ევროპის არჩევნებში “გარანტირებულად გაიმარჯვებს პუტინი”

0
3127

 

2017 წელს საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში ჩატარდება არჩევნები. სასწორზე დევს არა მხოლოდ ევროს მომავალი, არამედ მთლიანად ევროკავშირის. ამავე დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “ერთადერთი გარანტირებულად გამარჯვებული მათში” რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.

გავიდა ერთი წელი, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გაფრთხილება “მოსალოდნელი ამპუტაციის” შესახებ. ამავე წელს ევროკავშირი აღმოაჩენს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მისი შემადგენელი ქვეყნების ხალხს ცხოვრება “ბრიტანული კიდურის” გარეშე. არჩევნები ევროკავშირის 6 დამაარსებელი ქვეყნიდან მინიმუმ 3-ში დამოკიდებული იქნება იმავე საკითხზე, რამაც ბრიტანეთის გამოსვლა გადაწყვიტა რეფერენდუმის საშუალებით, კერძოდ ემიგრაციასთან, უსაფრთხოებასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, ახლა საქმე ეხება ევროს ბედს და ევროკავშირის მომავალს, ხოლო “გარანტირებულად გამარჯვებული” ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის წევრიც კი არ  არის. არჩევნები “ულმობლად” ახლოვდება. უკვე მარტში, ჰოლანდიელებმა უნდა აირჩიონ ახალი პარლამენტის წევრები. აპრილში საფრანგეთში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ რომლის მეორე ტური მაისში გაიმართება. სექტემბერში, ან ოქტომბერში გერმანიაში ჩატარდება ნაციონალური არჩევნები გერმანიაში, სწორედ მაშინ გახდება ცნობილი გადაიტანს თუ არა ანგელა მერკელი ქარიშხალს, რომელიც გამოწვეულია მისი პოლიტიკით, ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით და ოთხჯერ კანცლერის პოსტის დაკავებით. თითოეული ეს არჩენები გავლენას მოახდენს შემდგომზე. მდგომარეობა შეიძლება გაართულოს ბრიტანეთსა და იტალიაში ვადამდელმა არჩევნებმა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია ძალიან მარტივადაა, ბრიტანული გამოცემა დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას ცენტრალურ-მემარჯვენე ძალები მოიპოვებენ, რომლებმაც რიგი იდეები მემარჯვენეებისგან აიღეს, რათა ამ უკანასკნელმან არ გაიმარჯვონ.

ამავე დროს, მაგალითად საფრანგეთში, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა იმ მოულოდნელი შემთხვევისა, როცა გამარჯვებული ემანუელ მაკრონი იქნება, პრეზიდენტი “პუტინის გულშემატკივარი” გახდება. ისინი ვინც, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მკაცრად იცავენ ემიგრაციასთად დაკავშირებულ ხაზს, ტრიუმფისთვის “უმნიშვნელო შანსი” აქვთ. თუმცა, ისინი მაინც საფრთხეს უქმნიან, მთელს ევროპულ პროექტს.

ასე რომ, საფრანგეთის პარტიის, “ეროვნული ფრონტის” ლიდერი Marine Le Pen უარს ამბობს ევროზე და პირობას დებს, რომ ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ხოლო ჰოლანდიის თავისუფალი პარტიის ლიდერი Geert Wilders-ს სურს არა მხოლოდ ჩაატაროს პლებისციტი, ასევე აკრძალოს მუსლიმანური ქვეყნებიდან ემიგრანტების შემოსვლა. ევროპაში ნაციონალიზმი იზრდება, ამავე დროს სუპერნაციონალიზმის იდეა კარგავს ბრწყინვალებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი განწირულია. თუ ევროპელ პოლიტიკოსებს სურთ, რომ შეინარჩუნონ დომინირება, აუცილებლად უნდა იზრუნონ შეშინებულ უმცირესობებზე. მათ უნდა იზრუნონ კავშირის საზღვრების უსაფრთხოებაზე და განავითარონ თანმიმდევრული მიგრაციული პოლიტიკა. ქალბატონმა Le Pen-მა იცის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ისტორია მათ სასტიკად განსჯის. ის დარწმუნებულია, რომ 2022 მისი წელი იქნება.