უნიკალური სპორტული მანქანების აუქციონი ტეხასში

0
3556

ელიტურ მანქანებს, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, დროის მატებასთან ერთად ფასიც ემატებათ, განსაკუთრებით იშვიათი და ექსკლუზიური მოდელების შემთხვევაში. 22 აპრილს არლინგსტონში, ტეხასის შტატში გაიმართა Worldwide Auctioneers აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპისა და აშშ-ს ყველაზე ცნობილი ბრენდების იშვიათი ნიმუშები.

Porsche 911T Targa, 1973

 

40-ზე მეტი წლის განმავლობაში ამ გერმანული სპორტული მანქანების სიმბოლომ მხოლოდ 100 ათას კილომეტრამდე გაიარა და მისი ღირებულებაც დაახლოებით მსგავსია 80-დან 110 ათას დოლარამდე.

Maserati Ghibli 4.9 SS, 1972

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლასიკური გრანდ-ტურერუ მოდენადან ტოპ კომპლექსაციით იდეალურ მდგომარებაშია. ის 300-350 ათას დოლარად შეაფასეს.

Chevrolet Corvette, 1963

 

 

 

 

 

 

 

 

 

სპეციალური შეკვეთით დამზადებული “კორვეტი”: ორიგინალური უკანა ნაწილით Sting Ray Coupe, მეორე თაობისთვის დამახასიათებელი “კუდი” დამაგრებულია თანამედროვე С7-ის კოპრუსზე, მასზე ასევე დამატებულია 600 ცხენის ძალა ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით. ღირებულება 225-275 ათასი დოლარი.

Jaguar XKE Series II OTS, 1969

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბრიტანული კატის “მარცხენასაჭიანი” ვერსია. ორადგილიან როდსტერს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია. მისი ღირებულება 100-120 ათასი დოლარია.

De Tomaso Pantera, 1974

 

 

 

 

 

 

 

 

 

სპორტული კუპე, რომელიც არგენტინელი ავტომრბოლელის ალეხანდრო დე ტომაზოს მიერაა გამოშვებული 1971-1991 წლებში. ის საკმაოდ იშვიათი (წარმოებული იყო მხოლოდ 7 260 ეგზემპლარი) და ელეგანტური მანქანაა. ღირებულება 120-140 ათასი დოლარი.

Ferrari Mondial Quattrovalvole, 1983

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს არ არის ძალინ პოპულარული მოდელი მარანელოდან, ასე რომ, მიუხედავად მისი იშვიათობისა (ამერიკაში იმპორტირებლი იყო მხოლოდ 69 ეგზემპლარი) და საინტერესო ამერიკელი კლიენტებისთვის (ის საფეხბურთო გუნდ “Oakland Raiders”-ის მფლობელს ელ დევისს ეკუთვნოდა) მისი ფასი მხოლოდ 45-55 ათასი დოლარია.

Shelby 289 Cobra ‘Dragonsnake’, 1963

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული ავტომობილი, რომელმაც 1967 წელს დრეგ-რეისინგის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. წარმოშობა დადასტურებულია დოკუმენტურად. მისი ღირებულება 1,1 – 1,3 მილიონი დოლარია.

Mercedes-Benz 300 SL, 1957

 

 

 

 

 

 

 

 

 

შტუტგარტის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის ღია ვერსია, “შესაფერისი ბარგის სრული კომპლექტით”. ალბათ ამიტომაც აქვს შთამბეჭდავი ფასი 1.2-1.4 მილიონი დოლარი.

Fiat 500 Gamine, 1968

 

 

 

 

 

 

 

 

 

ატელია Vignale-ის “მაუსის” თაობის იშვიათი ვერსია. ღირებულება 35-45 ათასი დოლარი.

Ferrari 328 GTS, 1989

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული იტალიური ბრენდის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი, რომელიც მისი დამფუძნებლის ენზო ფერარის სიცოცხლის დროს გამოვიდა.  ღირებულება 80-90 ათასი დოლარი.

Shelby GT500, 1967

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცნობილი ამერიკული სპორტული მანქანის ვერსია, რვაცილინდრიანი “Ford”-ის ძრავით 428 Police Interceptor და 355 ცხენის ძალით. იშვიათი ფერთა შეხამებით, იდეალურ მდგომარეობაში, რომლის ფასი 170 – 190 ათასი დოლარია.

Maserati Indy 4700, 1972

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლასიკური იტალიური გრანდ-ტურერი, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფება. წარმოებულია 1104 ასეთი ავტომობილი, რომელთაგან 364 საჩვენებელი ვერსია V8 ძრავით, სამუშაო მოცულობით 4.7 ლიტრი. ღირებულება 80 – 100 ათასი დოლარი.