მთავარი ბლოგერები ამირან კილაძის ბლოგი როგორ წარმოიქმნება ჩვენი განწყობა და რაზე მეტყველებს მისი ხშირი ცვლილება

როგორ წარმოიქმნება ჩვენი განწყობა და რაზე მეტყველებს მისი ხშირი ცვლილება

0
5396
ადამიანის ხასიათს ტვინის უჯრედების დონეზე, საფუძველად უდევს ნეირომედიატორები — ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გადასცემენ ნერვულ იმპულსებს ერთი ნეირონიდან მეორეს (სეროტონინი, ნეოადრენალინი, დომაფინი და სხვა). და იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი სჭარბობს მოცემულ მომენტში, ჩვენ განვიცდით — სიხარულს, ბედნიერებას, აღფრთოვანებას, წუხილს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ემოციები “შიგნიდან” წარმოიქმნება — ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგად. ამის მაგალითებია ემოციონალური ცვლილებები მოზარდ ასაკში ან ორსულობის დროს. აფექტური ანუ ხასიათის დარღვევები — მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევებია და მოსახლეობის 10%-ზე მეტია მისით დაავადებული

რა არის ხასიათი?

ხასიათი — ჩვენი ემოციებია, რომლებიც მუდმივ მოძრაობაში არიან და მრავალ ფაქტორზე ხდებიან დამოკიდებულნი. ისინი რეაგირებენ სასიხარულო მოვლენებსა თუ სტრესზე, იცვლებიან, გარე ფაქტორების ზეგავლენით. ამასთან ნორმალური ფუნქციონირებისათვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები (მწუხარება, შფოთვა, სიძულვილი, გაბრაზება და სხვა), რადგან ისინი გვეხმარებიან მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ურთიერთობაში შევიდეთ გარშემომყოფებთან.

ემოციები განსაზღვრავენ არა თავად მოვლენებს, არამედ კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ რეაქციას მათზე, რომლებიც თავის მხრივ დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე

როდის არის ხასიათის ცვლილება არანორმალური?

ჩვეულებრივ პირობებში ჯანსაღი ადამიანის განწყობის რთული სისტემა კარგადაა დაბალანსებული. მაგალითად, მოწყენილი ხართ, რადგან დაშორდით ახლობელ ადამიანს. ადამიანს შესაძლებელია დაეკარგოს მადა ან დაერღვეს ძილი, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ წონასწორობა აღდგება და ადამიანი კვლავ იწყებს ჩვეულ რიტმში ცხოვრებას.

მაგრამ შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგაც კი ადამიანი უხასიათოდ რჩება. უკვე შეშფოთების მიზეზია, თუკი თქვენი ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო ადრე და ეს 3 კვირაზე მეტია გრძელდება. ასევე შეშფოთების საფუძველია, თუკი ცვლილებები არ გაძლევენ საშუალებას ცხოვრების ჩვეული წესით იცხოვროთ: თქვენ არ შეგიძლიათ ძველებურად იქონიოთ ურთიერთობები, იმუშაოთ, იკვებოთ, გეძინოთ.

რა არის აფექტური დარღვევა და საიდან იღებს ის სათავეს?

აფერქტური დარღვევა — ეს ფსიქიკური დაავადებების დიდი ჯგუფია, რომელიც აისახება ხასიათის პათოლოგიურ ცვლილებებში. ის შესაძლებელია იყოს ქრონიკულად დაქვეითებული ან ამაღლებული, ასევე შესაძლოა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ამაღლების (მანიის) ან დაცემის (დეპრესიის) პერიოდები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დეპრესიის და ბიპოლარული დარღვევების სხვადასხვა ფორმებს.

ამ დაავადებების ფონზე ემოციები აღარ ასრულებენ რეალობის შეფასების ფუნქციებს და იწყებენ პიროვნების “მოტყუებას”: მაგალითად, სამსახურში ვიღაც არ მოგესალმათ, თქვენ კი ამას აღიქვამთ, რომ ყველას სძულხართ და თქვენი სამსახურიდან გაშვება უნდათ

ხასიათთან ერთად, ასევე ძლიერ იცვლება ენერგიის და აქტიურობის დონე.

ნორმასა და პათოლოგიას შორის საზღვრის გავლება არც თუ ისე იოლია, რამდენადაც დარღვევის გამოხატვის ხარისხი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და არის შემთხვევები, პირიქით, აბსოლიტურად შრომისუუნარო ხდება. ხასიათის დარღვევები არც თუ იშვითად ერწყმის სხვა ფსიქიკურ დარღვევებს: ყველაზე ხშირად შფოთვებს, პიროვნულ დარღვევებს და რაიმესადმი დამოკიდებულებებს.

შეუძლებელია გამოყო აფექტური დარღვევის ერთი კონკრეტული მიზეზი. ისინი ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორის თანხვედრის გამო ვითარდება: მემკვიდრეობითი განწყობა, ფსიქოლოგიური თავისებურებები, სოციალური პირობები. ასევე დიდ როლს ასრულებს გენეტიკა, ამდენად თუ ემოციონალურად გაუწონასწორებელი ნათესავები გყავთ, ყურადღებით უნდა იყოთ. მაგრამ გარე ფაქტორები არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვეულებრივ დაავადება თავდაპირველად ტრიგერის (ძლიერი გამაღიზიანებელი) ზეგავლენით იჩენს თავს, როგორიც ახლობელი ადამიანის დაკარგვა ან სხვა სტრესია. თუკი ცხოვრება მშვიდად მიმდინარეობს, ავადმყოფობამ შესაძლოა თავი საკმაოდ გვიან ან საერთოდ არ იჩინოს.

რით არის სახიფათო აფექტური დარღვევა?

დროთა განმავლობაში აფექტურ დარღვევებს მივყავართ დესადაპტაციამდე, ანუ გარშემო რეალობასთან შეწყობის უნარის დაკარგვამდე. არაადეკვატური ემოციონალური რეაქციები ანგრევენ ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან და შეუძლებელს ხდიან პროდუქტიულ შრომუსუნარიანობას.

აფექტურ დარღვევებს სოციალური შედეგებიც მოყვება: ინვალიდობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევების კუთხით, ისინი გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი უთანაბრდებიან.

აფექტური დარღვევის 5 მთავარი ნიშანი

თქვენი დღევანდელი ხასიათი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, და ეს 2 კვირაზე მეტია გრძელდება.

ხოლო თავად ცვლილება შესაძლებელია იყოს, როგორც გაუარესების, ასევე «უკეთესობის» მხრივ. მაგალითად, თქვენ ჩვეულებრივ მორიდებული და თავშეკავებული ხართ, მაგრამ ახლა თავს საკმაოდ “თავაშვებულად” გრძნობთ. გინდათ განსხვავებულად ჩაიცვათ, მიიქციოთ ყურადღება და გაიცნოთ ახალი ადამიანები, თუნდაც ქუჩაში შემთხვევით გამვლელი.

მკვეთრად შეიცვალა ძილის რეჟიმი: თქვენ საერთოდ არ გიჩნდებათ დაძინების სურვილი, სამი საათი ძილის შემდეგ კი თქვენ თავს დასვენებულად გრძნობთ. ან, პირიქით, ვერ აიძულებთ საკუთარ თავს გაიღვიძოთ და 12 საათიანი ძილის შემდეგაც თავს დაღლილად გრძნობთ.

ეს ცუდად აისახება თქვენს სამსახურსა და ცხოვრებაზე: თქვენთვის საკმაოდ ძნელია ჩვეულ დავალებებზე კონცენტრირება, თქვენ გავიწყდებათ, რაც ამ წუთას გააკეთეთ, გაბნევენ კარგად ნაცნობი საკითხებიც. თქვენ აიძულებთ თქვენს თავს შეასრულოთ ჩვეულებრივი საქმეები: წახვიდეთ მაღაზიაში და ა.შ.

იცვლება დამოკიდებულება ხალხის მიმართ: თქვენ დაკარგეთ მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი, ხოლო უცნობი ხალხის საზოგადოებაში ყოფნა გღლით ან უფრო მეტიც, გაშინებთ. ან, პირიქით, თქვენ უცებ გახდით ჰიპერაქტიური უცხო ხალხთან ურთიერთობაში.

თქვენ გრძნობთ გამუდმებით უსიამოვნო შეგრძნებებს სხეულში: ფიზიკური დაძაბულობა, გაღიზიანება ან ტკივილი, თქვენში იზრდება შფოთვის და განგაშის გრძნობის დონე. ეს შესაძლოა იყოს ძლიერი თავის ან მუცლის ტკივილები, ან გრძნობა თითქოს გახრჩობენ.

რა გავაკეთოთ, თუკი აფექტურ დარღვევაზე გვაქვს ეჭვი?

ყოველი ემოციონალური დარღვევა, რომელიც იწვევს ძლიერ დისკომფორტს ან არღვევს შრომისუნარიანობას, არ შეიძლება იგნორირებულ იქნას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით მეტია დაავადების გაჩერების შანსი.

მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია: მცირე დეპრესიის დაძლევაში ფსიქოთერაპია დაგეხმარებათ, ხოლო ბიპოლარული დარღვევის სამკურნალოდ მედიკამენტები დაგჭირდებათ.

არსებობს თუ არა აფექტური დარღვევის პროფილაქტიკა?

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მთავარი პირობაა – გაწონასწორებული ცხოვრების წესი და ხასიათი.

ჯანსაღ ფსიქიკასაც კი შეარყევს რეჟიმის არ არსებობა და მუდმივი სტრესები

ყოველ ადამიანს, რომელსაც  აფექტური დარღვევა აქვს, ასევე აქვს თავისი ტრიგერი, რომელსაც შეუძლია მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე ტიპიურია — ალკოჰოლი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ასევე სტრესი.

ტრიგერად შეიძლება იქცეს ზოგიერთი სახის მედიკამენტების მიღებაც, კერძოდ, ანტიდეპრესანტების. თუკი ადამიანი დაავადებულია ბიპოლარული დარღვევით, ანტიდეპრესანტებს შეუძლია «გადართოს» დეპრესია მანიაზე. ამითაა სახიფათო არაპროფესიონალური მკურნალობა და მითუმეტეს თვითმკურნალობა .