საჭიროა თუ არა პარაგლაიდინგის სფეროში რეგულაციების დაწესება

0
1214

ამ სტატიაში გვინდა გამოვეხმაუროთ, იმ ფაქტებს რაც ბოლო დროს პარაგლაიდინგის სფეროში მოხდა და გაცნობოთ ის გამოწვევების შესახებ თანმიმდევრულად, რაც ამ დღეებში პარაგლაიდინგის პილოტების მიმართ დაისვა საჯარო შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან.

მთავრი საკითხი –  პარაგლაიდინგის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერთიფიკატის, გაცემის უფლება აქვს ყველას, როგორც შპს-ს, ასევე აიპ-ს. ეს საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილია. ლიცენზირების მოპოვების გზის ეტაპებს და მოთხოვნებს  კი განსაზღვრავს განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის დეპარტამენტი. ამ რეგულაციებით, სპორტული აქტივობაც, რომელიც შეიძლება მომავალაში განისაზღვროს, როგორც პროფესია და ტურისტულ ბიზნესშიც იქნეს გამოყენებული, შესაბამისი კანონდებლობის ფარგლებში ექცევა, ასევე რეგულირდება თუ როგორ შეიძლება ამ სფეროთი დაინტერესებული პირების მომზადებისა და გადამზადების წესები. სპორტული აქტივობის მიმართულებით პარაპლანის მფრინავების მომზადების და სპორტულად განვითარების უფლება აქვს სპორტულ ფედერაციებს, მაგრამ ამავე დროს განათლების სამინსტროს მიერ აკრედირირებულ სკოლებსაც. მაგრამ სპორტულ ფედერაციებს აქვს მხოლოდ სპორტული მიმართულებით მისი განვითარების უფლება, მაგალითად აკრო პილოტად გადამზადება და სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებების ორგანიზება. ფედერაციებს არ აქვთ  კანონმდებლობით მინიჭებული უფლება სპორტული აქტივობის, როგორც ტურისტულ ბიზნესში მისი გამოყენებისთვის გადამზადება მოახდინონ, რადგანაც ეს შრომითი კანონმდებლობის პროფესიული საკითხია და არა სპორტის. (იხ. დოკუნეტი 1).

შედარებისთვის და თვალსაჩინო მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოში აწ უკვე კარგად განვითარებული სათხილამურო სფერო, რომელიც ბევრად მეტად ტრამვული აქტივობაა და ექსტრემალური. სათხილამურო სფეროში აქტიურად განვითარებულია ski tour-ში კომერციულად ტურისტების მომსახურება და სხვადსხვა სერვისი. ინსტრუქტორი, რომელსაც ski tour-ში მიყავს ტურისტები, არაა სავადებულო ქონდეს სათხილამურო ფედერაციის ლიცენზია, ისინი ჩვეულებრივ ეწევიან ტურისტულ სფეროში კომერციულ მომსახურებას. თხილამურის ფედერაცია სათხილამურო ტურნირებს უწევს ორგანიზებას. სრიალის მოყვარულები თავისუფლად სრიალებენ ყოველგვარი სერთიფიკატების გარეშე და მოყვარულებს თხილამურის სწავლება, როგორც სკოლებში ასევ მ/მ ინსტრუქტორებთანაც შეუძლიათ გაიარონ. ტურისტულ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების მიზნით არის ნიშნულები თუ სად არის საზვავე ზონები და დამცავი ბადეები მაგრამ მაინც რამდენი შემთხვევა ხდება ყოველ სეზონზე კარგად ვიცით. ძალიან ხშირია სრიალის დროს ძალიან ხშირია ზვავის მოწყვეტა. უბრალოდ თხილამურით სრიალი თუ სეზონურია,  საქართველოში პარაგლაიდინგით ოთხივე სეზონზე შეიძლება დაკავდე, როგორც ტურისტული მომსახურების მიზნით, ასევე სპორტული მიზნით შეჯიბრებები მოაწყო და ასევე სამოყვარულო დონეზე იფრინოს ყველამ თავისუფლად. თხილამურის აღჭურვილობის  შკეთების ძალიან ბევრნაირი სერვის არსებობს. პარაგლაიდინგის აქტივობის მიმართულებით კი ეს სფერო ძალიან ნელნელა ვითარდება საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყანა მისი განვითარებისთვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს. მხოლოდ ,,აწარმოე საქართველოს ფარგლებში” ხდება მცირე მხარდაჭერა პერიოდულად ამ სფეროში დასაქმებული მცირე მეწარმეების მიმართ.

დავუბრუბდეთ საკითხს: კანონმდებლობით, ფედერაციების მიერ მომზადებულმა პილოტებმა, ვისაც უნდათ ტანდემ პარაგლაიდინგით დაკავდეს ტურისტულ ბიზნესში, მსგავსი პროფილის სკოლებში, რომელიც შეიძლება იყოს შპს და აიპი, შეუძლიათ გაიარონ გადამზადება. ამისთვის საჭიროა მათ ქონდეთ ტანდემ პარაგლაიდინგის ბისნესში გამოყენებისთვის პირველ რიგში მომზადებისა ან გადამზადების სილაბუსი და სწავლებისთვის საჭირო ხელშეკრულების ფორმები. შემდგომ კი სერთიფიკატის მოსაპოვებლად თეორიული და პრაქტიკული საგამოცდო საკითხების საფუძველზე გასცეს სერთიფიკატი. (იხ ფორმა 2)

მაგალითისთვის, დღეს გუდაურში პარგლაიდინგის დარგით რეგისტრირებულ ყველა კომპანიას აქვს უფლება ტანდემ პარაგლაიდინგის ტურისტულ ბიზნესში გამოყენებისთვის გასცეს როგორც მომზადების ასევე გადამზადების სერტიფიკატი. სპორტულ ფედერაციებში მომზადებულმა სპორტსმენებმა კი დამატებით უნდა გაიარონ გადამზადების კურსი სხვა მსგავსი პროფილის სკოლაში და აუცილებელია ქონდეთ გადამზადების სერთიფიკატი პროფესიულად ბიზნესში მისი გამოყენებისთვის. ფედერაციის სერთიფიკატს ტურისტულ ბიზნესში ტანდემ პარაგლაიდგისთვის ვერ გამოიყენებს.

დღეს შესაბამისი პროფილის შპს თუ აიპ რეგისტრირებულმა გუნდებმა, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან პარაპლანით მომსახურების სფეროში შეუძლიათ გასცენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, შემდეგი ჩარჩო-ფორმის სახის სასწავლო სილაბუსის თუ ხელშეკრულების გამოყენებით. (იხ. ფორმა 3 და 4).

მაგალითისთვის, სილაბუსში გაწერილი ყველა საკითხი გუდაურის პილოტებმა იდიალურად იციან თავის პრაქტიკული უნარებით. დღეს სახელმწიფოს ჭირდება მხოლოდ რეგისტრირებული საზოგადოებისგან გაცემული დოკუმენტი – ეს დოკუმენტი ყველა გუნდის პილოტებმა თავიანთი რეგისტრირებული შპს მეშვეობით შეუძლია აიღონ.  განათლების სამინისტროსგან მათი აკრედიტაციისთვის კი გარკვეული გონივრული პროცედურებია საჭირო და ყველა დაინტერესებულ გუნდს შეუძლია შეავსოს განაცხადი.( იხ. დოკუმენტი 5. )

მეორე საკითხი –  რაც შეეხება აღჭურვილობის გამართულობას, ვარგისიანობას და ვალიდურობას. ამ საკითხის მოგვარება მარტივია და ეს შეუძლია ერთჯერადად მარტივად გადაამოწმოს ყველა აკრედიტირებულმა შრომითი უსართხოების სპეციალისტმა და დაწეროს მისი ვალიდურობა, არსებულ ხარვეზზე დასკვნა (იხ. დოკ. 6). ყველა პარაპლანის აღჭურვილობას აწერია თავისი გამოყენების პერიოდი და დრო.  ფრენის უფლება მიეცეს მხოლოდ მაგათ ვისაც მწარმოებლის მიერ მისი გამოყენების სტანდარტებში ჯდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ყველა პარაპლანის აღჭურვილობა უნდა გადაეგზავნოს მწარმოებელს გადასამოწმებლად, რასაც ისედაც ვაკეთებდით და ამას ჩვენს ენაზე ,,ჩეკს” ვეძახდით. მწარმოებელი აღჭურვილობის გადამოწმების შემდეგ აკრავს ხელთავიდან ,,ჩეკს” და ამით მის გამოყების ხელახალ ვალიდურობას განსაზღვრავს ან აუქმებს. მსგავსი ,,ჩეკის” გავლისთვის საჭიროა დილერს დაუკავშირდეს აღჭურვილობის მფლობელი, დაგაიხადოს გარკვეული თნხა , რაც დაახლოებით 200-300 ევრომდე შეადგენს და დაახლოებით ერთ თვეში უკან დაუბრუნდება თავისი აღჭურვილობა. რაც 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება დაახლობით. საქრთველოში კი უკვე ყველა პარაპლანის აღჭურვილობას თვისი დილერი ან ქვე დილერი ყავს და ეს სფერო კარგად არის ათვისებული.

საქართველოში პარაგლაიდინგისთვის მთლიანი აღჭურვილობების სხვადასხვა დეტალების ექსპერტიზაზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს ,,ახალი სამხარაულის ექსეპტიზის დაარსებას”, თავისი გადამზადებული სპეციალისტების გუნდით და ბევრად ძვირიშეიძლება დაჯდეს. ეს შეუძლებელია ქართულ რეალურ გარემოში. ამიტომ მარტივია, ის თავის მწარმოებელს ჯობია გადაეგზავნოს თუ პილოტი თვლის, რომ კიდევ შეუძლია ამ აღჭურვილობით ფრენა და უღირს ამ მომსახურების გაწევა.

მესამე საკითხი – პარპლანით ფრენის დროს გამოსაყენები თადარიგის პარაშუტის გადაკეცვის სერტიფიცირება შეუძლია იკისროს  ამა თუ იმ პირმა, შპს ან აიპმა და ამ დარგში ცალკე გაიაროს პროფესიული გადამზადება თუ აკრედიტაცია სწავლებაზე. ეს შეუძლია სპორტულმა ფედერაციებმაც აითვისოს, ოღონდ ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.  რათქმა უნდა გადაკეცილი თადარიგის პარაშუტის დოკუმენტზე უნდა იყოს გაწერილი მისი ზოგადი გამოყენების ვადა და ხელახლა რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ვადამდელი გადაკეცვა. ასე, რომ ყველამ ვინც გადაგვიკეცა თადარიგის პარაშუტი, აუცილებლად უნდა მოამზადონ შესაბამისი დუკუმენტი – ადარიგის გადაკეცვის სერთიფიკატი.

მეოთხე საკითხი – რაც შეეხება, ამა თუ იმ ტურისტულ კომერციულ ლოკაციაზე  ფრენის წესებს და უსაფრხოების ნორმების დაცვას   ეს ადგილობრივი ტანდემ პარაპლანის პილოტების მიერ უნდა მოხდეს აზრის შეჯერება, ყველა გუნდმა უნდა ჩმოწერონ თვითონ წერილობით როგორ წარმოუდგენიათ თავიანთ საფრენ ლოკაციაზე უსაფრთხოების სტანდარტების და პარაპლანით ფრენის წესების დაცვა და  გადასცეს ან მისწეროს განსახილველად და დასამტკიცებლად სამოქალაქო ავიაციას, როგორც პარაპლანით ფრენების მონათესავე დარგს, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სამოქალაქო ავაიციას მსგავსი დადგენილება უკვე გამოცემული აქვს ერთხელ და დანართის ან დამატების სახით ყოველთვის შეუძლია მარტივაად დაადგინოს. (იხ. კომენტარი 7). ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს მაგალითი, როდესაც პატრა ნავების თუ ,,სკუტერების” საზღვაო სივრცეში რეგულაციების ათვისება დაევალა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მიუხედავად იმისა რომ გაკვეული ფორმით ვერ ჯდებოდა მის საკანონმდებლო ჩარჩოებში.

მსგავსი დადგენილი რეგულაციების დაცვას უნდა პერიოდულად უნდა ამოწმებდეს შრომითი უსაფრთხოების აკრედიტირებულმა სპეციალისტი, რომელიც შეიძლება ყველა კომპანიას ცალცალკე ყავდეს ან ამა თუ იმ საფრენ ლოკაციაზე იყოს ერთი, რომელთა კვალიფიკაციის გადამზადება ყოველთვის შეიძლება კონკრეტული სპეციალობით მენტორთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო ავიაციის კონკრეტულად ამ დარგისთვის გადამზადებული სპეციალისტი

ასევე აუცილებელია, ტანდემ პარაგლაიდინგით ტურისტული მომსახურების წინ ყველა ტურისტს და მგზავრს გაეცნოს მოსალოდნელი საფრთხეები და პილოტისა და მგზავრის უფლებები და ვალდებულებები. (იხ. კომენტარი 8)

რაც შეეხება, ტანდემ პარგლაიდინგის ტურისტულ ბიზნესში გამოყენეისთვის ერთერთ აუცილებელ მოთხოვნას – უსაფრთხოების კურს ე.წ CIV კურსი, გუდაურში ფაქტიურად უმეტესობას ყველას გავლილი აქვს, ზოგს ნებსით, ზოგს უნეებლიედ.  ამიტომ,  გუდაურის ლოკაცაზე პარაპლანის პილოტებს, ვინც დაახლოებით ერთი წელი მაინც  უფრენია საერთშორისო IPPI სტანდარტების მოთხოვნებზე ბევრად მაღლა დგანან პროფესიული გამოცდილებით. ქართულ ბიზნეს სივრცეში გვაქვს იმის გამოცდილებაც თუ რაოდენ ძნელია თეორიულად ევროპული ISO სტანდარტების შესაბამისად ბიზნესის კეტება, მაგრამ წარმოება არავის შეუჩერებია ქვეყანაში. ეს ეტაპობივი პროცესია. პარგლაიდინგში CIV კურსი ეს არის პარაპლანით ფრენის დროს ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება პარაპლანით ფრენის დროს შეემთხვეს პილოტს და ამ შემთხვევებიდან გამოსვლის უნარების გააზრება, რომ არ დაიბნე და რომლი შემთხვევის დროს, როგორ უნდა მოიქცე. ყველასთვის გასაგები რომ იყოს,  პარაპლანის გუმბათი შეიძლება ჰაერის მოულოდნელი თერმული ნაკადის შეჯახების დროს მოიკეცოს წინიდან, ან გვერდიდან, ან უკან გადაგივარდეს და მთილანად დაიჭმუჭნოს. მაგრამ პარაპლანის გუმბათი მოგეხსენებათ არის ერთგვარი ნაჭერი და როგორც იკეცება ისე იშლება მალევე ჰაერში. თუ არ გაიშალა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, გაქვს თადარიგის პარაშუტი. მსგავსი უსაფრთხოების სტანდარტბზე მწარმოებლები წლებია მუშაობენ და ხვეწავენ. მთავრია სიმაღლე და სივრცე გქონდეს მანევრირებისთვის. ამიტომ ითვლება რომ პარაპლანით ფრენის დროს, რაც უფრო მაღლა ხარ მით უფრო დაცული ხარ. გავს დროც და სივრცე აზროვნებისთვის და მოქმედებისთვის. უბრალოდ სიმაღლის არ უნდა გეშინოდეს და პილოტს ეს გააზრებული უნდა ქონდეს. სწორედ ამაში გვეხმარება SIV კურსი.

SIV კურსის გავლის სერთიფიკატი, (იხ ფორმა #8) როგორც ტანდემში გადაზადების აუცილებელი მოთხოვნა, ყველა გუნდის  კომპანიას თუ კლუბს  შეუძლია გასცეს. ამისთვის მან უნდა აირჩიოს ან მოიწვიოს ისეთი პირი, ვისაც ფსიქოლოგიურად პროფესიულად ენდობა და შეუძლია სილაბუსში გაწერილი ილეთების გააზრებაში დაეხმაროს.  ამ სფეროში პირადად მე, ლაშა ჯაფავა, მზად ვარ ყველას გვერდში დავუდგე, რათა მომავალში CIV კურსი გავიაროთ არა კლდის და კანიონის თავზე გაუაზრებლად, არამედ სტანდარტების დაცვით წყლის თავზე. საქართველოში მოკლე სივ კურისის გავლა ზამთრის ლოკაციებზეც შეიძლება, ანანურის თავზე და ასევე კვარიათში ჩვენს მიერ ახლად აღმოჩენილ ლოკაციაზეც შეიძლება ამ მიმართულებით განვითარება.

როდესაც პარაგაიდინგის ეროვნული ფედერაცია დავაფუძნეთ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირების რჩევით და მითითებით რათა ჩვენი ბიზნეს ინეტრესები დაგვეცვა მეორე გუნდისგან, რომელიც ყველას დაჟინებით გვარწმუნებდა რომ მხოლოდ ფედერაციაში უნდა გაგვეარა სწავლება და სერთიფიცირება. ვინც პარაპლანით დაფრინავდა ყველა სპორტულ აქტივობას ეწეოდა და მხოლოდ ფედერაციის პრიორიტეტი იყო. ამ რჩევას ისმენდა შეხვედრაზე რუსებისა და უკრაინელების გუნდის ადვოკატიც, რომლებმაც გუდაურში ეს აქტივობა განავითარეს  და წარმოაჩინეს და შესაბამისი ფედერაცია დაარეგისტრირეს ,,პარაპლანერიზმის ფედრეაციის” სახით.

ჩვენი პროფესიული განვითარების მიზნით და მოტივაციაში რომ ეჭვი არავის შეპარვოდა ეროვნული ფედრაციის ფედერაციის ყველა დამფუძნებლები – ვაკო ზაქაიძე, დათო ედილაშვილმა, ნიკა როსტიაშვილი, ლაშა ჯაფავა, ხივე ზაქაიძე, გიორგი ზაქაიძე და კიდევ გუდაურიდან ბევრი – ალექს წამალაიძე, თორნიკე როსტიაშვილი, ნოდარ ბეროშვილი თურქეთში გავემგზავრეთ და გავიარეთ უსაფრთხოების კურსი და ფორმალურად  გავწევრიანდით ერთი წლით FAI-ს მიერ აკრედიტირებულ სხვა ქვეყნის კლუბში (იხ. ფორმა #9). შემდგომში, ოლუდენიზში უსაფრთხოების კურსის გავლა თუ შემეცნებითი პარაგლაიდინგის ტური მიზნით მოგზაურობა ერთგვარ ტრადიციასავით იქცა და ყოველ წელს გუდაურიდან რამოდენიმე გუნდი  დამოუკიდებლად დადის ოლუდენიზში, მეტი ივარჯიშოს დიდ სიმაღლეზე ბევრად დაცულად ზღვის თვზე, ვიდრე კლდეების. მაგრამ მხოლოდ ზღვის ქარზე (ბრიზი) წლობით ნავარჯიშები პარაპლანის პილოტი  მთაში ფრენისას თვეობით გადის აკლიმატიზაციიას. გუდაურის პილოტებს ამის აკლმატიზაცია არ ჭირდებათ. ინფორმაციისთვის, სულ რაღაც 15 წელიწადში თურქეთის ეს პატარა მიყრუებული სოფელი – ოლუდენიზი,  სახელწიფოს დახმარებით პარაგლაიდინგის წალკოტად აქცა და დღეს ყველა მსოფიო მასშტაბით პარაპლანის პილოტისთვის  საოცნებო ადგილია და ყვავის პარაპლანერიზის ტურიზმი.  ჩვენ კიდევ არათუ ვანვითარებთ, არამედ, რაც ჩვენი სიცოცხლის ფასად შევისწავლეთ და განვავითრეთ, საბჭოური ბიუროკრატიული ლაბირინთებით, აშენებულსაც ჩიხში ვაქცევთ.

გუდაურის ტანდემ პილოტების ფრენების ტურისტული მომსახურების ვიდეობი დოკუმენტურ მასალის სახით გოუპროთი ხდება გადაღება და წლებია საერთაშორისო სოციალურ ქსელში იუთუბზე იტვირთება. ეს  ამ თუ იმ ტანდემ პილოტის პროფესიონალიზმის ერთერთი მთავარ უტყუარ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ტანდემ პილოტის კომერციული ფრენები, რომელთა რაოდენობა ათასებს ცდება და იუთუბზე დევს, ეს მტკიცებულება იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ერთჯერად მოწვეული პროფესიონალი ექსპერტებისგან თუ არაპროფესიონალი საჯარო მოხელეებისგან  შემდგარი დროებით კომისის დასკვნა, ვითომ გამოცდების ჩასატარებლად და სერთიფიკატების გადასაცემად. ეს ერთი გუნდისგან თვალთმაქცობით ორგანიზებული ბიუროკრატიული ღონისძიებას უფრო გავს, რათა ყველა ტანდემ პილოტს ერთი სერთიფიკატი დააკავოს და ამით ბიზნესის მართვის სადაავეები ერთის ხელში აღმოჩნდეს.

ბიზნესის და კონკრეტული დარგის სწორად განვითარებას უნდა თვისუფალი სივრცე, ჯანსაღი კონკურენტული გარემო. ამიტომ რაც კანმდებლობით არის გათვალისწინებული ის ხმამაღლა ვთქვათ და თამამად უნდა ვაკეთოთ ყველამ.

ამ ჩიხიდან გამოსავალი ჩვენ ასე წარმოგვდგენია:

ყველა გუნდს , ვინც ამას საჭიროდ ჩთვლის, ჩაუტარდეს თრეინენგები , გაეცნოს მისი უფლებები და მუშაობსთვის თუ სწავლებისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა. შემდეგ თითოეული, გუნდი თვიანთი იურიდიული კომპანიის სახით მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავაიაციას –  და 1) გუაგზავნით პილოტების სიას, თავიანთ სასწავლო სილაბუსზე დაყრდნობით ტანდემ 2)პარაგლაიდინგისთვის გადამზადების და 3) უსაფრთხოების კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები, 4) თანდართული ვიდეო მასალებით,    5) აღჭურვილობის ვალიდურობის სურათები  6) მეწრარმის მოწმობა,  7) და თან დაურთონ აკრედიტირებული შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ გადამოწმებული და მისი დადგენილი დოკუნენტი. 8) ასევე თითოეული გუნდი უნდა გადაუგზავნოს  ამა თუ იმ საფრენ ლოკაციაზე ტანდემ ფრენების, სწავლების, თუ სპორტული შეჯიბრებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების წესები, რაც სამოქალაქო ავაიციის შესაბამისი კომისიამ უნდა  განიხილოს და დადგინოს  მიზანშეწონილად რასაც მიიჩნევს. 9) ასევ შეიძლება დამატებით მოეთხოვოს ყველა პილოტს პირველადი სამდეიცინო დახმარების კურსის გავლის სერთიფიკატი. 10) ტურიზმის დეპარტამენტთან და სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამისი აპატარის დახმარებებით  ქართულ და უცხოურ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით დაეხმარონ, კომერციული მარკეტინგის და შელახული იმიჯის აღდგენას ქართულ ტურისტულ სივრცეში პარაგლაიდინგის აქტიურად და უსაფრთხოდ გამოყენებას და განვითრებას.

ამ დოკუმენტაციის გაგზავნის მერე ამა თუ იმ ლოკაციაზე დავიწყებთ პარაპლანით ფრენებს. აღდგენას ვერ მოვითხოვთ, რადგან ოფიციალურად არც გაუქმებულა.

ტანდემ პარაგლაიდინგის პილოტი                                  ლაშა ჯაფავა