იმანუელ კანტის ცნობილი გამონათქვამები

0
4041

წაართვით ადამიანს იმედი და ოცნება, თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.

ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი: მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.

ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!

”მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს – მხოლოდ საშუალება”.

მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.

ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.

ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშო. ყველაზე საჭიროა ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა.

ძირფესვიანი ზნეობრივი განახლება – ერთგვარი მეორედ დაბადება – ადამიანისა და კაცობრიობის ხასიათის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.

ადამიანის ბუნების არსებით მიზანთა თვალსაზრისით, უმაღლესი ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგვიყვანს, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისათვის მიუნიჭებია.

ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.

საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია, რომ თუ ერთ-ერთ გზას დიდხანს ადგახარ, ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო.

ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.

ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.

ფუფუნებასთან მიდრეკილება ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანის ცხოვრებაში.

sapere aude! [გაბედე იცოდე!] იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო.

ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.

ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.

გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან.

გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.

ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს (თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.

ადამიანს არაფერი ძალუძს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, – ამ ორ საპირისპირო და საერთოდ კი ერთნაირად სწორ დებულებას შორის ფეთქავს და ქანაობს ჩვენი ცხოვრება – თვითოეულის ცალკე და ყველასი ერთად. არსად ამქვეყნად და არც მის მიღმა არ მოიაზრება ისეთი რამ, რაც ყოველ შეზღუდვის გარეშე ჩაითვლებოდა სიკეთედ, გარდა კეთილი ნებისა. ჭკუა, გონებამახვილობა, მსჯელობის უნარი, თუ სხვა რამ, რაც უნდა ერქვას გონით უნარებს, ან, გნებავთ, მამაცობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, როგორც ტემპერამენტის თვისებები, უეჭველად, ზოგჯერ კარგია და სასურველიც, მაგრამ ისინი შესაძლოა უაღრესად ცუდი და მავნებელიც გამოდგეს, თუ არ არის კეთილი ნება, რომელმაც უნდა მოიხმაროს ეს ბუნებრივი უნარები

ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.

ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.

ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ.