეგობრების წრეში შეკრება და ა.შ.

არასოდეს თქვათ უარი იმაზე, რაც გაინტერესებთ. გახსოვდეთ, ჩვენი ჰობი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ცხოვრებას გარკვეულ მიზანს აძლევს და ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. ის ასევე საუკეთესო ფსიქოთერაპიაა, რომელიც ნერვებს გვიშვიდებს და არსებულ პრობლემებს გვავიწყებს.

წარმოიდგინეთ მონოტონური დღის შემდეგ, რამხელა სიამოვნებას მოგგვრით ის, რომ თქვენ მცირეოდენ ჯილდოდ ჰობი გელოდებათ.

5. მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს

თქვენ გაბრაზებული ან გაღიზიანებული ხართ? ჩვენ საკუთარ თავსაც კი იშვიათად ვუტყდებით გრძნობების სიმართლეში. ამასთან, აღიარო საკუთარი ემოციები, თუნდაც უაყოფითი, ბევრად სასარგებლოა და სწორია, ვიდრე შევეცადოთ მათ უარყოფას.

ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ არასასიამოვნო ემოციებს ან მოგივათ უარყოფითი აზრები, პირველ რიგში დაარქვით მას თავისი სახელი (ბრაზი, წუხილი, შური და ა.შ.). ამით ჩვენ სიღრმისეულად შევიგრძნობთ მათ და ვაღიარებთ, რომ გრძნობა დაგვეუფლა, ხოლო ეს უკვე პირველი ნაბიჯია, იმისაკენ, რომ განვთავისუფლდეთ მისგან.

6. გამოიჩინეთ ყურადღება

ბედნიერების საფუძველი — ყურადღებაა. მისი მთავარი პირობა კი — იმის გაცნობიერებაა, რომ უკვე ბედნიერი ხართ. თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ ბედნიერები ვართ, ვერც ბედნიერების გრძნობას განვიცდით. თუ მაგალითად, ჩვენ გვტკივა კბილი, ჩვენ ვიცით: ტკივილის არ არსებობა — უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ თუ კბილი არ გვტკივა, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ არსებული მდგომარეობის ბედნიერებას.

ამდენად სამყარო სავსეა სასიამოვნო მომენტებით, მაგრამ, არ ვიჩენთ რა სათანადო ყურადღებას, ჩვენ მათ ვერ ვაფასებთ.

გახდით მეტად ყურადღებიანი, რომ იყოთ ბედნიერნი!

7. შეჩერდი

გადატვირთული რეჟიმი შთანთქავს თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს და მიაქვს ძირითადი დრო. არ დაიშუროთ რამოდენიმე წუთი იმისათვის, რომ უპასუხოთ ამ შეკითხვებს და შეხედოთ თქვენს ცხოვრებას  გვერდიდან. შესაძლოა, ეს გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საკუთარი  ბედნიერების უკეთ გაცნობიერებისაკენ.

რთულია თუ არა თქვენთვის კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რაც მოცემულ მომენტში ხდება?
გაქვთ თუ არა ჩვევა სწრაფად იაროთ, იმისათვის რომ დასახულ ადგილს მოხვდეთ, თან ისე რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევთ?
ხომ არ გეჩვენებათ, რომ ავტოპილოტზე ცხოვრობთ, არ აქცევთ რა საჭირო ყურადღებას რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ?
გახასიათებთ თუ არა შეასრულოთ თქვენი დავალებები სიჩქარეში, განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გარეშე?
ხდება თუ არა, რომ იმდენადა ხართ ჩაციკლული რაიმე მიზანზე, რომ კარგად არც კი აცნობიერებთ რას აკეთებთ მის მისაღწევად?
თუ დაკვირვებიხართ, რომ წარსულმა ან მომავალმა ჩაგითრიათ?

თუ ყველა შეკითხვაზე პასუხია «დიახ», დროა დაფიქრდეთ და ცოტათი შეჩერდეთ.

8. ნუ გექნებათ ყალბი იმედები

იმედზე ყოფნა, რა თქმა უნდა კარგია, ის ხომ არსებული რთული მომენტის გადალახვაში გვეხმარება. ჩვენ გვწამს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, და ამით უფრო იოლად გადაგვაქვს დღევანდელი პრობლემები. თუმცა ეს ერთადერთია – რაც იმედს მოაქვს. იმედის ტრაგიზმი იმაში, მდგომარეობს, რომ ვეჭიდებით რა მომავლის იმედს, ჩვენ არ ვახდენთ ენერგიის და შესაძლებლობების სრულად კონცენტრირებას დღევანდელ დღეზე.

დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანია (დიახ-დიახ, ზუსტად დღეს!) შევწყვიტოთ რაიმეს იმედზე ყოფნა. იცხოვრეთ, გიხაროდეთ, იმოქმედეთ დღეს. ეს საკმარისია ბედნიერების კარგი პორციის მისაღებად.

ყალბ იმედებზე უარი — ახალი ცხოვრების დასაწყისია.

9. გამოყავით დრო გართობისათვის

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დრო არ გაქვთ, ან შესაბამის ხასიათზე არა ხართ, ან თუნდაც სახსრები არ გყოფნით, გამონახეთ დრო გართობისათვის. დაგეგმეთ გართობა სწორად. გართობის დაგეგმვას არანაკლები ყურადღება დაუთმეთ, ვინაიდან ის დიდწილად განსაზღვრავს თქვენი შემდგომი დღეების ნაყოფიერებას და შემდგომ პერიოდში თქვენს ფსიქოემოციონალურ ფონს. სასიამოვნოდ გატარებული დროის შემდეგ, თქვენ დიდი ხნით გაგყვებათ დადებითი ემოციები.

გართობა შესაძლებელია სხვადასხვა სახის იყოს, და არაა აუცილებელი ის დაკავშირებული იყოს დიდ თანხებთან, ან საეთოდ დანახარჯებთანაც კი. მთავარია ის თქვენთვის იყოს სასიამოვნო. ეს შესაძლებელია იყოს მეგობრებთან ერთად შეკრება,  კინოში ან თეატრში წასვლა, მუზეუმის ან საფეხბურთო მატჩის მონახულება.

დაგეგმეთ გართობა აუცილებლად გარკვეული პერიოდულობით და არ გადადოთ ის!

10. ისეირნეთ ყოველდღიურად

ფეხით გასეირნება — ესეც გარკვეული გაგებით მედიტაციაა, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, ვუყუროთ, მოვწყდეთ საქმეებს და თავი თავისუფლად ვიგრძნოთ. ამ სახის მედიტაცია ბევრ სიხარულს მოგვგვრის. სასურველია აუჩქარებლად ვისეირნოთ, ლამაზ ადგილებში, მარტომ ან მეგობრებთან ერთად. მედიტაცია სიარულის დროს საშუალებას მოგვცემს სიამოვნება მივიღოთ უბრალოდ გასეირნებისაგან და არა სადმე მისვლისაგან.

ისეირნეთ და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ყველაზე ბედნიერი არსება ხართ დედამიწაზე. ფეხით გასეირნება სასარგებლოა არა მხოლოდ ჯანმრთელობისათვის არამედ ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობისთვისაც.

უყურეთ, იგრძენით, დატკბით – მიენდეთ ცხოვრებას. ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ თავს უფრო ბედნიერად.