კასტროს დაკრძალვა, ეს СССР-ის მორიგი დაკრძალვაა

0
3070

“მან თავისი ქვეყანა, კუბა, მაიამის “გარეუბნის ბორდელის” მდგომარეობიდან გამოიყვანა და აქცია ზესახელმწიფოდ, რომელიც კოლონიურ ომებს აწარმებდა ანგოლასა და მოზამბიკში. პირადად დიდი  მადლობა ფიდელს, რადგან კუბა აიყვანა საერთაშორისო დონის ისეთ სიმაღლეზე, რომელიც სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა”. – ასეთი აზრი მომისმენია ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან. ეს საინტერესო არგუმენტად მომეჩვენა და ამ დღეებში საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ნამდვილად ღირს, რომ განვიხილოთ.

პირველ რიგში, კუბა არ აწარმოებდა კოლონიურ ომებს. მოზამბიკი, ანგოლა და სხვა ნებისმიერი ქვეყანა, სადაც კუბამ გააგზავნა “მებრძოლი-ინტერნაციონალისტები”, იმ დროისთვის თავისუფალი იყო. ( გარდა არაბეთ-ისრაელის კონფლიქტისა, სადაც კუბა არაბების მხარეს იბრძოდა).

ის მონაწილეობდა ანგოლის სამოქალაქო ომში, როგორც საზარბაზნე ხორცის ძირითადი მიმწოდებელი. მოზამბიკის, ნიკარაგუასა და კონგოს სამოქალაქო ომებში, ასევე ბოლივიის კონფლიქტის დროს, კუბა სპეციფიური სამხედრო ჯგუფების – “პარტიზანების”, მრჩევლების და ზოგჯერ ტეროტისტების მთავარი მიმწოდებელი იყო.

კუბის მცირე და ერთადერთი ძირითადი სამხედრო ექსპედიციის შესახებ, რომელშიც ჩართული იყო ათასობით ჯარისკაცი, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, ყველაფერს, ტექნიკას, სამხედროების გადაადგილებასა და ხელფასს, ოფიცრების სწავლებას სსრკ უზრუნვეყლოფდა. კუბა არ იყო “კონცერტის მონაწილე”, ის უბრალოდ აგზავნიდა ჯარისკაცების იქ, სადაც ეს მოსკოვს სჭირდებოდა. საბჭოთა კავშირს მეტი ფანტაზია რომ ჰქონოდა,  ის ავღანეთისათვისაც იყიდდა კუბელებს არც თუ ისე ძვირად. კუბელის ცხოვრება, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, უფრო ნაკლები ღირდა, ვიდრე საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანისა.

მოზამბიკის სამოქალაქო ომი ოფიციალურად 1992 წელს დასრულდა, ნიუ-იორკის შეთანხმების თანახმად კუბის სამხედრო ძალების ყოფნა ანგოლაში 1988 წელს შეწყდა, ხოლო ნიკარაგუაში ომი ოფიციალურად 1988 წელს დამთავრდა, საბოლოო გამარჯვება კი 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ მოიპოვეს. “თავისუფალი კუბა” არც ერთი დღე არ ყოფილა გეოპოლიტიკური მოთამაშე.  როგორც კი სსრკ-ამ შეწყვიტა დაფინანსება, კუბამ დაკარგა  ყოველგვარი აქტიური სამხედრო-პოლიტიკური პოზიცია.

ასე რომ, კასტროს დაკრძალვა, იგივე სსრკ-ის მორიგ დაკრძალვა იყო. ალბათ, ზოგიერთნი მთელი არსით ხვდებიან ამას, ზოგნი კი მხოლოდ ინტუიციურად. აქედან გამომდინარე, ამ სიკვდილის შესახებ ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდი ინტერესია. ფიდელისა და “საბჭოთა კუბის” სიკვდილი, უახლოეს პერიოდში რუსეთისთვისაც შეიძლება საჩვენებელი გახდეს.