როგორ თქვათ სწორად “არა” და არ გააფუჭოთ ურთიერთობა

0
2160

თქვა «არა» არც თუ ყოველთვის მარტივია. განსაკუთრებით ეს ახლობელ ადამიანებს ეხება, რამდენადაც ამას შეუძლია გამოიწვიოს უკმაყოფილება, არაერთგვაროვნად იქნას გაგებული და საბოლოო ჯამში მიგვიყვანოს, ურთიერთობების გაფუჭებამდე. მიუხედავად ამისა, გარკვეულ სიტუაციებში უარის თქმა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. მოკლევადიან პერსპექტივაში სიტყვამ «არა», შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს მცირეოდენი გულისწყრომა ან გაბრაზებაც კი. მაგრამ გრძელვადიანი კუთხით — შეუძლია გაამყაროს თქვენი პოზიციები და საბოლოოდ ააგოთ ურთიერთობის სწორი ვექტორი. ამ სტატიაში შევეცდები მოგცეთ რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ თქვა უარი, რაც შეიძლება მეტად დელიკატურად.

1. თუკი გრძნობთ განსახილველი საკითხისადმი გაუკვევლობას, მაშინ თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და კატეგორიული «კი» ან «არა»-საგან. მიუხედავად იმისა, თუ რა ზეწოლას ახდენს მეორე მხარე თქვენზე, ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ: «ამ საკითხზე დასაფიქრებლად, მეტი დრო მჭირდება».

2. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავშეკავება, მაშინაც კი თუკი მეორე მხარე ძალიან ემოციონალურად რეაგირებს თქვენს უარზე. არ შეეცადოთ მეორე მხარის რეაქციის შეცვლას თქვენი «არა»-ს საპასუხოდ. თუკი თქვენი მეგობარი განრისხებულია, რადგან არ შეგიძლიათ მისი დახმარება, არ ღირს დაუწყოთ ახსნა, თუ რამდენად არასწორია ის და რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. თქვენმა სიმკაცრემ შესაძლოა კიდე უფრო დაძაბოს სიტუაცია და კონფლიქტი წარმოშვას. ამის მაგივრად გამოიყენეთ უფრო რბილი მიდგომა, მაგალითად: «მესმის შენი გაბრაზების მიზეზი, მაგრამ შენ შეგიძლია ისარგებლო, ტაქსით».

3. თავი აარიდეთ თავის მართლების რიტორიკას და ზედმეტ ახსნა განმარტებებს. ხშირად საკმარისია თქვა: «მე ამის გაკეთება არ შემიძლია». არ შეეცადოთ დამატებითი არგუმენტების მოყვანას, რომლებიც დამატებითი განხილვის საგანი ხდება, რადგან მეორე მხარეს არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის თითქოს მათი გამოსწორებით სიტუაცია შეიცვლება.

4. როდესაც ამბობთ «არა», დარწმუნდით, რომ უარის მიზეზი მართლაც თქვენ გეხებათ – მე არ შემიძლია დაგეხმარო ამ სიტუაციაში, და არა სხვა ადამიანს – შენ არ იმსახურებ დახმარებას. თუკი ვერ ახერხებთ დახმარებას, მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას და რჩევებს.

5. თუკი «არას» ეუბნებით ადამიანს, რომელთანაც ახლო ურთიერთობებში ხართ, მაშინ შეეცადეთ, რომ მან არ აღიქვას ეს, როგორც ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტის სურვილი. მეორე მხარის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის შემთხვევაშიც, თავი აარიდეთ შემდგომ კონფრონტაციას. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორე მხარეს ბრაზის გრძნობა აუცილებლად  გადაუვლის და თქვენს არგუმენტირებულ და გაწონასწორებულ ნათქვამს გაგებით მოეკიდება, ხოლო კონფრონტაციის დროს ნათქვამი უხეში სიტყვა კი ბოლომდე ემახსოვრება.

6. თუკი თქვენთვის მარტივი არაა თქვა «არა», არ ღირს ამაში სხვა ხალხის დადანაშაულება. მაგალითად: «იმდენი მესაუბრა, რომ არ დავთანხმებულიყავი, არ მომეშვებოდა». ზოგიერთი ადამიანი მართლაც ძნელად იღებს უარს, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს. ამ დროს თქვენი მიზანია — საკუთარი თავის სხვების მოლოდინებისაგან განსხვავება, ეს საჭიროა რათა ყოველთვის შეგეძლოთ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

7. შეწყვიტეთ «კი»-ს თქმა, როდესაც გინდათ თქვა «არა». თუკი ეს განიჭებთ დისკომფორტს, ამის დაძლევა შესაძლებელია. იცოდეთ ხშირად რასაც, სხვები თვლიან კარგად, ეს კარგია მხოლოდ მათთვის, თქვენთვის კი არა. გახსოვდეთ, რომ თავსმოხვეული შაბლონების შეცვლა არც თუ მარტივია. ამასთან უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ შესაძლებელია «არას» თქმის სწავლა, ისე რომ არც ერთი მხარისათვის ეს არ იყოს მტკივნეული.