მზის დაბნელებები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

0
210

მზის დაბნელებეის ფენომენი დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობისთვის აუხსნელი რჩებოდა.  მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ მზის დაბნელება მათემატიკური სიზუსტით განმეორებადი მოვლენაა და ის მზე–მთვარე–დედამიწის სისტემის ჩამოყალიბების დღიდან (ანუ, უკვე მილიარდობით წელი) უცვლელი პერიოდულობით მეორდება, აღფრთოვანებით და სიამოვნებით ვაკვირდებით ამ მოვლენას, ვიცით რა მისი წარმოქმნის მექანიზმი. ხოლო წარსულში ისინი ხშირად აღიქმებოდა როგორც ღმერთების გზავნილები და ცუდი მინიშნებები. პორტალი primegeorgia.ge გესაუბრებათ მზის დაბნელებებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში.

2134 წლის 22 ოქტომბერი: ორი ჩინელი ასტრონომის სიკვდილით დასჯა
მზის დაბნელების პირველი მტკიცებულება მოცემულია ძველ ჩინურ ხელნაწერში Shu-jing (ისტორიის წიგნი). მასში აღწერილია დღე, როდესაც „მზე და მთვარე არ შეხვდნენ ერთმანეთს ჰარმონიულად“. ისტორიკოსები თვლიან, რომ ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2134 წლის 22 ოქტომბერს მზის დაბნელების დღეს. ლეგენდის თანახმად, ორ ჩინელ ასტრონომს არ გაუმართლა, რადგან სამსახურში დათვრნენ, რის გამოც მათ ვერ იწინასწარმეტყველეს დაბნელება და გაბრაზებული იმპერატორის ბრძანებით თავებიც დაკარგეს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 585 წლის 28 მაისი: მშვიდობა ლიდიელებსა და მიდიელებს შორის
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეს თქმით, მზის სრულმა დაბნელებამ მოულოდნელად შეაჩერა კონფლიქტი ორ მეომარ ერს შორის, როდესაც ისინი იბრძოდნენ მდინარე კიზილირმაკზე, თანამედროვე თურქეთის ცენტრში. ხუთი წლის განმავლობაში ლიდიელები და მიდიელები იბრძოდნენ ანატოლიის კონტროლისთვის. თუმცა, ჰალისის ბრძოლის დროს (მდინარის უძველესი სახელი), ცა მოულოდნელად დაბნელდა, როდესაც “მზე მთვარის უკან ჩადიოდა”. მებრძოლებმა ეს მიიღეს, როგორც გზავნილი ღმერთებისგან, რომლებსაც მშვიდობა სურდათ. შესაბამისად მათ დაყარეს იარაღი და მშვიდობამ დაისადგურა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე413 წლის 27 აგვისტო: ცრურწმენა, რომელმაც განწირა ათენი
ათენსა და სპარტას შორის პელოპონესის ომის მწვერვალზე, ათენის ჯარისკაცები დამარცხებულები აღმოჩნდნენ სპარტას მოკავშირეის, სიცილიური ქალაქ-სახელმწიფოს სირაკუზის წინააღმდეგ ბრძოლაში. ათენის სარდალმა დროებით უკან დახევა ბრძანა. ბერძენი ისტორიკოსის პლუტარქეს მონაყოლით, როდესაც ათენელები უკან სამშობლოში ცურვისთვის მოემზადნენ, მოხდა მთვარის დაბნელება – და მათი ჯარების ცრუმორწმუნე მეთაურმა მანევრი გადადო. სირაკუზის არმიამ ისარგებლა ამ სიტუაციით და კიდევ ერთი შეტევით სრულად გაანადგურა ათენელთა ჯარი და დასაყრდენი ხმელთაშუა ზღვაში. სიცილიაში დამარცხებამ კი შედეგად გამოიწვია ათენის ჰეგემონიის დასასრული.

323 წლის 20 ივლისი: მირიან III-ის მიერ ქრისტიანობის მიღება
უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ისტორიული წყაროების მიხედვით მირიანი, IV საუკუნეში, ჩვენი ეპოქის 306–332 წლებში მეფობდა. თქმულების მიხედვით, მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. მირიანის მიერ ქრისტიანული ღმერთის აღიარებად მიჩნეულია 323 წლის 20 ივლისის მზის დაბნელება, რომელმაც მირიანს ნადირობისას მოუსწრო. თქმულება მოგვითხრობს, რომ შეშინებული მირიანი დიდხანს ლოცულობდა და მზე მანამდე არ გამოჩნდა, სანამ მან წმინდა ნინოს ქრისტეს არ მოუხმო.

1504 წლის 29 თებერვალი: მთვარის დაბნელებამ იხსნა კოლუმბი შიმშილისგან.
სან-სალვადორში ჩასვლიდან 12 წლის შემდეგ, კრისტოფერ კოლუმბი გაეშურა ცენტრალური ამერიკის სანაპიროსკენ, მაგრამ მის გემს ხის მფქვავი ჭიები დაესხნენ თავს. ხვრელების გამო მას სასწრაფო გაჩერება მოუწია იამაიკაში, სადაც მეზღვაური და მისი ეკიპაჟი დახმარებას ერთი წელი ელოდნენ. თავდაპირველად, კუნძულის მკვიდრი მოსახლეობა დაეხმარა მათ, თუმცა მოგვიანებუთ გაწყვიტეს მეგობრული ურთიერთობა, რადგან ესპანელებმა ვერ შეძლეს ადგილობრივებისათვის მომგებიანი გაცვლის შეთავაზება, ამის შემდეგ მათ დაიწყეს რესურსების უბრალოდ მოპარვა მოპარვა.

ფერდინანდ კოლუმბის, კრისტოფერ შვილის მონათხრობით, მან ალმანახს მიმართა და გაარკვია, რომ მალე მთვარის დაბნელება დაიწყებოდა. კოლუმბმა შეაშინა იამაიკელები და თქვა, რომ ღმერთები უკმაყოფილო იყვნენ მათი მოქმედებით და აპირებდნენ თავიანთი რისხვა გამოეხატათ “სისხლისფერად წითელი მთვარით”. დაბნელებამ განრიგის მიხედვით ჩაიარა – და ღვთაებრივი ნიშნით შეშინებულმა იამაიკის მკვიდრებმა განაგრძეს კოლუმბის გუნდის წევრების გამოკვება.

1919 წლის 29 მაისი: დაბნელება, რომელმაც დაამტკიცა აინშტაინის თეორია
ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესამოწმებლად, ინგლისელმა მეცნიერთა ჯგუფმა ფიზიკოს არტურ ედინგტონის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა ესარგებლა მზის სრული დაბნელებით. როდესაც მთვარე ბლოკავს მზის შუქს, ვარსკვლავები უფრო ხილული ხდება. ჯგუფის მიერ დაბნელების დროს ჩატარებულმა გაზომვებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავური შუქი მართლაც იხრება მზის გარშემო.