8 ქვეყანა, სადაც 2018 წელს ყველაზე იაფად იმოგზაურებთ

0
3625

მოგზაურობა არის ერთერთი საუკეთესო რამ, რამაც შეიძლება სიამოვნება მოგანიჭოთ და ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ. ფოტოები, ჩანაწერები, სამახსოვრო ნივთები, მოგონებები, ამ ყველაფრის დახმარებით, თქვენ სულ შეგეძლებათ თქვენი მოგზაურობის გახსენება, თუნდაც ეს დიდი ხნის წინ ყოფილიყო. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ყველა მომენტი აღიდგინოთ მეხსიერებაში. მართალია ხშირ შემთხვევაში, სულაც არაა ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა. რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების შედეგად მოგზაურთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მისი ინსპირაცია მოგზაურობისთვის არის ის ინსტაგრამ მოწონებები და გამოხმაურებები, რაც მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს მოყვება.
ფოტოებს, რომ თავი დავანებოთ, მოგზაურობა შესანიშნავია, ახალი ადამიანების გასაცნობად, თუ თქვენ ხართ ტურისტთა ჯგუფში, ეს ხელსშეგიწყობთ გააფართოვოთ თქვენი სანაცნობო წრე. ცხოვრება ხომ ურთიერთობებია და ახალი ადამიანების გაცნობა არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ახალი ქვეყნების აღმოჩენა.

ზოგჯერ ძალიან კარგია, კალენდარში შემოხაზულ თარიღს, სიხარულით ელოდებოდე და ზუსტად იცოდე, რომ მოხაზულ დღეს თვითმფრინავში იჯდები და სამოგზაუროდ გაფრინდები. მოგზაურობის მოლოდინი ძალიან სასიამოვნო პროცესია.
2018 წელს ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ მინდა რეკლამა გამომივიდეს, მინდა უბრალოდ რჩევასავით მიიღოთ და ჩემი შთაბეჭდილებები გაგიმხილოთ. მე ერთ–ერთი ტურისტული კომპანიის My Tours –ის აქტიური მომხმარებელი ვარ. განსაცვიფრებელია მისი ხელმძღავნელისა თუ გიდების დამოკიდებულება თითოეული მომხმარებელის მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად გაწერილი პროგრამა და ბევრი დამატებითი საჩუქრები სანახაობების მხრივ. ხოლო ბავშვებთან ერთად თუ მოგზაურობთ, მაშინ მერწმუნეთ თქვენი პატარები ამ დღეებს ვერ დაივიწყებენ. ასევე ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს My Tours ,,დაიფინანსე მოგზაურობა”, რომელიც გვაძლევს საშუალებას ათი ან მეტი ადამიანის შეგროვებისა და ჯგუფის თავმოყრის შემთხვევაში მიიღოთ მინიმუმ 50% დან 100% მდე დაფინანსება. კომპანიებს კი სთავაზობს კორპორაციულ პაკეტებს და ინოვაციებს ქვეყნის შიდა თუ გარე მაშტაბით. ხარისხი ფასს აღემატება დარწმუნდით თავად. ამ კომპანიის ტურს არასდროს ივიწყებენ, ყველა დაგეგმილ ტურში იგრძნობა, რომ ეს მათი საყვარელი საქმიანობაა. ფასი იმდენად დაბალია, რომ შესაძლოა თავი ტრეფიკინგის საფრთხის წინაშეც კი გეგონოთ, სულ რაღაც 800 დან –1000 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ აიხდინოთ ოცნებები და უთხრათ საკუთარ თავს’’ რატომაც არა?! მე ამას ვიმსახურებ !’’
კიდევ ერთი ინოვაცია– რითაც ამ კომპანიამ გამაკვირვა, არის რამდენიმე ქვეყანა ერთი მოგზაურობისას, რაც თავიდან აგარიდებთ გაფრენაში დროის დაკარგვას, ერთ მოგზაურობაში შედის 2 ,3 ან 5 ქვეყანა შიდა გადაფრენებით. ამით საქმიან ადამიანებს ძვირფასი დრო გვეზოგება, ზედმეტ ხარჯსაც ვირიდებთ თავიდან და ემოციისთვის მეტი ენერგიაც გვრჩება.

2018 წელს My Tours აცხადებს გრანდიოზული ფასდაკლებების წლად და გთავაზობთ იმ ქვეყნებს, რომელიც სამოგზაურო ქვეყნების სიაში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ:

1.იტალია – ქვეყანა ცნობილია მდიდარი ისტორიითა და მრავაკი ხელოვნების საგანძურით. იტალიის ბევრ პატარა თუ დიდ ქალაქში შეხვდებით ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაშთებს, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურას. ფერწერული ნამუშევრები, მარმარილოს ქანდაკებები და შადრევნები დღემდე პატივს მიაგებენ ხელოვნების ისეთ ცნობილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ბენინი, მიქელანჯელო და რაფაელი. იტალიელებს მდიდარი სამზარეულო აქვთ. იტალიელთა ბევრი წეს-ჩვეულება სწორედ სამზარეულოს უკავშირდება. მათი პირველი კერძი გახლავთ პასტა (მაკარონი), რასაც მოჰყვება ხოლმე ხორციანი კერძი ან თევზი და ბოსტნეული. ზეითუნის ზეთს იტალიელები აქტიურად იყენებენ, რადგან ის აქ დიდი რაოდენობით იწარმოება. პიცა და რიზოტო პოპულარული იტალიური კერძებია. აქ თავისუფლად შეგიძლიათ თავი ოდრი ჰეგბერნად წარმოიდგინოთ და მოუწყოთ საკუთარ თავს რომაული არდადეგები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

2უნგრეთი – უნგრეთი ნიშნავს თითქმის 1000 წლიან კულტურას, შეუდარებელ ბუნებას, ევროპის სამკურნალო წყლებს, ცნობილი კომპოზიტორების სამშობლოს, მშვენიერ ბუდაპეშტს, ბალატონოს ტბას. ბუდაპეშტი ერთერთი ულამაზესი დედაქალაქია ევროპაში და მას „დუნაის მარგალიტს“ უწოდებენ, რომლის ცენტრალური პანორამა (ბუდაის ნაწილი) და ძველებური ხიდები შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.ბუდაპეშტის ყველაზე ცნობილი ქუჩაა — ვაცი, ნამდვილი გართობის ცენტრია. აქ ბევრი ფეშენებელური სასტუმროა, კაზინოები და რესტორნები და შოპინგის საუკეთესო ადგილები .

 

 

 

 

 

 

 

 

3. ბულგარეთი – ვინც ერთხელ მაინც დაისვენა სოციალისტურ ბულგარეთში დღეს ნამდვილად განცვიფრდება იმ უდიდესი ცვლილებებით, რომლებიც განიცადა ამ კურორტმა ბოლო 10–15 წლის განმავლობაში. აქ აშენდა უამრავი ახალი თანამედროვე სასტუმრო, ხოლო ძველი „სოციალისტური“ სასტუმროები რეკოსტრუირებულია და დღეს მათ არაფერი აქვთ საერთო იმასთან რაც იყო 10 წლის წინათ. აქ არის საღამოს გართობის უამრავი საშუალება– დისკოტეკები, კაზინო, კლუბები, ბოულინგი, ბარები. ღამით ოქროს ქვიშების სანაპირო ეს არის უზარმაზარ სიგრძეზე გადაჭიმული მოციმციმე ნეონის შუქების ჯაჭვი. ღამით წარმოუდგენლად ცოცხლდება სანაპირო.
უამრავი ბარი, კაფე და რესტორანი დააკმაყოფილებს ნებისმიერს თავისი მრავალფეროვანი მენიუთი და სპეციალური გასართობი პროგრამებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. გერმანია – ცენტრალური ევროპის უდიდესი ქვეყანაა.გერმანიის ყოველი რეგიონი განსხვავებული კულტურის კერაა. პირველი, რაც ტურისტს გერმანიაზე საუბრისას გაახსენდება, არის ლუდი, ლედერჰოესნი (ტყავის მოკლე შარვალი), ოქტობერფესტი და სხვა. ყევლაზე ცნობილი ლუდის კულტურის კერა ბარვარია და მიუნხენია.

 

 

 

 

 

 

 

5. მაროკო – ეგზოტიკური მაროკო ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს. ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ. აქ არის თავმოყრილი ყველა ის პირობა, რაც ადამიანის საინტერესოდ მოგზაურობას უზრუნველყოფს.მდიდარი კულტურა, საოცარი პეიზაჟები და უგემრიელესი სამზარეულო ტურისტთა უდიდეს ინტერესს იწვევს. ულამაზესი ქალაქი შეფშაუენი, რომელიც ცისფერი სახლებითა და ადგილობრივების მიერ დამზადებული სუვენირების დიდი არჩევანით გამოირჩევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. საბერძნეთი – ნამდვილი სამოთხეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, ქვეყანა რბილი კლიმატით, ულამაზესი ბუნებით, გასაოცარი ლანდშაფტით, კრისტალურად სუფთა ზღვით, მწვანე მთებითა და მშვენიერი სანაპიროებით.ელლადა შემთხვევით არ ითვლება ევროპული ცივილიზაციის აკვნად, აქ დაიბადა დემოკრატია და ფილოსოფია, მეცნიერება და ხელოვნება, ამის გარდა საბერძნეთი ითვლება ოლიმპიური თამაშების, დრამის, ტრაგედიისა და კომედიის სამშობლოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

7. აზერბაიჯანი –აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ყველაზე დიდი ქვეყანაა. ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დედაქალაქი – ბაქო, საოცარი სიჩქარით იცვლება.
სტალინის პერიოდის შენობები კაშკაშა ცათამბჯენებსა და ბიზნეს ცენტრებს უთმობენ გზას. ამ შენობებს კი ახალი ფასადებით ფარავენ, მხოლოდ გარეგნულად – თვალის დასანახად (თუმცა ჩვენგან განსხვავებით ხარისხიანად).
მაგრამ ბაქო მხოლოდ ბრწყინვალე არქიტექტურით არ არის ცნობილი. გაზისა და ნავთობის მრეწველობის მოგუგუნე ეპიცენტრი, წმინდა ადგილად ითვლება ზოროასტრიზმის მიმდევართა მიერ, ცეცხლის თაყვანისმცემელთა საპატივცემულოდ სამი ალის ფორმის ცათამბჯენზე, ყოველ ღამე კაშკაშებენ ცეცხლის ალები. აქ მაღაზიები, რესტორნები, ღია ცისქვეშ კაფეები, ბარები, რომლებსაც უცხოელები ხშირად სტუმრობენ, ერთმანეთისაგან მცირე მანძილით არიან დაშორებული, რაც მას ბაქოს სოციალურ ცენტრად აქცევს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. თურქეთი– სტამბული, ეს არის ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. სტამბული ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, ამიტომ მოგზაურობის თვალსაზრისით ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც გინდა, რომ ყოველდღიურობას გაერიდო და უბრალოდ რამდენიმე დღით თვალი მოატყუო. ის რაც ტურისტებს აქ იზიდავს არის ისტორიული ძეგლების და თანამედროვე ცივილიზაციის შერწყმა.

 

 

 

 

 

 

 

თუ ჩემგან განსხვავებით საზღვარგარეთ მოგზაურობის იდეა არ გხიბლავთ, არც ამ შემთხვევაში მოიწყენთ, რადგან კომპანია my tours შიდა ტურებსაც გთავაზობთ წარმოუდგენლად დაბალ ფასში. ამიტომ აუცილებლად აღმოაჩინეთ თქვენთვის უცნობი თუ ნაცნობი საქართველო.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნანა ახალაია